22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
წარმატებული და მოვლენებით დატვირთული დღეა. გამოიყენეთ ეს დრო რთული საკითხის მოსაგვარებლად და თქვენთვის ძვირფასი ურთიერთობის აღსადგენად. მიზნის მიღწევაში მკაფიო სამოქმედო გეგმა დაგეხმარებათ. ადამიანების დარწმუნებას ადვილად ახერხებთ, ამიტომ ხელსაყრელი დროა მოლაპარაკებებისა და დისკუსიებისთვის. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან და სასიამოვნო სიურპრიზებისთვის უნდა მოემზადოთ.
კურო
ამ დღეს მოერიდეთ საფულეს გახსნას, თორემ შეიძლება ბევრი და უაზროდ დახარჯოთ - შეძენილი ნივთები იმედებს სწრაფად გაგიცრუებთ. მოერიდეთ ფულის გასესხებას და საკუთარ იდეებს ნურავის გაუზიარებთ. რაღაც მოვლენას იმაზე მეტ მნიშვნელობას მიანიჭებთ, ვიდრე იმსახურებს - ეცადეთ, დამშვიდდეთ და მომხდარი „ცივ გონებაზე“ შეაფასოთ.
ტყუპები
სასიამოვნო სიახლე და სურვილის ასრულება დილიდან განწყობას აგიმაღლებთ. ყურადღებით მოუსმინეთ გარშემო მყოფთა რჩევებს და გაითვალისწინეთ ის, რასაც კოლეგები გეუბნებიან. მოერიდეთ ახლობელი ადამიანებით მანიპულირებას, რათა თქვენთვის ძვირფასი ურთიერთობა არ დააზიანოთ. გაფრთხილდით, რომ გართობის სურვილმა არასწორი საქციელისკენ არ გიბიძგოთ და ეცადეთ, საკუთარი საქციელი აკონტროლოთ.
კირჩხიბი
ჰოროსკოპი გირჩევთ, რომ აქტივობა ოდნავ შეამციროთ, სხვა ადამიანების პირადი საზღვრები არ დაარღვიოთ და მათი სიკეთე ბოროტად არ გამოიყენოთ. პასუხის გაცემას ნუ იჩქარებთ - საკუთარი ქმედებები კარგად გაიაზრეთ, რისკები და შედეგები შეაფასეთ. მეგობრები სირთულეების დაძლევაში დაგეხმარებიან. ეცადეთ სხვა ადამიანების საქმეებისგან თავი შორს დაიჭიროთ და რაც უფრო შორს, მით უკეთესია.
ლომი
ხელსაყრელი დღეა ძველი პროექტების და სამომავლოდ გადადებული საქმეების დასასრულებლად. თუ გსურთ, რომ დღემ მშვიდად ჩაიაროს, საკუთარი მიღწევების შესახებ ნაკლები უნდა ისაუბროთ, რათა შურიანი ადამიანების ყურადღება არ მიიქციოთ. პირადი ურთიერთობის გასაძლიერებლად გირჩევთ, საყვარელ ადამიანს რომანტიკული სიურპრიზი მოუწყოთ.
ქალწული
წარსულიდან რაღაც მოვლენა ან ვიღაც ადამიანი თავს შეგახსენებთ. გირჩევთ, ყველა ის საკითხი მოაგვაროთ, რომელიც გამუდმებით დროს გართმევთ და განვითარებაში ხელს გიშლით. ეცადეთ, სხვა ადამიანების გავლენის ქვეშ არ მოექცეთ და მათი ზეწოლის გამო გეგმები არ შეცვალოთ. წამიერი ემოციების გამო შეცდომა რომ არ დაუშვათ, მეგობრებისა და ახლობლების გაფრთხილებებს უნდა დაუჯეროთ.
სასწორი
ენერგიით სავსე ხართ, ამიტომ რთული და უსიამოვნო საქმეების კეთება მშვენივრად გამოგდით. ეცადეთ, გვერდით პოზიტიური, ენთუზიაზმით სავსე ადამიანები გყავდეთ, რომლებიც რაღაც უჩვეულოს შექმნისთვის შთაგაგონებენ. თუ შემთხვევით სხვისი საიდუმლო გაიგეთ, ეცადეთ, მაშინვე დაივიწყოთ, რადგან პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.
კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/22-noembris-astrologiuri-prognozi-4511
1732194564
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7433 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7484 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1732190510
ახალი ამბებიმიტროპოლიტი საბა: პატრიარქმა დალოცა ჩვენი ქვეყანა და ბრძანა, რომ ეს არჩევნები ჩატარდა და უნდა მივიღოთ ის შედეგები, რომელიც რეალურად დადგა
მთავარანგელოზთა დღესასწაულზე ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ მოსახლეობას მიმართა და პატრიარქის განცხადებაზე ისაუბრა. როგორც სასულიერო პირმა აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყა...
1732189015
ჰოროსკოპი26 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე პერიოდი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის საყურადღებოა - რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ პრობლემები თავიდან აირიდოთ?
პლანეტა მერკური ინტელექტის, ლოგიკის, აზროვნების, კომუნიკაციისა და ანალიტიკური უნარების სიმბოლოა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ის გვეხმარება, ბევრი რამ ვისწავლოთ, ერთმანეთთან დავაკავშიროთ, ლოგიკური გადა...
1732185049
სოციალური მედია„თქვენი სახელიც ნაბ**ვარი იქნება...“ - რა შეტყობინება მიიღო თამუნა მუსერიძემ „დედულეთიდან“
ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე მრავალშვილიანი დედაა. იგი სოციალურ სივრცეში აქტიურობით გამოირჩევა, მეტიც თამუნა მუსერიძემ დააფუძნა ჯგუფი „ვეძებ“, რომლითაც საზოგადოებას დაკარგული და გაშვილებ...
1732180350
ახალი ამბებისაპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში, გიორგობის მოახლოებულ დღესასწაულთან დაკავშირებით მედიისთვის ინფორმაციას ავრცელებს: „ინფორმაცია მასმედიის საშუალებებისთვი...