15 თებერვლიდან მერკური მერწყულის ზოდიაქოში გადადის - რომელი ნიშნებისთვის იქნება წარმატებული პერიოდი

მერკურის მერწყულის ზოდიაქოში გადასვლის შესახებ, ასტროლოგი რამაზ გიგაური საინტერესო რჩევებს გვთავაზობს:

"15 თებერვალს მერკური თხის რქიდან მერწყულის ზოდიაქოში გადავა და იქ 10 მარტამდე დარჩება.

მერკური მერწყულში საკმაოდ ძლიერი და შემოქმედებითია, ამიტომ ზემოთ აღნიშნული პერიოდი კრეატიული ადამიანებისთვის საკმაოდ სასიკეთო იქნება.
გაძლიერდება პრობლემის არასტანდარტულად, განსხვავებულად დანახვის უნარი და შესაბამისად, შესაძლებელი გახდება პრობლემებს შესაბამისი გადაწყვეტაც მოეძებნოს.

ეს საკმაოდ განსაკუთრებით სასიკეთო პერიოდი იქნება იმ ადამიანებისთვის, რომელთა საქმიანობაც ციფრულ სამყაროს უკავშირდება. ამ პერიოდში მერკურის სიგნიფიკატორი (წარმმართველი) პლანეტა ურანი იქნება, რომელიც სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიებს მართავს. 

ასევე მნიშვნელოვანი იქნება ურთიერთობების საკითხი, რადგან მერკურის მერწყულში პოზიცია მიანიშნებს ურთიერთობების განვითარებას, თანამოაზრეებისა და მეგობრების მოძიებისა და მათთან არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას. 

ეს პერიოდი სასიკეთო იქნება ასევე ასტროლოგიასთან და საერთოდ, ეზოთერული დისციპლინების შესწავლისთვის (ან თუნდაც დაწყებისთვის). პლანეტა ურანი (მერწყულის მმართველი) ხომ სწორედ ასტროლოგიას მართავს. 

ამ პერიოდში არსებობს სამყაროსთვის გაგზავნილ კითხვებზე პასუხების მიღების მაღალი ალბათობა. მოსალოდნელია იმ ადამიანებმა, რომლებიც ეძებენ გარკვეულ პასუხებს, სწორედ ამ პერიოდში მიიღონ.

ეს სასიკეთო პერიოდია პიროვნული განვითარებისთვის, ახალი პიროვნული განვითარების შესახებ ლიტერატურის გაცნობისთვის, ხასიათზე მუშაობისთვის და პიროვნული „განახლებისთვის“ („აფდეითისთვის“).

ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, ბუნებრივია, სასიკეთო იქნება ჰაერის სტიქიის ნიშნებისთვის - ტყუპისთვის, სასწორისთვის და მერწყულისთვის და ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში მერკური სწორედ ჰაერის სტიქიის ნიშნებში აქვთ განთავსებული, რადგან 15 თებერვლიდან - 10 მარტამდე პერიოდში ტრანზიტული მერკური მათ ნატალურ მერკურთან სასიკეთო პოზიციას დაიკავებს."

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741543285

საზოგადოება

კახეთში 14 წლის გოგომ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა, კაცი მსხვერპლის უმცროს დაზეც ძალადობდა

უმძიმესი ფაქტი კახეთში - 14 წლის გოგონამ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა. ამბავი მაშინ გახმაურდა, როდესაც ბავშვი დედა გახდა. გამოძიებაც კლინიკიდან მიწოდებული ინფორმაციით დაიწყო. შემზარავი ისტორია ამით...

დანაშაული

1741543032

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: მოხარულები ვართ, რომ აშშ-ისთვის არ მოგვიწევს იმის მტკიცება, სულ არსებობს 2 სქესი - კაცი და ქალი და სხვანაირად ვერ იქნება

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ღირებულებებსა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ღირებულებებს შორის თანხვედრაა.  დეპუტატის თქმით, გენდერი...

ლევან მაჭავარიანი

1741538557

ახალი ამბები

ბაჩო ოდიშარია: სირიაში ათასზე მეტი ადამიანი მოკლა ევროკავშირის და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პროდასავლურად გამოცხადებულმა და მხარდაჭერილმა ახალმა ხელისუფლებამ

„ასადის პრორუსულობის ბრალდებით, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მოსული ტერორისტები, მათთვის პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით მიუღებელ მოქალაქეებს ქუჩებში ხოცავენ და ამა...

ბაჩო ოდიშარია.  

1741534941

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე

 რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე. მათი იმიჯი 2020 წლის...

ირაკლი კირცხალია

1741532232

სპორტი

ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე და თუშიშვილის კარგი დაბრუნება

ავსტრიის გრან-პრიზე სამი ქართველი ძიუდოისტი ფინალშია, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში სულაც ქართული ფინალი გაიმართება. ტატო გრიგალაშვილი დროებით 90 კგ-ში გამოდის, სადაც ცოტა ხნის წინ ევროპის ღია პირველობ...

თიშიშვილი