საბერძნეთში, სამი არასრულწლოვანი დის გარდაცვალების გამოძიების მასალებში, კიდევ ერთი ადამიანის "უცნაური გარდაცვალების" საქმე დევს

ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული საქმე, ბერძნულ მედიაში  აქტუალობას არ კარგავს. საუბარია, პატრაში გარდაცვლილი სამი მცირეწლოვანი დის საქმეზე, რომელზედაც ერთ-ერთი დის, ჯორჯინას მკვლელობის მთავარი ეჭვმიტანილის სტატუსით პოლიციამ, რამდენიმე დღის წინ, გოგონების 33 წლის დედა, რულა პისპირიგუ დააკავა.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც, გარდაცვლილი გოგონების დედა უფროსი ქალიშვილის მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს, ბევრი საეჭვო გარემოებები გამოიკვეთა. რის გამოც მკვლელობაში ბრალდებულ ქალსა და მის მეუღლეს შორის  უთანხმოება დაიწყო. პოლიცია ვარაუდობს რომ ამ დაპირისპირებამ შესაძლოა, ბევრი ჭეშმარიტება გამოკვეთოს.

ყველაზე ხმაურიანი გამოძიების საქმეში, შედის იმ ბინის  მფლობელის გარდაცვალების საქმეც, რომელშიც გარდაცვლილი დები მშობლებთან ერთად, ქირით ცხოვრობდნენ.

როგორც ირკვევა 68 წლის დიასახლისი, გაქირავებული ბინის ზედა სართულზე ცხოვრობდა და 2020 წელს ის სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა.  პოლიცია არ გამორიცხავს, რომ მისი მოულოდნელი გარდაცვალება, შესაძლოა რაღაც საიდუმლოს მალავდეს. 

გავრცელებული ინფორმაციით,  გარდაცვლილი არასრულწლოვანი გოგონების მშობლებს დიასახლისთან უთანხმოება ჰქონდათ, რადგან მისთვის მრავალი თვის ქირის ფული ჰქონდათ გადასახდელი.

შოკის მომგვრელია ასევე ტელეკომპანია SKAI- ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რულა პისპირიგუ თავს გარდაცვლილი დიასახლისის დისშვილად ასაღებდა და მისი სახლიდან ნივთებს ყიდდა.

ასევე საინტერესოა

🔷წარმოუდგენელი შემთხვევა საბერძნეთში - 70 წლის ჭარბწონიანი ქალი 4 დღის განმავლობაში აბაზანაში იყო გაჭედილი

🔷საბერძნეთში, 9 წლის ქალიშვილის მკვლელობის ბრალდებით დედის დაკავების შემდეგ, საეჭვო გარემოებაში გარდაცვლილი გოგონების მამა შოკურ მდგომარეობაშია

🔷საბერძნეთში ერთ ოჯახში, სამ წელში სამი მცირეწლოვანი გარდაიცვალა - 9 წლის შვილის მკვლელობაში დედაა ბრალდებული

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745224688

სპორტი

ცნობილია, ევროპის ჩემპიონატზე ლაშა ბექაურის ნაცვლად ვინ იჭიდავებს

 მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში 23-27 აპრილს ძიუდოში გასამართ კონტინენტის პირველობაზე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ვერ იჭიდავებს. ქართველი ძიუდოისტი ტურნირს ჩაეხსნა, მის ნაცვლად კი 90 კგ-...

ლაშა ბექაური

1745223313

მსოფლიო

რომის პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა

რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს. ცნობისთვის, გუშინ სააღდგომო მიმართვა, რომის პაპის ნაცვლად, არქიეპისკოპოსმა დიეგო რაველიმ წაიკითხა. კათოლ...

იტალია

1745222584

ახალი ამბები

დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო

აღდგომის შემდეგი კვირა მსგეფსია. მორწმუნეებს ყველანაირი პროდუქტის მიღება შეუძლიათ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს საფლავთა კურთხევას აღნიშნავს. ამ დღეს, მორწმუნეები...

ხსოვნა, გარდაცვალება

1745220673

ახალი ამბები

მკვლელობა ახმეტაში – ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს საკუთარ სახლთან რამდენჯერმე ესროლეს

ახმეტაში კაცი მოკლეს. მოკლულია აჩიკო ჯაბანიშვილი. შემთხვევა 19 აპრილს ახმეტაში მოხდა. ადგილობრივების თქმით, ჯაბანიშვილს უცნობმა პირმა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა. მიღებულ...

პოლიცია

1745220255

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: როდესაც მსოფლიოში რადიკალური ისლამური ტერორისტული დაჯგუფებები კლავენ, წვავენ, ასახიჩრებენ მშვიდობიან მოსახლეობას, უნდა გვესმოდეს და „გაგებით მოვეკიდოთ“, რომ მათი დაფინანსების ერთ-ერთი წყარო - ევროკავშირია

პარტია „ალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ფრანგული გამომცემლობა "ლე ფიგაროს" სტატიას ეხმიანება, სადაც გამოქვეყნებულია სია იმ ორგანიზაციების, რომლებიც დაფინანსებულია ევროპიდან და ე...

საზოგადოეა