ტრაგიკული შემთხვევა საბერძნეთში - ერთი ჭიქა წყლის გამო, შვილიშვილმა ბებია მოკლა

ტრაგიკული შემთხვევა მოხდა გუშინ საბერძნეთში კერძოდ კავალაში.  23 წლის კაცს  საკუთარი ბებიის მკვლელობა ედება ბრალად. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს ბებია ცემაში შემოაკვდა.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, მკვლელობა უმნიშვნელო მიზეზის გამო მოხდა. როგორც ცნობილია 83 წლის ქალს, კვირას გვიან ღამით გაეღვიძა და შვილიშვილს ერთი ჭიქა წყლის მიტანა სთხოვა, რამაც როგორ ჩანს ახალგაზრდა კაცის გაღიზიანება და მდგომარეობიდან გამოსვლა გამოიწვია, რის შემდეგაც ის სასტიკად გაუსწორდა ბებიას.

ბერძნული მედია წერს, რომ 23 წლის შვილიშვილი ბებიას შაბათ დილის 4 საათამდე სცემდა, რასაც მოხუცმა ქალმა ვერ გაუძლო და გარდაიცვალა. 

23 წლის კაცი, როდესაც მიხვდა რომ ბებია აღარ სუნთქავდა, დამკრძალავ ბიუროში დარეკა და განაცხადა, რომ ბებია წაიქცა, რამაც სავარაუდოდ, მისი გარდაცვალება გამოიწვია.

დამკრძალავი ბიუროს თანამშრომელს ვითარება საეჭვო ეჩვენა და ახალგაზრდას უთხრეს, რომ ასეთ შემთხვევაში ადგილზე პოლიცია და ექიმი უნდა გამოეძახებინა.

ადგილზე მისულმა პოლიციელებმა, როდესაც მოხუცი ქალის ცხედარი ნახეს  თავიდანვე გამორიცხეს, რომ  ქალის სიკვდილი წაქცევით იყო გამოწვეული. მოგვიანებით, კი ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ის სასტიკად იყო ნაცემი.

როგორც ცნობილია 23 წლის კაცს აღენიშნება ფსიქიკური პრობლემები. 

კავალას უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადების თანახმად, მკვლელობის ჩამდენი 23 წლის კაცია, რომელმაც ექსპერტიზის შემდეგ ჩადენილი დანაშაული აღიარა.  

Kavalanews-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცის წინააღმდეგ, პოლიციაში, მეზობლებისგან 40-ზე მეტი საჩივარია შეტანილი.

ადვოკატის განცხადებით, კაცი არის, სერიოზული ფსიქიკური პრობლემების მქონე პირი, რომელიც წესით ფსიქიატრიულ კლინიკაში უნდა ყოფილიყო მოთავსებული. 

ახალგაზრდა კაცი დაკავებულია და ის სასამართლოს წინაშე დღეს წარდგება. 

ასევე საინტერესოა

🔷საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა და უკრაინის პრეზიდენტმა ტელეფონით ისაუბრეს - მიცოტაკისმა ზელენსკის სრული მხარდაჭერა აღუთქვა

🔷საბერძნეთში გაძვირებული ფასების გამო, მოსახლეობის ნაწილი საკვებისა და ბენზინის საყიდლად ბულგარეთში გადადის

🔷საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740681563

სპორტი

ქართველი მოჭიდავე ვლადიმერ გამყრელიძე საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირის ვიცე-ჩემპიონია

 ალბანეთში 2025 წლის სეზონის მეორე სარეიტინგო ტურნირი მიმდინარეობს. ტურნირზე ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალი მან ნეიტრალური ათლეტის სტ...

ვლადიმერ გამყრელიძე

1740680280

ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზა 28 თებერვალს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ორ რეისს განაახლებს, რამდენიმე რეისს კი აუქმებს

 საქართველოს რკინიგზა უამინდობის პირობებში რეისებთან დაკავშირებით განცხადებასავრცელებს. რკინიგზის ცნობით, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ორი რეისი განახლდება, რამდენიმე რეისი კი, უამინდომის გამო...

თოვლი

1740679161

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომში - 2022 წლის 28 თებერვალს უკრაინის პრემიერი მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოს მთავრობა აიძულონ, უკრაინაში მებრძოლები გაგზავნონ

 ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომში, 2022 წლის 28 თებერვალს უკრაინის პრემიერი მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოს მთავრობა აიძულონ, უკრაინაში მებრძოლები გაგზავნონ, – ამის შესახებ საქართველოს...

შალვა პაპუაშვილი

1740679054

ახალი ამბები

ნაქერალას უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო...

ზოგადი

1740678391

მსოფლიო

„პოლიტიკო“ - უნგრეთის მთავრობა ლგბტქ+ პრაიდის მსვლელობას კრძალავს

 უნგრეთის მთავრობა ლგბტქ+ პრაიდის მსვლელობას კრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ უნგრეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. უნგრეთს მთავრობის წარმომადგენელი, გერგლი გულიაში აცხადებს, რომ საზო...

აქციები