სასტიკი მკვლელობა ამერიკაში - ყოფილმა ქმარმა ბერძენი ემიგრანტი და მისი მეგობარი ქალი სასიკვდილოდ დაჭრა

29 წლის ბერძენი-ამერიკელი ქალი ყოფილმა ქმარმა ცივი იარაღით მოკლა, მძიმედ დაჭრა მისი მეგობარი ქალიც,  რის შემდეგაც იმავე იარაღით თავი მოიკლა.

სასტიკი მკვლელობა ამერიკაში 12 მარტს, ლონგ-აილენდის მასაპიკუას რაიონში მდებარე  სახლში მოხდა, სადაც წარმოშობით ბერძენი ქალის ყოფილი მეუღლე მეგობარ ქალთან ერთად  ცხოვრობდა.  

როგორც ცნობილია, 29 წლის ქალი ქმართან განშორების შემდეგ, მათ საერთო 17 თვის შვილთან ერთად საცხოვრებლად მშობლებთან გადავიდა. ქმარმა კი იმავე სახლში ცხოვრება ახალ პარტნიორთან ერთად გააგრძელა.   

მოკლული ქალის დედის თქმით,  საბედისწერო დღეს 29 წლის ირინი, სახლში ყოფილი ქმრის, 22 წლის მეგობარი ქალის თხოვნით მივიდა, იმ დროს როდესაც კაცი სახლში არ იყო.

"მას ჩემი შვილის დასამარება სურდა, რადგან ყოფილი ქმარი მოსვენების საშუალებას არ აძლევდა. გოგონამ ჩემს შვილს უთხრა, რომ მოისმინა კაცის საუბარი ადვოკატთან, სადაც ის  საშინელებებს იძახდა და ცუდად მოიხსენიებდა.

ის მიხვდა, რომ 34 წლის კაცი ძალიან უსამართლო იყო და თავადაც სურდა მასთან დაშორება, თუმცა გადაწყვიტა მანამდე ჩემს შვილს დახმარებოდა.  სამწუხაროდ, კაცი სახლში ადრე დაბრუნდა და მათ საუბარს შეესწრო, რის შემდეგაც ორივეს სასტიკად გაუსწორდა და თავიც მოიკლა."-  ამბობს მოკლული ირინის დედა და ასევე აღნიშნავს, რომ კაცს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, "ჩემი გოგო ეშმაკზე დაქორწინდა". 

სოციალურ ქსელში, გავრცელდა მეზობელი სახლის სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, სადაც ისმის 29 წლის ქალის ყვირილი, რომელიც დახმარებას ითხოვდა იმ დროს, როდესაც მას 34 წლის ყოფილი მეუღლე დაესხა თავს. ამავე ვიდეოში ისმის 22 წლის ქალის ხმაც რომელსაც დამნაშავემ დანით ჭრილობები მიაყენა.

პოლიცია და სასწრაფო დახმარება მეზობლებმა გამოიძახეს.  ადგილზე მისულებს ორი ქალი  და მოძალადე კაცი, სისხლის გუბეში იპოვეს.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, ისინი  საავადმყოფოში გადაიყვანა. სადაც , 29 წლის ამერიკის მოქალაქე ბერძენი ქალი მეორე დღეს გარდაიცვალა. 22 წლის ქალი კი კვლავ იბრძვის სიცოცხლისთვის.  34 წლის დამნაშავე კი საკუთარ თავზე, თვითმკვლელობის მიზნით მიყენებული დაზიანებებით, 15 მარტს გარდაიცვალა.

29 წლის ირინი ოჯახის ერთადერთი შვილი იყო, რომლებიც წარმოშობით საბერძნეთის კუნძულ ტილოსიდან არიან. ტილოსის მოსახლეობას კარგად ახსოვთ პატარა ირინი, რომელიც მშობლებთან ერთად კუნძულზე დასასველებლად ჩადიოდა.  

ასევე საინტერესოა

🔷საბერძნეთმა რუს ბიზნესმენებს ქონება დაუყადაღა

🔷საბერძნეთში მაღაზიიდან ფული და ხორცი მოიპარეს

🔷საბერძნეთში, აღდგომამდე, შესაძლოა Covid-ის სერტიფიკატის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდეს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740683706

ახალი ამბები

ისრაელში, ავტობუსის გაჩერებაზე ხალხში ავტომობილი შევარდა, შედეგად 13 ადამიანი დაშავდა

 მედიის ინფორმაციით, ისრაელში, ავტობუსის გაჩერებაზე მდგომ ხალხში ავტომობილი შევარდა. შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი....

ისრაელი

1740681563

სპორტი

ქართველი მოჭიდავე ვლადიმერ გამყრელიძე საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირის ვიცე-ჩემპიონია

 ალბანეთში 2025 წლის სეზონის მეორე სარეიტინგო ტურნირი მიმდინარეობს. ტურნირზე ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალი მან ნეიტრალური ათლეტის სტ...

ვლადიმერ გამყრელიძე

1740680280

ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზა 28 თებერვალს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ორ რეისს განაახლებს, რამდენიმე რეისს კი აუქმებს

 საქართველოს რკინიგზა უამინდობის პირობებში რეისებთან დაკავშირებით განცხადებასავრცელებს. რკინიგზის ცნობით, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ორი რეისი განახლდება, რამდენიმე რეისი კი, უამინდომის გამო...

თოვლი

1740679161

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომში - 2022 წლის 28 თებერვალს უკრაინის პრემიერი მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოს მთავრობა აიძულონ, უკრაინაში მებრძოლები გაგზავნონ

 ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომში, 2022 წლის 28 თებერვალს უკრაინის პრემიერი მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოს მთავრობა აიძულონ, უკრაინაში მებრძოლები გაგზავნონ, – ამის შესახებ საქართველოს...

შალვა პაპუაშვილი

1740679054

ახალი ამბები

ნაქერალას უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო...

ზოგადი