30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

შესაძლოა, ამ დღეს გარშემო მყოფებთან ურთიერთობა გაგიჭირდეთ. რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ კამათის დროს უხეშობას მოერიდოთ და ოპონენტის მიმართ პატივისცემა გამოიჩინოთ. მოზღვავებულმა ემოციებმა შეიძლება მუშაობაში ხელი შეგიშალოთ. დღის მეორე ნახევარი დაძაბულად ჩაივლის. გამორიცხული არ ახლობელ ადამიანთან სულელური მიზეზის გამო კონფლიქტი.

კურო

დაძაბულმა მუშაობამ შეიძლება გადაღლა და ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვიოს. ვარსკვლავები გირჩევენ, მშვიდად, თქვენთვის კომფორტული ტემპით იმუშაოთ და დავალება თანმიმდევრულად შეასრულოთ. გირჩევთ, დახმარება არავის სთხოვოთ - კოლეგების მუშაობის შედეგი იმედებს გაგიცრუებთ. ახალი იდეის განხორციელება დიდ წარმატებას მოგიტანთ.

ტყუპები

უმჯობესია საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი სამუშაო სამომავლოდ გადადოთ, ეს დღე კი დაწყებული საქმეების დასრულებას და დოკუმენტების შემოწმებას დაუთმოთ. სხვისი წარმატების ნუ შეგშურდებათ, ეცადეთ მთელი ყურადღება საკუთარ მოვალეობებზე გადაიტანოთ. მოსალოდნელია გაწყვეტილი სასიყვარულო ურთიერთობების აღდგენა.

კირჩხიბი

სამუშაო რომ უფრო სწრაფად და თქვენთვის სასურველი შედეგით დაასრულოთ, რუტინული ამოცანების მიმართ დამოკიდებულება უნდა შეცვალოთ და ფანტაზია გამოავლინოთ. ვარსკვლავები დღეს რთულ ამოცანებზე უარის თქმას გირჩევენ. გამოცდილი ადამიანების რეკომენდაციები ძალიან დაგეხმარებათ. ნუ შეგეშინდებათ გარშემო მყოფებისთვის საკუთარი იდეების გაზიარება.

ლომი

კარგი განწყობა და ენერგიის მაღალი დონე დაგეხმარებათ, რომ ოჯახურ და სამსახურებრივ მოვალეობებს სწრაფად გაუმკლავდეთ. რაღაც მოვლენა გაიძულებთ, თავდაპირველი გეგმები შეცვალოთ, მაგრამ შეიძლება თქვენი საქმისთვის ასე ჯობდეს. თავი შეიკავეთ დაუგეგმავი ხარჯებისგან და ეცადეთ, ფულის დაგროვება დაიწყოთ. ადამიანს, რომელმაც ოდესღაც გასაჭირში არ მიგატოვათ, ახლა თქვენი დახმარება სჭირდება.

ქალწული

ხელსაყრელი დროა მენეჯმენტთან ახალი იდეების დემონსტრირებისა და სერიოზული საუბრებისთვის. თქვენს ინიციატივას კოლეგებმა შესაძლოა მხარი დაუჭირონ და მოკავშირეები იპოვოთ. გამორიცხული არ არის, რომ ძვირად ღირებული ნივთი შეიძინოთ, რომელზედაც დიდი ხანია, ოცნებობთ. ახალი ნაცნობობა საინტერესო იქნება და დიდხანს დაგამახსოვრდებათ.

კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/30-ivlisis-astrologiuri-prognozi-4306

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1737275614

ახალი ამბები

გიორგი კალანდარიშვილი: პროკურატურის შუალედურმა დასკვნამ ცხადყო, რომ არანაირ მანიპულაციას თუ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია

„პროკურატურის შუალედურმა დასკვნამ ცხადყო, რომ არანაირ მანიპულაციას თუ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია“, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ დ...

გიორგი კალანდარიშვილი

1737273783

მსოფლიო

აზერბაიჯანში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აზერბაიჯანში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის 22 წლის მოქალაქე მიმდინარე წლის 2-დან 1...

მაიმუნის ყვავილი

1737271917

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას ეხმაურება. „მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა“, - წერს პრემიერი. ცნობისთვის, 19 იანვარს მე...

ირაკლი კობახიძე და მერაბ დვალიშვილი

1737271019

სპორტი

„მთელი სამყარო იყო ჩემს წინააღმდეგ, თუმცა მე ეს არ მადარდებდა“ - მერაბ დვალიშვილი

ბრძოლის დასრულების შემდეგ, მოქმედმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მთელი სამყარო მის წინააღმდეგ იყო. „მადლობა ყველას! თითოეულ გულშემატკივარს და თითოეულ ქართველს. მიყვარხ...

 მერაბ დვალიშვილი

1737269035

სპორტი

სპორტის სამინისტრო: მერაბ დვალიშვილმა რუსეთის სახელით მოასპარეზე უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და MMA-ს ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა

UFC 311-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილის გამარჯვების შესახებ სპორტის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. „აშშ-ში, კალიფორნიაში, არენა Intuit Dome-ზე გამართულ UFC 3...

მერაბ დვალიშვილ