ახალი ვირუსი ბავშვებში, რომელიც კორონავირუსზე უფრო გადამდებია - ბერძენი პედიატრი მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

საბერძნეთში, ცნობილი პედიატრი სპიროს მაზანისი მწვავე ჰეპატიტის შესახებ "განგაშის ზარს რეკავს " და მშობლებს აფრთხილებს, რომ მაქსიმალური ყურადღება  მიაქციონ პირადი ჰიგიენის წესებს.

მისი განცხადებით, ბავშვებში საეჭვო სიმპტომების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია მათი დროული გამოკვლევა. 

ღებინება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი, ძალიან მუქი ფერის შარდი, განავალში „თეთრი“ ფერი, სიყვითლე - პედიატრის განცხადებით ეს ის სიმპტომებია, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს ბავშვებში. 

"ეს ჰეპატიტი სასიკვდილოა" - განაცხადა პედიატრმა ტელეკომპანია ΑΝΤ1 -ზე, მწვავე ჰეპატიტის გავრცელებასთან დაკავშირებით საუბრისას, რომელიც უკვე ფიქსირდება ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. 

მისი განმარტებით, ჰეპატიტი ძალიან ადვილად გადადის ნერწყვით და უფრო გადამდებია, ვიდრე კორონავირუსი, მაგრამ ამ ეტაპზე ჰეპატიტის შემთხვევა დაფიქსირებულია, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის მეზობელ იტალიაშიც. 

როგორც მან აღნიშნა, „ყველაზე მეტი შემთხვევა, რამდენიმე თვიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში დაფიქსირდა(80% -ზე მეტი). შემთხვევები ფიქსირდება ასევე  6-10 წლამდე და 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვებშიც.  

პედიატრმა გამორიცხა, მწვავე ჰეპატიტის კავშირი კორონავირუსის ვაქცინასთან. „არც ერთი დაავადებული ბავშვი არ ყოფილა აცრილი კორონავირუსზე" - აღნიშნა მან. 

"A და B ჰეპატიტის ვაქცინები არ არის უსაფრთხოების გარანტი, რადგან ისინი არ არიან დაკავშირებული მწვავე ჰეპატიტთან"- თქვა პედიატრმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაცვის მიზნით „ბავშვების პირადი ჰიგიენის წესები, კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ და დავიცვათ. 

ასევე საინტერესოა

🔵სააღდგომო ტრადიციაზე დასასწრებად, კერკირაში ათასობით მნახველი ჩავიდა

🔵ათენში დარჩენილმა მოსახლეობამ საცურაო სეზონი გახსნა

🔵ცნობილი ბერძენი მაფიოზი საკუთარი სახლის ეზოში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს - დაჭრილია მისი 22 წლის ქალიშვილიც

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1745062253

ახალი ამბები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

 საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა თბილისის დროით 14:50 საათზე დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.   მათივე ცნობით, ეპიცენტრი ქალაქ ონთან იყო. მიწის...

ააა

1745061592

საზოგადოება

აფხაზეთიდან დროებით დევნილ 1000-მდე ოჯახს სააღდგომო ნობათი გადაეცა

 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებული დავით ვერავა და საქართველოს პარლამენტის წევრი დავით კოდუა წალენჯიხის მუნიციპალ...

დევნილები

1745057335

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი - ჯო უილსონის თავხედური განცხადება არის აღიარება, რომ ის „დიფ სთეითის“ შემადგენელი ნაწილია, არ მგონია, ეუთო-ს ხელმძღვანელობამ მისი განცხადებები გაითვალისწინოს

 არ მგონია, ეუთო-ს და ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ ჯო უილსონის განცხადებები გაითვალისწინოს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა....

გურამ მაჭარაშვილი

1745055552

მსოფლიო

ილონ მასკი: სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ისტორიაში ყველაზე დიდი აფერაა

 აშშ შეიძლება ფინანსურ კრახამდე მივიდეს, თუ გააგრძელებს მრავალრიცხოვანი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას, რომლებიც ისტორიაში ყველაზე დიდ აფერად შეიძლება ჩაითვალოს, - განაცხადა აშშ-ის მთავრობი...

ილონ მასკი

1745055220

ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

 19 აპრილს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისღრმაღელეს სათავე ნაგებობასელექტროენერგიის მიწოდება ავარიულადშეუწყდა. აღნიშნულიდან გამომდინარე დღეს, 19 აპრილისდილის 11:30 საათიდან ნაძალადევისა და ისნისრაიონების მ...

წყალი