„რუსეთთანაც ვთანამშრომლობთ... ბიზნესი ცოტა სხვა თემაა“ - რას ამბობენ კომპანია „ლორგოში“, რომელიც პლაფორმა „თავისუფალი ბიზნესის“ ხელმომწერია?

 „რუსეთთანაც ვთანამშრომლობთ... ბიზნესი ცოტა სხვა თემაა და პოლიტიკა ცოტა სხვა“ - რას ამბობენ კომპანია „ლორგოში“, რომელიც პლატფორმა „თავისუფალი ბიზნესის“ ხელმომწერია?

სოციალურ ქსელებში გავრცელდა იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებსაც რუსეთთან ბიზნეს ურთიერთობები აკავშირებთ და ამასთანავე, არიან პლატფორმა freebusiness-ის ხელმომწერთა შორის, რომლებიც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის შექმნილ საფრთხეზე მიუთითებენ და ახალი არჩევნების დანიშვნას უჭერენ მხარს.

როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, მათთვის ორმაგ სტანდარტად აღიქმება ერთი მხრივ, განსხვავებული აზრის რუსულად შერაცხვა, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთთან საქმიანი თანამშრომლობა.

„ერთი ხელით, ბიზნესს აწყობენ რუსეთთან ვაჭრობით და შემდეგ გამოდიან და ლაპარაკობენ, რომ თითქოს, საფრთხე ეხება ევროპულ მომავალს“, - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

Newshub.ge დღის განმავლობაში დაუკავშირდა იმ კომპანიების ნაწილს, რომლებიც freebusiness-ზე არიან რეგისტრირებული და ამავდროულად, მთავრობის ცნობით, რუსეთთან მილიონობით ლარის სავაჭრო ბრუნვა აქვთ. თუმცა, მათი დიდი ნაწილი ინფორმაციას არ ადასტურებს და აღნიშნული დამადასტურებელ დოკუმენტებს ითხოვს.

ჩვენთან კომენტარის გაკეთებას დასთანხმდა „ფრიბიზნესის“ მხარდამჭერი „ლორგო“, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, 2021-2024 წლებში 9 674 708 ლარის ოდენობის სავაჭრო ბრუნვა ჰქონდა რუსეთთან.

„ლორგოს“ წარმომადგენელმა Newshub-თან საუბარში ეს ინფორმაცია დაადასტურა და აღნიშნა, რომ კომპანია ევროპულ ბაზარზე დამკვიდრებას ცდილობს, თუმცა, სავაჭრო ურთიერთობებში რჩება რუსეთთანაც.

„იქ არის მითითებული, რომ რუსეთთანაც ვთანამშრომლობთ, თუმცა, ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ ევროპასთან, მაგალითად, გერმანიიდანაც ვაწარმოებთ იმპორტს. ასევე ვთანამშრომლობთ სამხრეთ კორეასთან. ასე რომ, მარტო რუსეთი არ არის. თუმცა, რაც შეეხება რუსეთს, ის ჩვენთვის, ბიზნესისთვის ცოტა არასტაბილური ქვეყანაა. ჩვენ შემოგვაქვს პირველი მოხმარების პროდუქცია, რომელიც ქართულ ბაზარზეა. წლებია ვმუშაობთ, ჯერ კიდევ 2003 წლამდე დავიწყეთ მათთან [რუსეთთან] თანამშრომლობა. იყო მოთხოვნილება ბაზარზე და ჩვენ ამას ვაგრძელებთ - ეს კვების პროდუქტებს ეხება და არა სხვა რამეს“, - აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი.

კითხვაზე - „ლორგოს“, რომელიც ფლატფორმა freebusiness-ზეა რეგისტრირებული, უქმნის თუ არა უხერხულობას ის ფაქტი, რომ თავად სავაჭრო ურთიერთობები აქვს რუსეთთან, კომპანიის წარმომადგენელი ამბობს:

„ჩვენ ვცდილობთ ევროპისკენ გასვლას. ჩვენ, ასევე, 15 წელიწადია გერმანიასთან ვმუშაობთ. ახლა დავიწყეთ კორეასთან მუშაობა. ცოტა რთული თემაა, ბიზნესის... რაც შეეხება უხერხულობას, იცით, მე ერთმანეთთან კავშირს ვერ ვხედავ. თუ პოლიტიკურ ჭრილში განიხილავენ ამას, ბიზნესი ცოტა სხვა თემაა და პოლიტიკა ცოტა სხვა თემაა. მე ვერ ვაკავშირებ ერთმანეთთან ამას“.

მისივე თქმით, არავისგან, მათ შორის ხელისუფლებისგან არ მოუსმენია, რომ მათი მიზანი რუსეთისკენ სწრაფვაა.

„ორივე ამბობს, რომ მიდის ევროპისკენ და მე ვერ ვხდები, რაშია პრობლემა. რომელიმე მხარე არ მიდის ევროპისკენ? მე ვუსმინე, სახელმწიფო სტრუქტურები გამოდიან და გვეუბნებიან, რომ ჩვენ აუცილებლად მივდივართ ევროპისკენ. ჩვენც მივდივართ ევროპისკენ. მე ვერ ვნახე, ვინც ამბობს, რომ „მე მივდივარ რუსეთისკენ“. გინდ ოპოზიციისგან, გინდ ჩვენი მთავრობისგან, ვინმესგან მოისმინეთ, რომ ისინი რუსეთში მიდიან? - არავინ არ მიდის რუსეთში. აქ იყო ლაპარაკი ევროპაზე და მეც, როგორც ყველა, გინდა ოპოზიცია და გინდა სამთავრობო სექტორი, მეც მივდივარ ევროპისკენ“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

ცნობისთვის, პლატფორმა freebusiness-ზე, რომელსაც ამ ეტაპისთვის 2376 მხარდამჭერი ჰყავს, ვკითხულობთ:

„არსებული კრიზისი გაცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე გათავისუფლება. ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა, ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას“.

იმ კომპანიებს შორის, რომლებიც რუსეთიდან იღებენ ფინანსურ სარგებელს, სახელდებიან „კოკა-კოლა“, „ნაბეღლავი“, „პე-ეს-პე“, „გორგია“ და სხვა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1735310782

ახალი ამბები

მოსამართლემ აჩიკო მეფარიძე ძალადობისთვის 10 ათასი, ხოლო სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის 5 ათასი ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მომღერალი არჩილ მეფარიძე 15 000 ლარით დააჯარიმა - გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა შკუბულიანმა გამოაცხადა. მოსამართლემ მომღერალი ძალადობისთვის 10 ათასი, ხოლო სიცოცხლის მოსპ...

აჩიკო მეფარიძე

1735309709

სოციალური მედია

„ასე ტკბილად დაგვაბეროს უფალმა ერიც და ბერიც, გილოცავთ დამდეგს“ – ნატო გელაშვილი გოზინაყის მომზადების კადრებს აქვეყნებს

მომღერალი და კომპოზიტორი ნატო გელაშვილი „ფეისბუკში“სტატუსს ავრცელებს და სოციალური ქსელის გამომწერებს, მეგობრებს და მსმენელს დამდეგ ახალ წელს ულოცავს. სტატუსთან ერთად, მუსიკოსი გოზინაყის მომზადების ამს...

ნატო გელაშვილი

1735305157

საზოგადოება

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7943 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8021 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ვალუტის კურსი

1735301489

საზოგადოება

„ეს არის ურწმუნოება, უზრდელობა და უწიგნურობა“ - მამა ლევან ჯიქური ანჩისხატის ტაძრის ვანდალიზმის ფაქტზე

კასპში მოღვაწე სასულიერო პირი, მამა ლევან ჯიქური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ანჩისხატის ტაძარზე განხორციელებულ ვანდალიზმს ეხმაურება. მისი თმით, ადამიანი რომელმაც ტაძარს კვერცხები ესროლა „...

 მამა ლევან ჯიქური

1735300171

ახალი ამბები

პარტიების სახელმწიფო დაფინანსება და ოპოზიციის დილემა - ფული, როგორც ოპოზიციის მამოძრავებელი ძალა...

 ექსპერტი დავით ჩიხელიძე ეხმაურება ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილის მიერ, სახელმწიფო დაფინანსების მიღებაზე თანხმობას. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ეს მათი მხრიდან არჩევნების აღიარებ...

ფული