21 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან - „ყურადღება მიაქციეთ რაციონალურობას, არ იყოთ ილუზიაში“

„დღევანდელი დღის მფარველი პლანეტაა ვენერა, მნიშვნელოვანია, რადგან მზებუდობის ენერგია ისევ გრძელდება.

დღეს ყურადღება მიაქციეთ რაციონალურობას, არ იყოთ ილუზიაში, თუ რაიმეს დაწყება გინდათ იმოქმედეთ! მაქსიმალურად მიმართეთ თქვენი ენერგია იმისკენ, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია“, -  ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ განაცხადა. 

21 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის👇

♈ ვერძი - თუ რაიმე საიმეს გაკეთება გინდათ, შეგიძლიათ დაიწყოთ! იმაზე მარტივად მოახერხებთ გაკეთებას, ვიდრე გგონიათ ან ფიქრობთ.

♉ კურო - ეს დღე კარგია ნებისმიერი სახის ურთიერთობის დასაწყებად ან გამოსასწორებლად. თუ აქამდე რაიმე კონფლიქტი გქონდათ მოაგვარეთ, გამოასწორეთ. კარგი იქნება თუ დროს დაუთმობთ თქვენს საყვარელ ადამიანებს.

♊ ტყუპები - ეს დღე საინტერესო და აქტიური იქნება. ბევრ ადამიანთან მოგიწევთ კომუნიკაცია, ზოგიერთი ადამიანის მიმართ შეიძლება შეგეცვალოთ შეხედულებები, სხვათვალით შეხედავთ და აღიქვამთ.

♋ კირჩხიბი  - იყავით მიზანსწრაფულები, შესაძლოა გარისკვა მოგიწიოთ, ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც გასინებთ, მაგრამ არ შეშინდეთ, იმოქმედეთ, ყველაფერი გამოგივათ!

♌ ლომი - ყურადღების ცენტრში ყოფნა მოგიწევთ, კომუნიკაცია ბევრ ადამიანთან. ეცადეთ, მარტივად გამოიყენოთ ეს ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ. შესაძლოა ცვლილებები მოხდეს კარიერაში, საქმიან ურთიერთობებში.

♍ ქალწული - დღეს განსაკუთრებით დაკვირვებულები იქნებით. მარტივად შეძლებთ ახალი ინფორმაციის ათვისებას, რაც თქვენს სასიკეთოდ უნდა გამოიყენოთ. დღის მეორე ნახევარში უმჯობესია დრო საყვარელ ადამიანებს დაუთმოთ.

♎ სასწორი - დილა შესაძლოა ისე არ დაიწყოს, როგორც თქვენ გსურთ, მაგრამ ყველაფერი მალე შეიცვლება. არ აჰყვეთ ემოციებს და გამოიყენეთ დღე თქვენს სასიკეთოდ. შეიძლება მოგიწიოთ სხვების დახმარება.

♏ მორიელი - დღეს განსაკუთრებით დაკვირვებული იქნებით და მარტივად ამოიცნობთ ადამიანებს, რა უნდათ თქვენგან, რას ელიან. დააკვირდით ირგვლივ მყოფ ადამიანებს და გააკეთეთ დასკვნები, გამოიყენეთ დღე ურთიერთობების გადასაფასებლად.

♐ მშვილდოსანი - წარმატებული იქნებით. დადებითი ენერგია გექნებათ და შეგიძლიათ ეს დღე ბედნიერად გაატაროთ და გამოიყენოთ იმისთვის, რომ საქმეები გააკეთოთ. კარგი დღეა ოჯახის შესაქმნელად.

♑ თხის რქა - შესაძლოა გაგიჭირდეთ სიმშვიდის შენარჩუნება. თითქოს სპეციალურად ახდენენ თქვენს პროვოცირებას და წყობილებიდან გამოყვანას, თუმცა იცოდეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ მოაგვაროთ თქვენს ირგვლივ არსებული პრობლემები.

♒ მერწყული - თქვენთვის მშვიდი და ნეიტრალური დღეა, დაუთმეთ დრო საკუთარ თავს, ჩაიტარეთ კოსმეტიკური პროცედურები. მოახმარეთ დრო საკუთარ თავს და აისრულეთ ოცნებები.

♓ თევზები - იქნებით აქტიური და ენერგიული, იმოქმედეთ და გადადგით ნაბიჯები. გახსოვდეთ, რომ დრო საკუთარ თავსაც დაუთმოთ და გახსოვდეთ თქვენ გყავთ მნიშვნელოვანი, ძვირფასი ადამიანები, რომლებსაც ასევე სჭირდებათ თქვენი ყურადღება. სწორად გადაანაწილეთ დრო და ენერგია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1727510806

ახალი ამბები

გიორგი ამილახვარმა განათლების მინისტრის თანამდებობა დატოვა

 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა თანამდებობა დატოვა.  აღნიშნულის შესახებ მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი ამილახვარი განათლების...

გიორგი ამილახვარი

1727509675

ახალი ამბები

კაცი, რომელიც საბურთალოს ქუჩაზე გუშინ ღამით დაჭრეს, დაიღუპა - დაკავებულია ერთი პირი

კაცი, რომელიც საბურთალოს ქუჩაზე გუშინ ღამით დაჭრეს, დაიღუპა. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს სხეულის არეში რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1727508753

სპორტი

გიორგი ლორიას კვიპროსზე ჯილდო გადასცეს

 კვიპროსის ჩემპიონატში დასრულდა მეოთხე ტურის მატჩები. არადიპოუს „ომონიას“ ქართველ მეკარე გიორგი ლორიას ფეხბურთელების პროფესიულმა კავშირმა ახლა გადასცა ჯილდო პირველი ტურის საუკეთესო მოგერიებისთვის. გამ...

გიორგი ლორია

1727508392

საზოგადოება

ცესკო პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს

 საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ უსაფუძვლო და დისკ...

ცესკოცესკო

1727469956

მსოფლიო

რეპერი შონ კომბსი [Diddy] ტრეფიკინგსა და პროსტიტუციისთვის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს

ამერიკელი რეპერი, პროდიუსერი შონ კომბსი [Diddy] ტრეფიკინგსა და პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობის ბრალდებითაა დაკავებული. გასულ კვირას მისი დაპატიმრება ნიუ-იორკში მოხდა მთელი რიგი სამოქალაქო საჩივრების ფ...

შონ კომბსი