ვინ არის ქართველი ემიგრანტი კაცი, რომელიც მკვლელობის ბრალდებით ბერძნებმა სამართალდამცველებმა შეცდომით დააკავეს

48 წლის ქართველი კაცი, რომელიც საბერძნეთის პოლიციამ რუსი მაფიოზის და მისი 19 წლის შეყვარებულის მკვლელობის ბრალდებით 11 იანვარს დილით თესალონიკის აეროპორტში დააკავა, არა მარტო არ არის დამნაშავე მის მიერ წარდგენილ ბრალდებაში არამედ, არ არის გარეული არანაირ კრიმინალურ საქმიანობაში. 

მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთის პოლიციამ უკვე აღიარა მისი უდანაშაულობა წარდგენილ საქმეში 48 წლის ქართველი ჯერ კიდევ არ გაუთავისუფლებიათ.  ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.  

გავრცელებული ინფორმაციით, 48 წლის ქართველი საბერძნეთში სიდედრის დაკრძალვაზე დასასწრებად ჩამოვიდა.  

როგორც ცნობილი გახდა ქართველი კაცი საბერძნეთში 1996 წელს ჩამოვიდა. ის მსახურობდა საბერძნეთის ჯარში 10 წლის წინ კი საბოლოოდ გადავიდა კვიპროსში საცხოვრებლად. საუბარია ცხოვრებისთვის პატიოსნად მებრძოლ, ორი შვილის მამაზე, რომლის გვარიც ბერძნული პრესის ინფორმაციით, ემთხვევა აღნიშნულ მკვლელობაში ბრალდებულის გვარს. 

ქართველი კაცი საბერძნეთში 1996 წელს ორსულად მყოფ მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა. თავდაპირველად ისინი ქსანთის რეგიონში დასახლდნენ, სადაც მან მუშად დაიწყო მუშაობა, მოგვიანებით კი ფერმაში გააგრძელა.  

მკვლელობა რომლის გამოც 48 წლის ქართველი შეცდომით დააკავეს 1997 წელს მოხდა. 1998 წელს საბერძნეთის პოლიციამ ის დასაკითხად აიყვანა ვინაიდან, რუსულ მაფიოზებში მისი გვარი დაფიქსირდა. ერთდღიანი დაკავებისა და დაკითხვის შემდეგ კი ის გაათავისუფლეს, რადგან მის წინააღმდეგ  არანაირი სამხილი არ არსებობდა. 

1998 წლიდან 2010 წლამდე ოჯახთან ერთად ნაუსაში გადავიდა საცხოვრებლად სადაც მშენებლობით ირჩენდა თავს. სულ მალე მან სესხით შეიძინა სახლი და მანქანა. 2005-დან 2006 წლამდე კი საბერძნეთის ჯარში მსახურობდა.  2010 წლიდან საბოლოოდ  კვიპროსში გადავიდა საცხოვრებლად საიდანაც, გუშინწინ  სიდედრის დაკრძალვაზე დასასწრებად  თესალონიკში ჩაფრინდა.  სწორედ თესალონიკის აეროპორტში დააკავეს მკვლელობის ბრალდებით.  
 
48 წლის ქართველის, იაოკიმ კარსლიადის ( სავარაუდოდ სახელი და გვარი შეცვლილი ბერძნული პასპორტის აღების დროს) ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქართველი ემიგრანტი, საბერძნეთის პოლიციამ უსამართლოდ დააპატიმრა.

“დაკავებისას მას განუცხადეს რომ დაპატიმრებული იყო მის მიერ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, რის საფუძველზეც მას უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა”

მას შემდეგ რაც ბერძენმა სამართალდამცველებმა დაადასტურეს მისი უდანაშაულობა წარდგენილ ბრალდებაში ადვოკატი სხვა საკითხებთან ერთად კატეგორიულად მოითხოვს მის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას და მისი სასტიკად შელახული პატივისა და რეპუტაციის სრულად აღდგენას. 

ასევე საინტერესოა

🔴ბერძენმა სამართალდამცველებმა, მკვლელობის ბრალდებით ქართველი კაცი შეცდომით დააკავეს

🔴ბერძენმა სამართალდამცველებმა, მკვლელობის ბრალდებით ქართველი კაცი შეცდომით დააკავეს 

🔴რამდენი ბერძენი აცხადებს უარს ვაქცინაციაზე და რა მიზეზით ?!

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741543285

საზოგადოება

კახეთში 14 წლის გოგომ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა, კაცი მსხვერპლის უმცროს დაზეც ძალადობდა

უმძიმესი ფაქტი კახეთში - 14 წლის გოგონამ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა. ამბავი მაშინ გახმაურდა, როდესაც ბავშვი დედა გახდა. გამოძიებაც კლინიკიდან მიწოდებული ინფორმაციით დაიწყო. შემზარავი ისტორია ამით...

დანაშაული

1741543032

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: მოხარულები ვართ, რომ აშშ-ისთვის არ მოგვიწევს იმის მტკიცება, სულ არსებობს 2 სქესი - კაცი და ქალი და სხვანაირად ვერ იქნება

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ღირებულებებსა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ღირებულებებს შორის თანხვედრაა.  დეპუტატის თქმით, გენდერი...

ლევან მაჭავარიანი

1741538557

ახალი ამბები

ბაჩო ოდიშარია: სირიაში ათასზე მეტი ადამიანი მოკლა ევროკავშირის და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პროდასავლურად გამოცხადებულმა და მხარდაჭერილმა ახალმა ხელისუფლებამ

„ასადის პრორუსულობის ბრალდებით, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მოსული ტერორისტები, მათთვის პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით მიუღებელ მოქალაქეებს ქუჩებში ხოცავენ და ამა...

ბაჩო ოდიშარია.  

1741534941

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე

 რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე. მათი იმიჯი 2020 წლის...

ირაკლი კირცხალია

1741532232

სპორტი

ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე და თუშიშვილის კარგი დაბრუნება

ავსტრიის გრან-პრიზე სამი ქართველი ძიუდოისტი ფინალშია, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში სულაც ქართული ფინალი გაიმართება. ტატო გრიგალაშვილი დროებით 90 კგ-ში გამოდის, სადაც ცოტა ხნის წინ ევროპის ღია პირველობ...

თიშიშვილი