26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი - ნაღვლიანი დღეა, ცხოვრების შეცნობის
მთვარის 22-ე დღე 25.11-ის 22:28 საათიდან 26.11-ის 23:34 საათამდე მოქმედებს.
სიმბოლური შესატყვისები: მშვილდოსნის მე-13 და 24-ე გრადუსები.
სიმბოლო: განეშას სპილო (შივას შვილი), მოტეხილი ეშვით, გრაგნილი და ოქროს გასაღები.
მოქმედება: სწავლა.
სახელწოდება: სპილო, წიგნი.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
მისტიკური ზეგავლენა: ნაღვლიანი დღეა, ცხოვრების შეცნობის. შეიძლება მომავლის პროგნოზირების გაკეთება. კარგია მედიტაცია, უკეთესია სწავლას თუ დაუთმობთ ამ დღეს. აქ ხდება საკუთარი ისტორიული ფესვების კვლევა, არქივზე მუშაობა. ხშირია სიზმარში აღმოჩენები. რეკომენდებულია მომავლის ამოცნობა, გაგება (არა კარტებით), მედიტაციები ასტრალური სიმბოლოებით. კარგია მკითხაობა “გარდაქმნების წიგნი ი-ცზინი”-თ. ამ დღეს უნდა ასწავლოთ სხვებს, გადასცეთ გამოცდილება, გამოიჩინოთ გულუხვობა, ანდა უბრალოდ გაიღრმავოთ ცოდნა.
სოციალური ზეგავლენა: სიბრძნის დღეა. კონტაქტები არ არის რეკომენდებული. ამ დღეს ალტრუიზმი და გულუხვობა გამოიჩინეთ.
სამედიცინო თვალსაზრისით: დაავადებები საშიშია. ხშირად სასიკვდილო. ავადმყოფი ხვდება თავის მდგომარეობას, ეშინია. განსაკუთრებით საშიშია მენჯისა და ბარძაყის მიდამოებში, ხერხემლის ქვედა ნაწილი. მკვეთრ მოძრაობებს ერიდეთ. რეკომენდებულია ბევრი ჭამა. დატვირთეთ კუჭი.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები: ცოდნითა და სიბრძნით აღჭურვილები არიან. ტვინი გაცილებით უკეთ უმუშავებთ, ვიდრე სხვა დღეს დაბადებულებს. სულიერად მდიდარი და სამართლიანები არიან. ცინიკოსები და კონსერვატორები, მაგრამ სწავლობენ ხალისით და წარმატებით. საგნის არსს ადვილად სწვდებიან. ნებისმიერი მეცნიერების შესწავლის ნიჭი აქვთ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 22-ე დღეს 3-ჯერ ნაკლები ბავშვი იბადება, ვიდრე სხვა დღეებში.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
მედიტაცია: წიგნი.
მთვარე იმყოფება ,,ლომის'' ზოდიაქოში 24.11-ის 19:59 საათიდან 27.11-ის 6:12 საათამდე
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში მშვილდოსნის და ვერძის ნიშნით დაბადებულებისთვის. ზომიერი წარმატება ექნებათ სასწორის და ტყუპების ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ თხის რქის და თევზების ნიშნებს.
ლომის და მერწყულის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი მორიელის და კუროს ნიშნებისთვის.
დღის პროგნოზი: შეგახსენებთ, რომ 19 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით, მთვარის და მზის დაბნელებებს შორის დროის კორიდორი რთულია, რაც ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. სარისკო წამოწყებები, შორი მოგზაურობები და ხალხმრავალი წვეულებები ალკოჰოლიანი სასმლით, შემდეგი დროისთვის გადავდოთ, განსაკუთრებით, 6 დეკემბრის მთვარის მე-3 დღემდე, როდესაც ცაზე გამოჩნდება მზის ჩასვლის შემდეგ დასავლეთით ,,ნამგალა მთვარე'' და ,,გეკატის დღეები'' დამთავრდება.
26 ნოემბერი სუსტად დადებითი დღე იქნება.
ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
წყარო: astrokonsultant
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 22-28 ნოემბრის ტაროლოგიური პროგნოზი - გაიგეთ თქვენი ცხოვრების დადებითი ტენდენციების შესახებ
1735246372
ჰოროსკოპი27 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ამ დღეს გარკვეული შფოთვა და გაურკვევლობა ახლავს, მაგრამ მუშაობის პროცესში ეს განცდა თანდათან გაქრე...
1735242855
საზოგადოება„მეკვლე წელს გოზინაყით და ბროწეულით უნდა შევიდეს ოჯახში“ - როგორ შევხვდეთ 2025 წელს?
„2025 წელი მარტივი არ იქნება, იგი დახუნძლული იქნება მნიშვნელოვანი მოვლენებით და ყოველი თვე იქნება განსხვავებული ამბის მომტანი. ეს იქნება მნიშვნელოვანი შედეგების წელი, რაც ვერ გამოვასწორეთ და ვერ შევძე...
1735239307
ახალი ამბებივარკეთილში ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა
ვარკეთილში ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე გაჩნდა. ხანძარს 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძარი ლიკვიდირებულია.
1735237509
საზოგადოება„მნიშვნელოვანია, რომ ახალი წლის დღესასწაულს განსაკუთრებით შევეგებოთ ერთმანეთის სიყვარულით, სიმღერით და კეთილი სურვილებით“ - მარიკა თხელიძე
„ახალი წელი ახლოვდება, რომელსაც ყველა, პატარა თუ დიდი მოუთმენლად ელის ახალი იმედებით და სურვილებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი წლის დღესასწაულს ახლა განსაკუთრებით შევეგებოთ ერთმანეთის სიყვარულით...
1735234072
საზოგადოებარეჟისორი გიზო გაბესკირია გარდაიცვალა
88 წლის ასაკში გარდაიცვალა რეჟისორი გურამ (გიზო) გაბესკირია. ინფორმაცია პირველ არხს ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს. გიზო გაბესკირია იყო დამდგმელი რეჟისორი ფილმებისა: „დათა თუთაშხია“ (1977 წელი, გ. ლორთქი...