31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

ეცადეთ, კითხვებზე პასუხები ახლავე მიიღოთ და გადაუჭრელი პრობლემები სამომავლოდ არ დატოვოთ. ხელსაყრელი დღეა ახალი პროექტის დასაწყებად. სხვა ადამიანების აზრს პატივი ეცით და ნუ ეცდებით, რომ კამათის დროს ოპონენტზე ზეწოლა მოახდინოთ. ოჯახს საოჯახო საქმეებში თქვენი დახმარება სჭირდებათ და იმედს ნუ გაუცრუებთ. მით უმეტეს, რომ სასიცოცხლო პოტენციალი იმდენად მაღალია, რომ დაღლას პრაქტიკულად ვერ გრძნობთ.

კურო

ჩანაფიქრის განხორციელებას ხანგრძლივი და დაძაბული მუშაობა სჭირდება, თუმცა დღეს ამის სურვილს ვერ გრძნობთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პროფესიული წინსვლა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მოახერხებთ ამოცანის შესრულებას. გახსოვდეთ, რომ სასურველ შედეგს მხოლოდ კარგად გააზრებული, თანმიმდევრული ქმედებები მოგიტანთ.

ტყუპები

ეცადეთ, გვერდით გყავდეთ ადამიანი, რომელიც მხარს გიჭერთ და საჭირო დროს, საჭირო რჩევის მოცემა შეუძლია. ასევე, ეცადეთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოთ და მენეჯმენტის ქება დაიმსახუროთ. ამ დღეს მნიშვნელოვან სიახლეს ან ღირებულ ინფორმაციას მიიღებთ, რაც ფინანსური შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

ამ დღეს შეიძლება თქვენი პატარა სურვილები ახდეს, ამიტომ ეცადეთ, ძალისხმევა სწორად მიმართოთ. რთულ სიტუაციაში ძალების მოკრეფას და სიტუაციის თქვენს სასარგებლოდ შემობრუნებას შეძლებთ. თუ მარტოხელა ხართ, შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებას გაალამაზებს. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ ცოტა მოდუნდეთ და დაისვენოთ.

ლომი

ბევრი საინტერესო იდეა და გეგმა გაქვთ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, არ აჩქარდეთ. გირჩევთ განმარტოებით იმუშაოთ, რადგან სხვების დახმარება არაფერში გამოგადგებათ. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო სწრაფად დაეშვებით ღრუბლებიდან, მით უფრო მალე მიაღწევთ სასურველ შედეგს. შეწყვიტეთ წარსულის შეცდომებზე ფიქრი - ახლა თვითკრიტიკა არ გამოგადგებათ.

ქალწული

ამ დღეს ფინანსური საკითხების განხილვა და მატერიალურ სფეროსთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება მოგიწევთ. გირჩევთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას მოერიდოთ. ფრთხილად იყავით ახალ ნაცნობებთან - გამორიცხული არ არის, რომ მათგან რომელიმემ თქვენი მოტყუება სცადოს. ძალების აღსადგენად მშვიდი დასვენება გჭირდებათ, ამიტომ ეცადეთ, საღამოს საქმეზე არ იფიქროთ.

კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/31-ivlisis-astrologiuri-prognozi-4308

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1728573998

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელია

ხვიჩა კვარაცხელია Serie A-ს სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის გამარჯვებულია. ინფორმაციას სოციალურ ქსელში Serie A ავრცელებს.  „3 თამაში, 2 გოლი, 1 საგოლე გადაცემა და ბევრი ჯადოქრობა. კვარამ...

ხვიჩა კვარაცხელია

1728569838

ჰოროსკოპი

„ახლა არის მშვიდობის და სიყვარულის პერიოდი, რადგან სასწორს სიყვარულის პლანეტა ვენერა მართავს“ - ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

11 ოქტომბრიდან დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის, რაც გარკვეულ სირთულეებს გამოიწვევს. ასტროლოგიური თვალსაზრისით, აღნიშნული მოვლენა კონფლიქტებზე, ურთიერთობების დაძაბვასა და გაგების შემცირებაზე მიანიშ...

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი

1728565854

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7255 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7257 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

საზოგადოება

1728564498

სოციალური მედია

თამუნა მუსერიძემ და სანდრო მიკუჩაძემ ჯვარი დაიწერეს - ფოტოები

ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე მრავალშვილიანი დედაა. იგი სოციალურ სივრცეში აქტიურობით გამოირჩევა, მეტიც თამუნა მუსერიძემ დააფუძნა ჯგუფი „ვეძებ“, რომლითაც საზოგადოებას დაკარგული და გაშვილებ...

თამუნა მუსერიძე

1728558177

ახალი ამბები

„პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა“ - დაკავებულია 1 ადამიანი

 თემქაზე 1 ადამიანი პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ გადამოწმების მიზნით ავტომობილის მძღოლს გაჩერება მოსთხოვა, ავტომობილის მძღოლი მოთხოვნას არ დაემორჩილა, შე...

შემთხვევები