21 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

 ვერძი

ეს დღე აქტიურობისკენ არ განგაწყობთ, ამიტომ გირჩევთ, დაისვენოთ და ენერგიას გაუფრთხილდეთ, რადგან ის ძალიან მალე დაგჭირდებათ. მარტოხელა ვერძს შანსი აქვს, საინტერესო ადამიანს შეხვდეს და დაიწყოს ურთიერთობა, რომელიც შთაგონების წყარო გახდება. მეგობრები მნიშვნელოვან საკითხში არ გეთანხმებიან, მაგრამ ნუ ინერვიულებთ - უბრალოდ, ისინი საჭირო ინფორმაციას არ ფლობენ.

კურო

თუ ერთფეროვანმა მუშაობამ დაგღალათ, შეგიძლიათ გონება კროსვორდების ამოხსნით გაავარჯიშოთ. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია თქვენს ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ და საკუთარი სიტყვები თუ ქმედებები აკონტროლოთ. სწორი განსჯისა და საღი აზროვნების დამსახურებით სამსახურში თქვენი ავტორიტეტი გაიზრდება.

ტყუპი

ამ დღეს შეიძლება ზოგიერთ საკითხზე შეხედულება შეგეცვალოთ. ეს საშუალებას მოგცემთ, რომ სამყაროს და საკუთარ შესაძლებლობებს განსხვავებული კუთხით შეხედოთ. ახლა ყველაზე მეტად საკუთარი თავის რწმენა გჭირდებათ, რადგან თქვენს იდეებს ყველა არ იზიარებს. ზოგს ისინი შეიძლება ზედმეტად ამბიციურად მოეჩვენოს, მაგრამ საკუთარ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ყველაფერი უნდა დაივიწყოთ და მთელი ყურადღება ოჯახსა და ოჯახურ ღირებულებებზე უნდა გადაიტანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახის წევრების ურთიერთობა გართულდება. სიბრძნე და ცხოვრებისეული გამოცდილება დაგეხმარებათ, რომ ყველაზე რთული პრობლემაც კი სწრაფად მოაგვაროთ. მთავარია ოჯახში ერთმანეთის მიმართ ნდობა შეინარჩუნოთ.

ლომი

ამ დღეს ყველაზე მეტად სიმშვიდეს და განმარტოებას ნატრობთ. ნუ მოგერიდებათ, რომ ამის შესახებ ოჯახის წევრებს და ახლობელ ადამიანებს პირდაპირ უთხრათ, რადგან გრძნობთ რომ ძალების აღდგენა გჭირდებათ. გახსოვდეთ, რომ სირთულეები დროებითია და ეცადეთ, ყველა ნეგატიური აზრი განდევნოთ. ამაში მეგობრები დაგეხმარებიან.

ქალწული

შესაძლოა, დილიდან შფოთვა და დაძაბულობა იგრძნოთ. ეს პლანეტების გავლენით ხდება, რომლებიც ზოგჯერ გვაიძულებენ, თავი დაუცველად ვიგრძნოთ. ამ დღეს უამრავი წვრილმანი პრობლემა გელით, რაც თქვენს ყურადღებას მთავარი საკითხებიდან მეორეხარისხოვანზე გადაიტანს. პირად ურთიერთობებში თავს ეჭვიანობა იჩენს - ეცადეთ თქვენი ერთგულების დამადასტურებელი არგუმენტები იპოვოთ.

კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე:https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/21-ivnisis-astrologiuri-prognozi-4231 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1727510806

ახალი ამბები

გიორგი ამილახვარმა განათლების მინისტრის თანამდებობა დატოვა

 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა თანამდებობა დატოვა.  აღნიშნულის შესახებ მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი ამილახვარი განათლების...

გიორგი ამილახვარი

1727509675

ახალი ამბები

კაცი, რომელიც საბურთალოს ქუჩაზე გუშინ ღამით დაჭრეს, დაიღუპა - დაკავებულია ერთი პირი

კაცი, რომელიც საბურთალოს ქუჩაზე გუშინ ღამით დაჭრეს, დაიღუპა. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს სხეულის არეში რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1727508753

სპორტი

გიორგი ლორიას კვიპროსზე ჯილდო გადასცეს

 კვიპროსის ჩემპიონატში დასრულდა მეოთხე ტურის მატჩები. არადიპოუს „ომონიას“ ქართველ მეკარე გიორგი ლორიას ფეხბურთელების პროფესიულმა კავშირმა ახლა გადასცა ჯილდო პირველი ტურის საუკეთესო მოგერიებისთვის. გამ...

გიორგი ლორია

1727508392

საზოგადოება

ცესკო პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს

 საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ უსაფუძვლო და დისკ...

ცესკოცესკო

1727469956

მსოფლიო

რეპერი შონ კომბსი [Diddy] ტრეფიკინგსა და პროსტიტუციისთვის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს

ამერიკელი რეპერი, პროდიუსერი შონ კომბსი [Diddy] ტრეფიკინგსა და პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობის ბრალდებითაა დაკავებული. გასულ კვირას მისი დაპატიმრება ნიუ-იორკში მოხდა მთელი რიგი სამოქალაქო საჩივრების ფ...

შონ კომბსი