„გაქვთ წარმატების ენერგია და მუხტი, რომელიც უნდა გამოიყენოთ“ - პირველი ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან
რა ფერის სამოსი მოუტანს წარმატებას კირჩხიბებს დღეს, რომელი რჩევები უნდა გაითვალისწინონ ზოდიაქოს დანარჩენმა ნიშნებმა იღბლის მოსაზიდად და რით იქნება გამორჩეული მოახლოებული შაბათ-კვირა? - აღნიშნულ თემაზე ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა, ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
როგორც ასტროლოგმა აღნიშნა დღევანდელი დღის, პირველი ნოემბრის მმართველი პლანეტა ვენერა არის, შესაბამისად კარგი იქნება თუ ადრე დაწყებული საქმეების დასასრულებლად გამოვიყენებთ.
ვერძი
მნიშვნელოვანია გადააფასოთ ის პრიორიტეტები და მიზნები, რომლებიც გაქვთ. ახლებურად შეხედეთ ირგვლივ სიტუაციას და თუ საჭირო გახდა დაიწყეთ მოქმედება.
კურო
დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი ცვლილებების და ტრანსფორმაციის დღეა. კარგად უნდა დაფიქრდეთ და გაიაზროთ რა მიმართულებით გსურთ ეს ცვლილებები. შეაფასეთ ურთიერთობები და ეცადეთ სწორი დასკვნა გააკეთოთ.
ტყუპები
გაქვთ წარმატების ენერგია და მუხტი, რომელიც უნდა დაინახოთ და გამოიყენოთ თქვენს სასიკეთოდ. მომენტებში თმობთ და ვერ დგამთ სწორ ნაბიჯებს, რადგან გეშინიათ. თუ გაქვთ რაიმე მიზნები და გეგმები ჩამოწერეთ და დაიწყეთ მოქმედება. მთავარია გქონდეთ საკუთარი თავის იმედი.
კირჩხიბი
დროა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან და გადადგათ თამამი ნაბიჯები. რაღაც მომენტში თავად უქმნით საკუთარ თავს დაბრკოლებებს. ეცადეთ იყოთ მეტად თავდაჯერებულები. დღეს შეგიძლიათ ყვითელი ან წითელი ტანის სამოსის ჩაცმა, რათა დღემ წარმატებულად ჩაიაროს.
ლომი
დაასრულეთ ძველი საქმეები, ეს ყველაფერი დაგეხმარებათ იმაში, რომ შემდგომში ახალი ნაბიჯები გადადგათ. თუ რაიმეს პატიება გსურთ და გინდათ სიტუაცია გამოასწოროთ, ეცადეთ ყველაფერი ჰარმონიაში მოიყვანოთ. თავი შეიკავეთ კონფლიქტებისგან.
ქალწული
ეცადეთ სწორად გაერკვეთ თქვენს შესაძლებლობებში და გაერკვეთ სიტუაციებში. მნიშვნელოვანია თქვენი შესაძლებლობები და მიზნები ერთმანეთს ემთხვეოდეს. ეს ყველაფერი მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.
სასწორი
მნიშვნელოვანია არ აჰყვეთ ცდუნებებს. შესაძლოა მიიღოთ ახალი შემოთავაზებები და იდეები, ეცადეთ მაქსიმალურად კარგად გადაამოწმოთ ყველაფერი. თუ რამეში ან ვინმეში ეჭვი გეპარებათ კარგად დააკვირდით. არ გადადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯები.
მორიელი
დღეს განსაკუთრებით ძლიერი იქნება თქვენი ემოციები და გრძნობები. ეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ და ერთგვარი შეჯამება გააკეთოთ გარკვეული საკითხების. ეს ბევრ რამეში დაგეხმარებათ და დასახულ მიზანს გაგიმარტივებთ.
მშვილდოსანი
მნიშვნელოვანი დღეა, როგორც პარტნიორული ისე მეგობრული ურთიერთობების კუთხით. შეხედეთ სხვა თვალით და გადააფასეთ. შეიძლება რაღაც დასრულდეს ან რაიმე ახლებურად დაიწყოთ.
თხის რქა
დღევანდელნ დღეს წარმატებას მიაღწევთ სოციუმში. თუ რაიმე ახლის გაკეთება გინდათ, გამოიჩინეთ ინიციატივა. ნუ დაელოდებით იმას რომ სხვა გეტყვით და მიიღეთ შესაძლებლობა რომ სხვამ დაგინახოთ და დაგაფასონ.
მერწყული
გექნებათ ახალი მიზნები და იდეები, რომელთა განხორციელებაში დაგეხმარებათ გეგმის ჩამოწერა. ეცადეთ არეულობა და ქაოტურობა მოიშოროთ, რადგან ასე მიზნის მიღწევა გაგიჭირდებათ.
თევზებისაინტერესო დღე გაქვთ, რადგან შესაძლებლობა გექნებათ შეაფასოთ თქვენი სუსტი და ძლიერი მხარეები. შეგიძლიათ დაიხმაროთ ინტუიცია, რადგან თქვენი ქმედებები იყოს სწორი.
1730394183
სპორტივილი სანიოლი 2024 წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოზეა ნომინირებული
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი ვილი სანიოლი 2024 წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოზე წარადგინა ისეთ სპეციალისტებთან ერთად, როგორ...
1730393692
საზოგადოებასაოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრების სტატისტიკა
26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების წარდგენის ვადები დასრულდა. ამასთან დაკავშირებით ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა ბრიფინგი გამართა...
1730392354
მსოფლიობოლო ცნობები ვალენსიიდან - წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 155-მდე გაიზარდა
ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში გუშინ მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 155-მდე გაიზარდა. ამის შესახებ The Guardian ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ძლიერი წვიმების შედეგად გამ...
1730389355
სოციალური მედია🎥 „კლიპების გადაღება უნდა დავიწყო👌“ - რა კადრებს აქვეყნებს მამულიჩა
ცნობილი წყვილი, მომღერალი ლელა წურწუმია და პროდიუსერი კახი მამულაშვილი მეგობრებთან, მაკა ზამბახიძესთან, რატი დურგლიშვილთან და მიხეილ ჩოხელთან ერთად საბერძნეთში მოგზაურობენ. მეგობრები დროს შესანიშნავად...
1730387430
სოციალური მედია„სასიხარულო ამბავი!“ - რას წერს გიორგი ფხაკაძე
პროფესორი, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და...