ცნობილი ბერძენი მაფიოზი საკუთარი სახლის ეზოში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს - დაჭრილია მისი 22 წლის ქალიშვილიც

ცნობილი ბერძენი მაფიოზი, დღეს დილით, ქალაქგარეთ საკუთარი დასასვენებელი სახლის ეზოში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. სამართალდამცველები შეკვეთილ მკვლელობაზე საუბრობენ. 

ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. 

მედიის ცნობით, მკვლელობა დღეს 12:10 საათზე მოხდა, როდესაც 4 პირი, რომლებიც 2 მოტოციკლეტით გადაადგილდებოდნენ, ცნობილი მაფიოზის სახლთან გაჩერდნენ.

ორი მათგანი სახლის ეზოში შევიდა, სადაც მსხვერპლი 10-მდე სტუმართან ერთად იმყოფებოდა და მისი მიმართულებით  კალაშნიკოვის ავტომატიდან რამდენიმე გასროლა განახორციელეს.

როგორც ცნობილია, თავდასხმის დროს კიდევ ორი ​​ადამიანი დაშავდა - მსხვერპლის 22 წლის ქალიშვილი და  45 წლის ნათესავი.

დამნაშავეების დასაჭერად საბერძნეთის პოლიცია უზარმაზარ ოპერაციას აწარმოებს, რომელშიც ჩართულია ასევე პოლიციის ვერტმფრენიც.  

გავრცელებული ინფორმაციით, 55 წლის ცნობილი რეციდივისტი,  წარსულში საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების ყურადღების ცენტრში არა ერთხელ იყო მოქცეული.

მისი სახელი ფიქსირდება დანაშაულის  „სერიოზულ“ საქმეებში, მათ შორის ბიზნესმენ პანაგოპულოსის გატაცებაში.  

ასევე საინტერესოა:

🔵როგორ აღნიშნეს აღდგომა საბერძნეთის სხვადასხვა მხარეში

🔵2 წლის შემდეგ ბერძნები აღდგომას სოფლებში შეხვდნენ - ძველ და კარგ დროში დაბრუნება

🔵საბერძნეთში, უკრაინიდან 10 არასრულწლოვანი თანმხლები პირის გარეშე ჩამოვიდა

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1745069640

ახალი ამბები

20-21 აპრილს ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება, აღნიშნული ავტობუსებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ

 თბილისის მერიის ინფორმაციით, 20-21 აპრილს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს...

ავტობუსი

1745067253

ახალი ამბები

მეუფე იაკობი: შევეცადოთ, რომ არ გავყიდოთ ქრისტე, არ გავყიდოთ ჩვენი მართლმადიდებლობა არაფრის გამო, არც თანამდებობის, არც ფულის გამო

 დიდი შაბათის ცისკრის მსახურება შეასრულა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმაც. მეუფე იაკობმა მრევლს ქადაგებით მიმართა და საქართველოში და მსოფლიოში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. „იმით ვარ ბედნიერი, რომ ძველი აღთ...

ააა

1745064932

ახალი ამბები

აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

 აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 20 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს. „19 აპრილის 23:00...

ზოგადი

1745063057

ახალი ამბები

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

 იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. კუვუკლიიდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, თეოფილე III-მ გამოიტანა. მაცხოვრის აღდგომის ტაძარში შეკრებილი ათასობ...

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

1745062253

ახალი ამბები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

 საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა თბილისის დროით 14:50 საათზე დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.   მათივე ცნობით, ეპიცენტრი ქალაქ ონთან იყო. მიწის...

ააა