23 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

შესანიშნავი დღეა ძველ მეგობრებთან შეხვედრისა და გართობისთვის. კარგი იქნება, თუ მხიარულ წვეულებას მოაწყობთ და მეგობრებს დაპატიჟებთ. ნუ შეგეშინდებათ, რომ განსხვავებული ინტერესები ურთიერთობაში ხელს შეგიშლით. ცდილობთ, სასურველი რეალობად აღიქვათ და ილუზიებს იქმნით, ეს კი აუცილებლად უსიამოვნებებსა და დანაკარგებს გამოიწვევს.

კურო

ამ დღეს კონსერვატიული აზროვნება გამოუსწორებელი შეცდომისგან დაგიცავთ. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ნებისმიერ სიახლეს ეჭვით უნდა მოეკიდოთ. რასაც უნდა აკეთებდეთ, ყველაფერი რამდენჯერმე გადაამოწმეთ. თავი შეიკავეთ ახალი და ეგზოტიკური კერძების გასინჯვისგან. ხელსაყრელი დროა ძველ ნაცნობებთან ურთიერთობის აღსადგენად.

ტყუპები

შესაძლოა, სიმართლის დასადგენად დებატებში მონაწილეობა გთხოვონ. რთული არჩევანის გაკეთება მოგიწევთ - თქვენი პოზიცია ან ერთ მხარეს გაანაწყენებს ან მეორეს, ამიტომ მოუცლელობა მოიმიზეზეთ და დებატებში მონაწილეობაზე უარი თქვით ან აუხსენით, რომ სხვა ადამიანების საქმეებში ჩარევა არ გსურთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ვიღაც თქვენს პროვოცირებას ეცდება. გირჩევთ, ემოციები აკონტროლოთ, რომ კონფლიქტში არ ჩაგითრიონ. ეს სასიცოცხლო ენერგიას წაგართმევთ, რაც უფრო მნიშვნელოვანი პრობლემის გადასაჭრელად გჭირდებათ. არსებობს მოგებიანი გარიგების დადების შანსი, მაგრამ ამისთვის სიმტკიცის და პრინციპულობის გამოჩენა მოგიწევთ.

ლომი

ვარსკვლავები გპირდებიან, რომ ეს დღე დიდხანს გემახსოვრებათ. სავარაუდოდ, ეს ახალი ადგილების ნახვას და მოგზაურობას უკავშირდება. გარემოს შეცვლა დადებით ემოციებს მოგიტანთ. ნუ შეგეშინდებათ ინიციატივის აღება - ახლა ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული.

ქალწული

წარსულში დაშვებულმა შეცდომებმა შეიძლება საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაზე გავლენა მოახდინოს. ამჯერად უთანხმოებებს სწრაფად მოაგვარებთ, მაგრამ მომავალში მეტი სიფრთხილე გმართებთ. გირჩევთ, თვითგანვითარებას მეტი დრო დაუთმოთ. ეს თქვენს ცხოვრებას უფრო მრავალფეროვანს გახდის. ძველ მეგობართან შეხვედრა დამღლელი დღის საზრუნავს დაგავიწყებთ.

სასწორი

ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობით, იმედებს გაგიცრუებთ, რაც თქვენს განწყობაზეც აისახება. სხვა მხრივ მშვიდი და სასიამოვნო დღე გელით. სამსახურში შესაძლოა, წარმატებას მიაღწიოთ და იმის ყურადღება მიიქციოთ, ვინც მომავალში თქვენი მოკავშირე გახდება. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და დილის ვარჯიშები არ გამოტოვოთ.

მორიელი

მოგზაურობისას გახსოვდეთ, რომ გზაზე ფხიზლად უნდა იყოთ და უსაფრთხოება აკონტროლოთ. ძალიან ემოციური დღეა - მოვლენები ერთმანეთს სწრაფად მიჰყვება, ამიტომ საღამოს თავს ძალიან დაღლილად იგრძნობთ. ახალი ნაცნობობა შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები.

კითხვის გასაგრძელებლად გადადით ლინკზე -  https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/23-ivnisis-astrologiuri-prognozi-4235

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1727510806

ახალი ამბები

გიორგი ამილახვარმა განათლების მინისტრის თანამდებობა დატოვა

 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა თანამდებობა დატოვა.  აღნიშნულის შესახებ მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი ამილახვარი განათლების...

გიორგი ამილახვარი

1727509675

ახალი ამბები

კაცი, რომელიც საბურთალოს ქუჩაზე გუშინ ღამით დაჭრეს, დაიღუპა - დაკავებულია ერთი პირი

კაცი, რომელიც საბურთალოს ქუჩაზე გუშინ ღამით დაჭრეს, დაიღუპა. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს სხეულის არეში რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1727508753

სპორტი

გიორგი ლორიას კვიპროსზე ჯილდო გადასცეს

 კვიპროსის ჩემპიონატში დასრულდა მეოთხე ტურის მატჩები. არადიპოუს „ომონიას“ ქართველ მეკარე გიორგი ლორიას ფეხბურთელების პროფესიულმა კავშირმა ახლა გადასცა ჯილდო პირველი ტურის საუკეთესო მოგერიებისთვის. გამ...

გიორგი ლორია

1727508392

საზოგადოება

ცესკო პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს

 საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ უსაფუძვლო და დისკ...

ცესკოცესკო

1727469956

მსოფლიო

რეპერი შონ კომბსი [Diddy] ტრეფიკინგსა და პროსტიტუციისთვის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს

ამერიკელი რეპერი, პროდიუსერი შონ კომბსი [Diddy] ტრეფიკინგსა და პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობის ბრალდებითაა დაკავებული. გასულ კვირას მისი დაპატიმრება ნიუ-იორკში მოხდა მთელი რიგი სამოქალაქო საჩივრების ფ...

შონ კომბსი