ცესკო პროკურატურას მიმართავს
ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს პროკურატურას მიმართავს, გამოძიება დაიწყოს არჩევნების გაყალბებაზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებ ცესკოს განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ცენტრალური საარჩევნო კომისია განსაკუთრებული თავდასხმის და უსაფუძვლო კრიტიკის ობიექტი გახდა.
„2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისია განსაკუთრებული თავდასხმის და უსაფუძვლო კრიტიკის ობიექტი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ ჩატარებული არჩევნები დადებითად, ხოლო ცესკოს მუშაობა უმაღლეს დონეზე შეაფასა, ამავდროულად, ამერიკული კომპანიის მიერ ჩატარებულმა აუდიტმა ვერანაირი ხარვეზი ვერ დაადგინა, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე არჩევნებში მონაწილე ზოგიერთი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაუსაბუთებლად ესხმიან თავს ცესკოს და ცდილობენ, უსაფუძვლო ბრალდებებით უწყებას მიაყენონ რეპუტაციული ზიანი.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარეობს არსებული საჩივრების განხილვა, თუმცა ხსენებული პოლიტიკოსების მხრიდან არჩევნების „სავარაუდო გაყალბების“ ბრალდებებმა უკვე ფართო მასშტაბი მიიღო.
იმ გარემოების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს საქართველოს პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ გაკეთებული განცხადება თუ გავრცელებული ინფორმაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, საჭიროებს კომპლექსური და ობიექტური გამოძიების ჩატარებას, რაც სცილდება საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ წინადადებით საქართველოს პროკურატურას დაიწყოს და აწარმოოს გამოძიება ზემოთ ხსენებულ განცხადებებთან დაკავშირებით. ჩვენის მხრივ კი, გამოვხატავთ მზაობას ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან და შეუფერხებლად მივაწოდოთ ინსტიტუციაში არსებული გამოძიებისათვის საინტერესო და აუცილებელი ინფორმაცია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1730212247
მსოფლიოოსლოში ტრამვაი რელსებიდან გადავარდა და მაღაზიაში შევარდა
ოსლოს ცენტრში ტრამვაი 4 სართულიანი მაღაზიას პირველ სართულზე მდებარე კომპიუტერების მაღაზიაში შევარდა, რის შედეგადაც მძღოლი და კიდევ სამი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციის გამოცემა Independent-ი ავრცელებს. ...
1730209085
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დისკრედიტაციას ეწევა - ცესკო
„საქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დისკრედიტაციას ეწევა. უკვე რამდენიმე დღეა, რაც პრეზიდენტი საჯარო გამოსვლებსა თუ სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო მედიისთვის მიცემულ ინ...
1730208686
სპორტი„ვიცოდით, რომ ძალიან კარგი მეკარე გავიფორმეთ“ - ლივერპულის მწვრთნელი მამარდაშვილზე
„ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელ არნე სლოტს გიორგი მამარდაშვილის შესახებ ჰკითხეს, რომელიც მის გუნდს 2025 წლის ზაფხულში შეუერთდება მას შემდეგ, რაც „ვალენსიაში“ იჯარის ხელშეკრულება ამოეწურება. უფრო კონკრეტუ...
1730207510
საზოგადოებავალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7408 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7255 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1730203131
სოციალური მედია„ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან ორ მამაკაცს ვულოცავ დაბადების დღეს“ - თაკო ჩხეიძე ქმარსა და შვილზე
მოდელი თაკო ჩხეიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და განსაკუთრებული გარეგნობის, ინტელექტისა და პროფესიონალიზმის გამო უპირობოდ შეიყვარა კიდეც. იგი საზოგადოებას მისი ყოველდღიური ცხოვრებისა და სასიამოვნო...