2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
საინტერესო და მოვლენებით დატვირთული დღეა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, საკუთარი თავისა და გარშემო მყოფებისთვის ბევრი სასარგებლო გააკეთოთ. გირჩევთ, დაუგეგმავი შემოსავალი შეინახოთ - მალე ფული მნიშვნელოვანი საქმისთვის დაგჭირდებათ. პირად ურთიერთობებში თავს ეჭვიანობა იჩენს. ეცადეთ, თქვენი ერთგულების დამადასტურებელი არგუმენტები იპოვოთ. საღამო ხელსაყრელია ძველ ნაცნობებთან შეხვედრებისა და ოჯახური ღონისძიებებისთვის.
კურო
მოთმინება გამოიჩინეთ - ამ დღეს ყოველი ფეხის ნაბიჯზე სირთულე, გაურკვევლობა და პრობლემები გელით. ნუ ინერვიულებთ, მიზანს მიაღწევთ, თუმცა მოგვიანებით. ხელსაყრელი დღეა ახალი ურთიერთობებისთვის. ადამიანებზე კარგ შთაბეჭდილებას ახდენთ, ამიტომ მოკავშირეების პოვნა არ გაგიჭირდებათ.
მარტოხელა კუროებს ახალი სიყვარული ახალ შთაბეჭდილებებს და დაუვიწყარ ემოციებს მოუტანს.
ტყუპები
ამ დღეს ყველა საქმეს ჩვეულებრივზე მეტი დრო სჭირდება. სხვისი შეცდომის ან არახელსაყრელი გარემოებების გამო ბევრი პრობლემის მოგვარება მოგიწევთ. თავს ნუ იდანაშაულებთ, არსებობს საქმეები, რომლებზეც გავლენის მოხდენა არ შეგიძლიათ. კარგად დაფიქრდით, სანამ ძვირად ღირებული ნივთის შესაძენად კრედიტს აიღებთ. შესაძლოა, იმაზე მეტი დახარჯოთ, ვიდრე შეგიძლიათ.
კირჩხიბი
ხელსაყრელი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. დამხმარეების პოვნა არ გაგიჭირდებათ - თქვენი ენთუზიაზმი და საქმის მიმართ გულწრფელი ინტერესი გარშემომყოფებს მოხიბლავს.
უჩვეულო ნაცნობობა გელით, რომელიც სავარაუდოდ, მეგობრობით ან რომანტიკული ურთიერთობით გაგრძელდება. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა პრობლემის გადაჭრა შეძლოთ, რომელიც თქვენ და თქვენს ახლობლებს ძალიან ანერვიულებდა. თქვენს აზრს ასაკით უფროსი და გამოცდილი ადამიანებიც კი ისმენენ და ენდობიან.
ლომი
ამ დღეს მნიშვნელოვანია საკუთარი შესაძლებლობები სწორად შეაფასოთ. ახლა ყველაზე საშიშია უმიზეზო ოპტიმიზმი და საკუთარ ყოვლისშემძლეობაზე ფიქრი. თავი შორს დაიჭირეთ ადამიანისგან, რომელიც საქებარი სიტყვებით და პირფერობით ცდილობს თქვენი ნდობის მოპოვებას. შეეგუეთ, რომ ახალი საქმე სასურველ შედეგს სწრაფად არ მოგიტანთ. მოთმინება გამოიჩინეთ და წარმატებას მიაღწევთ.
ქალწული
ეს დღე გაიძულებთ, რომ საკუთარი გეგმები შეცვალოთ. ადამიანი, რომელზედაც საუკეთესო წარმოდგენა გქონდათ, იმედებს გაგიცრუებთ. მეგობრებთან უთანხმოება და კამათი გელით. დიდი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ, რომ კონფლიქტი თავიდან აიცილოთ და დაწყებული საქმეები დროულად დაასრულოთ.
ამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტების სწორად დადგენაა. გირჩევთ, მთავარი ამოცანები გადაჭრათ და წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ.
სასწორი
ხელსაყრელი დღეა რთული საკითხების გადასაჭრელად. მთავარია არ იზარმაცოთ და ყველაფერს შეძლებთ. თუ ძველი საქმიანი კავშირების აღდგენა გსურთ, დაუკავშირდით ადამიანებს, ვისთანაც ადრე თანამშრომლობდით გამორიცხული არ არის, რომ თქვენთვის საინტერესო შეთავაზებები ჰქონდეთ.
დღის მეორე ნახევარი მშვენიერი დროა შესაფერისია მეგობრებთან ურთიერთობისა და რომანტიკული პაემნებისთვის.
მორიელი
ამ დღეს ადამიანების სიტყვის უთქმელად გესმით. შესაძლოა, ახალი საქმიანი ან მეგობრული ურთიერთობები დაამყაროთ, რომლებიც მალე თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდება. დღის მეორე ნახევარში ოჯახური პრობლემების მოგვარებას და რთულ მდგომარეობაში მყოფი ნათესავის დახმარებას შეძლებთ.
მცირე შეფერხება დავალების დროულად შესრულებას გაართულებს, მაგრამ სირთულეების არ გეშინიათ და გეგმების შეცვლას არ აპირებთ. ასე გააგრძელეთ.
კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე:
https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/2-agvistos-astrologiuri-prognozi-4312
1730219321
საზოგადოებაცესკო პროკურატურას მიმართავს
ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს პროკურატურას მიმართავს, გამოძიება დაიწყოს არჩევნების გაყალბებაზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებ ცესკოს განცხადებაშია ნათქვამი. როგორ...
1730212247
მსოფლიოოსლოში ტრამვაი რელსებიდან გადავარდა და მაღაზიაში შევარდა
ოსლოს ცენტრში ტრამვაი 4 სართულიანი მაღაზიას პირველ სართულზე მდებარე კომპიუტერების მაღაზიაში შევარდა, რის შედეგადაც მძღოლი და კიდევ სამი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციის გამოცემა Independent-ი ავრცელებს. ...
1730209085
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დისკრედიტაციას ეწევა - ცესკო
„საქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დისკრედიტაციას ეწევა. უკვე რამდენიმე დღეა, რაც პრეზიდენტი საჯარო გამოსვლებსა თუ სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო მედიისთვის მიცემულ ინ...
1730208686
სპორტი„ვიცოდით, რომ ძალიან კარგი მეკარე გავიფორმეთ“ - ლივერპულის მწვრთნელი მამარდაშვილზე
„ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელ არნე სლოტს გიორგი მამარდაშვილის შესახებ ჰკითხეს, რომელიც მის გუნდს 2025 წლის ზაფხულში შეუერთდება მას შემდეგ, რაც „ვალენსიაში“ იჯარის ხელშეკრულება ამოეწურება. უფრო კონკრეტუ...
1730207510
საზოგადოებავალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7408 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7255 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...