საქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დისკრედიტაციას ეწევა - ცესკო

„საქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დისკრედიტაციას ეწევა. უკვე რამდენიმე დღეა, რაც პრეზიდენტი საჯარო გამოსვლებსა თუ სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში, უსაფუძვლო, არაარგუმენტირებული და ცრუ ბრალდებებით საზოგადოებაში ტექნოლოგიების მიმართ უნდობლობას აღვივებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა იცრუა, როდესაც უცხოურ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ „არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენებოდა „სომხური კარუსელი“ - ერთი პირადობის მოწმობით ხმის მიცემა დაახლოებით 17-ჯერ იყო შესაძლებელი“.

საარჩევნო ადმინისტრაცია კატეგორიულად აცხადებს, რომ საარჩევნო ტექნოლოგიებმა 26 ოქტომბერს იმუშავა გამართულად და ეს ნახა ყველა იმ საერთაშორისო, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების, საარჩევნო სუბიექტების და მედიის წარმომადგენლებმა რომლებიც აკვირდებოდა პროცესს.

„პრეზიდენტი საერთაშორისო დონეზე ცდილობს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას, რომელმაც უმნიშვნელოვანეს არჩევნებს გაუწია ორგანიზება უმაღლეს დონეზე. ის რომ არჩევნები კვალიფიციურად და პროფესიულად იყო ადმინისტრირებული დაადასტურა ეუთო/ოდირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიებმა თავიანთ განცხადებებსა თუ შეფასებებში. თუმცა პრეზიდენტი ცდილობს ვითარება სხვაგვარად წარმოაჩინოს.

სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას არწმუნებს, რომ არჩევნები „ტოტალურად გაყალბდა“ და ამისთვის ისეთ წარმოუდგენელ ბრალდებებს აჟღერებს, როგორიცაა მაგალითად, ის რომ ერთი პირადობით ხმის მიცემა რამდენჯერმე ხდებოდა.

„არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენებოდა „სომხური კარუსელი“ - ერთი პირადობის მოწმობით ხმის მიცემა დაახლოებით 17-ჯერ იყო შესაძლებელი“ - განაცხადა პრეზიდენტმა Associated Press-თან და CNN-თან ინტერვიუში.

სინამდვილეში ამერიკული კომპანია „PRO V&V“-ს დასკვნა ადასტურებს, რომ იმ ელექტრონული ტექნოლოგიებით, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე იყო გამოყენებული, შეუძლებელია ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის დუბლირება და ერთი ამომრჩეველი მხოლოდ ერთხელაა სიაში შეყვანილი. შესაბამისად, შეუძლებელია ერთი პირადობით რამდენჯერმე ხმის მიცემა, ორმაგი ვერიფიკაცია და ის რომ ერთი ამომრჩეველი რამდენიმე უბანზე იყოს რეგისტრირებული.

მიუხედავად იმისა, რომ ამის მტკიცებულება არ არსებობს, პრეზიდენტი ირწმუნება, რომ „ტექნოლოგია გამოყენებულ იქნა იმისთვის, რომ გაეთეთრებინა გაყალბება.“ და როგორც თავად ამბობს ამის შესახებ ინტენსიურად საუბრობს საერთაშორისო მედიასთან და სხვადასხვა ქვეყნების პირველ პირებთან.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვა კომპანია „სმარტმატიკთან“ პარტნიორობით განხორციელდა, რომელსაც არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება 30-ზე მეტ ქვეყანაში. მათ შორის, დღეის მდგომარეობით, ხსენებული კომპანია ახორციელებს აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საარჩევნო ოლქის, კანადის ზოგიერთი პროვინციის, ბელგიის, ესტონეთის, არგენტინის, ავსტრალიის, ალბანეთის, ბულგარეთის, სომხეთის და ა.შ. ტექნოლოგიურ მხარდაჭერას.

საარჩევნო ადმინისტრაცია კატეგორიულად აცხადებს, რომ საარჩევნო ტექნოლოგიებმა 26 ოქტომბერს იმუშავა გამართულად და ეს ნახა ყველა იმ საერთაშორისო, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების, საარჩევნო სუბიექტების და მედიის წარმომადგენლებმა რომლებიც აკვირდებოდა პროცესს.

ამ ყველაფრის ფონზე ელექტრონული ტექნოლოგიების დისკრედიტაციის მცდელობა სხვა არაფერია თუ არა რეალობის უარყოფა და პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1730219321

საზოგადოება

ცესკო პროკურატურას მიმართავს

ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს პროკურატურას მიმართავს, გამოძიება დაიწყოს არჩევნების გაყალბებაზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებ ცესკოს განცხადებაშია ნათქვამი. როგორ...

პროკურატურა

1730212247

მსოფლიო

ოსლოში ტრამვაი რელსებიდან გადავარდა და მაღაზიაში შევარდა

ოსლოს ცენტრში ტრამვაი 4 სართულიანი მაღაზიას პირველ სართულზე მდებარე კომპიუტერების მაღაზიაში შევარდა, რის შედეგადაც მძღოლი და კიდევ სამი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციის გამოცემა Independent-ი ავრცელებს. ...

ოსლოში ტრამვაი

1730208686

სპორტი

„ვიცოდით, რომ ძალიან კარგი მეკარე გავიფორმეთ“ - ლივერპულის მწვრთნელი მამარდაშვილზე

„ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელ არნე სლოტს გიორგი მამარდაშვილის შესახებ ჰკითხეს, რომელიც მის გუნდს 2025 წლის ზაფხულში შეუერთდება მას შემდეგ, რაც „ვალენსიაში“ იჯარის ხელშეკრულება ამოეწურება. უფრო კონკრეტუ...

ლივერპულის მწვრთნელი

1730207510

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7408 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7255 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

ლარის კურსი, ვალუტა

1730203131

სოციალური მედია

„ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან ორ მამაკაცს ვულოცავ დაბადების დღეს“ - თაკო ჩხეიძე ქმარსა და შვილზე

მოდელი თაკო ჩხეიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და განსაკუთრებული გარეგნობის, ინტელექტისა და პროფესიონალიზმის გამო უპირობოდ შეიყვარა კიდეც. იგი საზოგადოებას მისი ყოველდღიური ცხოვრებისა და სასიამოვნო...

თაკო ჩხეიძე