22 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

 რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

 ვერძი

მოერიდეთ გრძელვადიანი გეგმების შედგენას, რადგან ამ დღეს თქვენი უყურადღებობის გამო მათი შეცვლა მოგიწევთ. ეცადეთ, ნებისმიერ საქმეს პასუხისმგებლობით მოეკიდოთ - მცირე შეცდომამაც კი შეიძლება დიდი პრობლემა გამოიწვიოს. სხვა მხრივ საკმაოდ მშვიდი დღეა. შესაფერისი დროა იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომლებზეც კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ.

კურო

ამ დღეს საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების საჯაროდ წარმოჩენა არ უნდა მოგერიდოთ. გამორიცხული არ არის, რომ გავლენიანმა ადამიანმა შეგნიშნოთ და ხელსაყრელი სამსახური შემოგთავაზოთ. გახსოვდეთ, რომ საკუთარი საიდუმლო ან პირადი ინფორმაცია სხვებს არ უნდა გაუზიაროთ. საღამოს ძველი ნაცნობის ნახვა სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ.

ტყუპები

სტრესი, რომელსაც ბოლო დროს ხშირად განიცდით, შეიძლება ავადმყოფობის მიზეზი გახდეს. ამის თავიდან ასაცილებლად საკუთარ ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე უნდა იზრუნოთ. ეცადეთ, დასვენებისსთვის დრო გამონახოთ. ერიდეთ ადამიანებს, რომლებიც უსარგებლო საუბრით დროს გართმევენ. იფიქრეთ საკუთარ სიმშვიდეზე.

კირჩხიბი

გირჩევთ, სხვა ადამიანების კამათს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ. ძალიან ხშირად სხვა ადამიანების კონფლიქტების და პრობლემების მოგვარებას ცდილობთ, რასაც თქვენი ნერვული სისტემა ეწირება. ეცადეთ, უფრო ხშირად დაისვენოთ და ნაკლები ინერვიულოთ. ფინანსური მდგომარეობა ხელსაყრელია, ამიტომ შეგიძლიათ თავს დაუგეგმავი შესყიდვების ან გართობის უფლება მისცეთ.

ლომი

ლომს მეტოქისთვის დათმობა და დამარცხების აღიარება უჭირს, თუმცა გარემოებები კომპრომისისკენ გიბიძგებთ. ამ გზით თქვენ რამდენიმე პრობლემას ერთდროულად გადაჭრით და სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი საქმეებით დაკავდებით. შეეცადეთ, ახალი ადამიანები გაიცნოთ და სამომავლო გეგმების განსახორციელებლად თქვენი სოციალური წრე გააფართოოთ.

ქალწული

დროა, იმაზე დაფიქრდეთ, თუ როგორ ცხოვრობთ. დიდი ხანია, საკუთარი ცხოვრების შეცვლაზე ოცნებობთ, მაგრამ რადიკალური ცვლილებების განხორციელებისთვის გაბედულება არ გყოფნით. გირჩევთ, წარსულში დატოვოთ შიშები, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით და საკუთარი ცხოვრება ისე მოაწყოთ, რომ ყოველმა ახალმა დღემ სიხარული და კმაყოფილება მოგიტანოთ.

კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/22-ivnisis-astrologiuri-prognozi-4233

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1727510806

ახალი ამბები

გიორგი ამილახვარმა განათლების მინისტრის თანამდებობა დატოვა

 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა თანამდებობა დატოვა.  აღნიშნულის შესახებ მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი ამილახვარი განათლების...

გიორგი ამილახვარი

1727509675

ახალი ამბები

კაცი, რომელიც საბურთალოს ქუჩაზე გუშინ ღამით დაჭრეს, დაიღუპა - დაკავებულია ერთი პირი

კაცი, რომელიც საბურთალოს ქუჩაზე გუშინ ღამით დაჭრეს, დაიღუპა. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს სხეულის არეში რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1727508753

სპორტი

გიორგი ლორიას კვიპროსზე ჯილდო გადასცეს

 კვიპროსის ჩემპიონატში დასრულდა მეოთხე ტურის მატჩები. არადიპოუს „ომონიას“ ქართველ მეკარე გიორგი ლორიას ფეხბურთელების პროფესიულმა კავშირმა ახლა გადასცა ჯილდო პირველი ტურის საუკეთესო მოგერიებისთვის. გამ...

გიორგი ლორია

1727508392

საზოგადოება

ცესკო პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს

 საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ უსაფუძვლო და დისკ...

ცესკოცესკო

1727469956

მსოფლიო

რეპერი შონ კომბსი [Diddy] ტრეფიკინგსა და პროსტიტუციისთვის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს

ამერიკელი რეპერი, პროდიუსერი შონ კომბსი [Diddy] ტრეფიკინგსა და პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობის ბრალდებითაა დაკავებული. გასულ კვირას მისი დაპატიმრება ნიუ-იორკში მოხდა მთელი რიგი სამოქალაქო საჩივრების ფ...

შონ კომბსი