საბერძნეთში "ომიკრონის" პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - reuters

საბერძნეთში კორონავირუსის შტამ “ომიკრონით” ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თეოკლის ზაუტისმა განაცხადა.
“დღეს დილით კორონავირუსის შტამ “ომიკრონით” ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა“, – განაცხადა ზაუტისმა ბრიფინგზე.
მან აღნიშნა, რომ დაავადება საბერძნეთის მოქალაქეს აღმოაჩნდა, რომელიც ქვეყანაში სამხრეთ აფრიკიდან 26 ნოემბერს ჩამოვიდა.
მისივე თქმით, ავადმყოფი, ყველასთან ერთად, ვისთანაც შეხება ჰქონდა, კარანტინში იმყოფება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს “ომიკრონი“ დაარქვა. “ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).
ინფორმაციას reuters ავრცელებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵საკონსტიტუცი სარჩელი "მწვანე პასპორტის" გაუქმების მოთხოვნით
🔵“ბოკერია რომ დაიჭირონ და ჩერგო მაძალებდაო “ჩამიშვას” - თამარ ჩერგოლეიშვილი
🔵აშშ ელჩი საქართველოში: ყველაფრის ერთი პარტიის მიერ მართვა უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს აჩენს
1740750775
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვ...
1740749429
სპორტი„გუნდში უკვე ადაპტირდა და თავისუფლება უნდა მივცეთ ინდივიდუალური თვისებების გამოსავლენად“ - ლუის ენრიკე კვარაცხელიაზე
პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ საფრანგეთის ლიგა 1-ის ფარგლებში ლილის წინააღმდეგ თამაშის წინ პრესკონფერენციაზე სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მისი თქმით...
1740748702
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7904 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8172 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1740747857
საზოგადოებალევან მაჭავარიანი - ბიძინა ივანიშვილს იმ ნაბიჯს ვერ ადგმევინებენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, „დიფ სთეითს“ ბრიტანეთში კიდევ უფრო ღრმად ჰქონია ფესვები გადგმული
ბიძინა ივანიშვილს იმ ნაბიჯს ვერ ადგმევინებენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, „დიფ სთეითს“ ბრიტანეთში კიდევ უფრო ღრმად ჰქონია ფესვები გადგმული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრ...
1740746171
საზოგადოებადიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიცე-პრემიერმ...