მაშ ასე, ნახეთ, რა გელოდებათ 3 იანვრიდან 9 იანვრის შუალედში, ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს
ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენთან, ჩვენი ერთგული მკითხველისთვის, ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, ტაროლოგ „HER MIT“-ისგან.
მაშ ასე, ნახეთ, „Her Mit“-ის რჩევები, რა გელოდებათ 3 იანვრიდან 9 იანვრის შუალედში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს 👇
ვერძი ♈
ახალი წლის პირველი კვირა სწორედ რომ ახალი სიახლეების მომტანია თქვენი ნიშნისათვის. მოსალოდნელია მცირე შემოთავაზებების მიღება ყველა სფეროში. თუ თქვენც გეგმავდით ვინმესთვის რამის შეთავაზებას, სწორედ ახლაა ამისათვის შესაფერისი დრო.
საუკეთესო დროა ყოველგვარი ურთიერთობებისათვის, განსაკუთრებით ლაგდება ოჯახური ურთიერთობები. შესაძლოა ახლა პირადი კონტაქტებიც გადავიდეს ოჯახების გაცნობის ეტაპზე. ამ პერიოდში თქვენთვის წარმატების არეალს წარმოადგენს სწორედ ემოციური სფერო. ამდენად კარგია ყველანაირი სასიამოვნო ურთიერთობა და აქედან მიღებული ენერგია. თავად გამოირჩევით დიდი შარმითა და მიმზიდველობით. ერთგვარად მანიპულატორიც კი ხართ ამ ეტაპზე.
ამ კვირის მანძილზე უპრიანი იქნება კიდევ ერთხელ გადახედოთ და გააანალიზოთ წარსულში გაშვებილი, დახურული თემები. ეგებ ყველა წყენა არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც გგონიათ. ეგებ ჯერ კიდევ შეიძლება რაღაცის გადარჩენა და აღდგენა.
კურო ♉
კონკრეტულად თქვენმა ნიშანმა წინა წელს ბოლომდე ვერ დაუტოვა დასასრულებელი თემები, რაც კუდების სახის გადმოგყვათ. ამდენად, ახალი წლის პირველი კვირა ამ შეცდომას თავისებურად გამოასწორებს. შესაძლოა ბევრმა თქვენგანმა სწორედ ახლა შეამჩნიოს გარშემო მიმდინარე ცვლილებები. ერთმნიშვნელოვნად, ამ კვირის განმავლობაში არაფერი არ ხდება შემთხვევით და ამდენად გაანალიზებას ითხოვს. ახლა თქვენი კარმაა გააქტიურებული და ყველაფერი რაც მოდის ან მიდის, თქვენს განვითარებას ემსახურება. სწორედ ამ ეტაპზე მოგეცემათ თქვენთვის საჭირბოროტო საკითხის გასაღები, სულიერი ხედვა. გამოიყენეთ ის სწორად და გახსენით თქვენს თავში ახალი შესაძლებლობები.
ურთიერთობებში შესაძლოა გააქტიურდნენ უცხოელები ან უცხოეთში მცხოვრები პირები. საშუალება მოგეცემათ გახვიდეთ შორ კონტაქტებზე, იპოვოთ დაკარგული ადამიანები.
წარმატებაში დგას ყველა თემა, სადაც უცებ და მოულოდნელად გადადგამთ გადამწყვეტ ნაბიჯებს. ახლა სპონტანურობა და გაბედულება ვერაფრით ვერ დაგაზარალებთ. შესაძლოა ასეთივე სპონტანურობა იგრძნოთ გარშემომყოფების მხრიდანაც.
ტყუპები ♊
ახალი წლის პირველი კვირა თქვენი ნიშნისათვის სრულფასოვნად ხსნის ურთიერთობების კარს. სწორედ რომ პირადი ურთიერთობები ახლა თქვენთვის წამყვანი თემაა. თქვენში იმატებს ვნებიანობა და ვიტალური ენერგია, რაც თავისთავად პარტნიორებსაც განაწყობს რომანტიულობისათვის. ასევე, იმატებს აზარტულობაც, რაც ზოგიერთ თქვენგანს უბიძგებს სასიყვარულო სამკუთხედებისაკენ. თუმცა, ამ ეტაპზე თქვენი მენტალობაც მაღალია და სიტუაციების გაანალიზების შემთხვევაში, დაგეხმარებათ შეცდომითი ნაბიჯის თავიდან აცილებაში.
წარმატებული ეტაპია პროფესიული გამოვლინებისათვის, აღიარების მოსაპოვებლად. ზოგადად ფინანსები და მატერიალური საკითხებიც დადებით ველშია და ამას სრულად აკონტროლებთ თავად. ყველა თქვენი საქმე, შეკვეთა, პროექტი მოიტანს მატერიალურ დივიდენტებს.
კარგი დროა ყველანაირი ინფორმაციის, დოკუმენტების მოსაპოვებლად, შესაგროვებლად. თავადაც გევალებათ ინფორმაციის შეგროვება და ჩანიშვნა ყველა დონეზე, რადგან სწორედ ახლა გაგებული და დანახული დეტალები დაგჭირდებათ ახლო მომავალში თქვენი საქმეების დასალაგებლად.
კირჩხიბი ♋
მიმდინარე კვირის ენერგეტიკა საბრძოლო განწყობას ავითარებს თქვენში. ზოგადად გარემო გხდით ბრძოლისუნარიანს. ზოგ შემთხვევაში ეს მართლაც კონკურენტული ჭიდილია, ზოგან კი უბრალოდ იმისი მტკიცება, ყველაზე პრიმიტიულ საკითხებშიც კი, რომ არ ხართ არავისზე ნაკლები. ერთმნიშვნელოვნად ადამიანები გარშემო გედრებიან, გეზომებიან და გბაძავენ კიდეც.
ამ პერიოდში მრავლად მოდის მატერიალური სიკეთე, საჩუქარი. ოჯახში მოიმატებს შემოსავალი, იგრძნობთ სიუხვესა და კმაყოფილებას. მადლიერებით აკრიფეთ და შეირგეთ ყველაფერი რაც მოაქვს სამყაროს.
პირად თემებში ვლინდება გარკვეული გაორება, არჩევანის სიძნელე. ახლა ყველაფერ ორს შორის გიწევთ გადაწყვეტილების მიღება. თუმცა გაითვალისწინეთ, თქვენთვის მაინც არაა კონკრეტული არჩევანის გაკეთების დრო არცერთ ურთიერთობაში. ჯობია შეინარჩუნოთ შუალედური პოზიცია და ყველანაირი გადაწყვეტილება დროში გადადოთ.
მიმდინარე ეტაპი ხელს უწყობს შებოჭილობებიდან, დამოკიდებულებებიდან განთავისუფლებას, ყველანაირი ფიზიკური თუ სულიერი ავადობისა და მავნე ჩვევების დამარცხებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ლომი ♌
თქვენი ნიშანი ამ ახალი წლის პირველ კვირას ერთგვარი გადაღლილობით ეგებება. აშკარად ბევრი საქმე და პასუხისმგებლობა გადმოიტანეთ წინა პერიოდიდან. ეგებ გადასახედი და შესაცვლელი გაქვთ საქმეების, პასუხიმგებლობების მხოლოდ საკუთარ თავზე ტარების ტენდენცია.
ურთიერთობებშიც ვლინდება პარტნიორების მხრიდან თქვენი ენერგიის გამოყენება უფრო მეტად, ვიდრე ასწრებთ ამის აღდგენას. ეს კვირა თავისი ენერგეტიკით გეხმარებათ ზოგადად ურთიერთობებში ვამპირულ-დონორული ენერგიების დადგენაში და სათქვენოდ მორგებაში.
მიმდინარე პერიოდში წარმატებაში დგას ყველა თქვენთვის საინტერესო სფერო, სადაც იქნებით ინფორმაციულად ჩაკეტილი და ნაკლებათ დააფიქსირებთ საკუთარ მიზნებსა და გეგმებს. ახლა თვალშისაცემი აქტიურობა არსად არ გამოგადგებათ.
ეს კვირა ერთგვარად საკრალურია თქვენთვის იმ მიმართულებით, რომ თუ გადმოგყვათ წინა პერიოდის რაიმე სახის ნეგატივი, უიმედობა, მელანქოლია, დარდი, სწორედ ახლა და სასწრაფოდ გმართებთ ამ ყველაფრისაგან გაწმენდა, განთავისუფლება.
ქალწული ♍
იანვრის პირველი კვირა სრულად გამოხატავს თქვენი წინა წლის შრომის შედეგს, რის შედეგადაც ახლა ხართ გადაღლილი, მოთენთილი, დასვენებისათვის განწყობილი. რეალურად სწორედ ესაა ახლა თქვენი მოვალეობა, რათა აღიდგინოთ ენერგია შემდგომისათვის. შესაძლოა ზოგიერთ თქვენგანთან დაღლილობა დეპრესიაშიც კი ვლინდებოდეს. გაითვალისწინეთ, ახლა არაა თქვენეული სკურპულოზურობისა და პასუხისმგებლობების აღზევების პერიოდი. გართობა და დასვენება, სიამოვნება და საკუთარი თავის პატივისცემა უნდა გახდეს თქვენთვის მიმდინარე ეტაპის დევიზი. პირველ რიგში მოიწესრიგეთ ძილი. ახლა თქვენებურად თვალგახელილი და საქმეებზე ფიქრით დახუნძლული ვითომ დასვენება, ძალიან დიდი ზიანის მომტანია თქვენთვის.
მიმდინარე პერიოდში ურთიერთობებიც კი გეზარებათ და შერჩევითად უდგებით მას. ამდენად, სადაც მართლა იღლებით და ენერგეტიკულად ზარალდებით, იქ ნამდვილად აღარაა თქვენი ადგილი.
ამ ეტაპზე თქვენი წარმატების სფეროა ყველგან, სადაც ხართ მართალი, კანონიერი, გაწონასწორებული და თვითკმარი. განსაკუთრებით გიმართლებთ ზოგადად საკანონმდებლო სისტემაში მოღვაწე ქალწულებს.
სასწორი ♎
მიმდინარე კვირა თქვენს ნიშანს ენერგეტიკულად ახლო წრესთან ურთიერთობასა და აქედან მიღებულ დადებით ენერგიას სთავაზობს, თუმცა დიდი ღრეობებისა და ხალხმრავალი ადგილების აურა ახლა არაა თქვენთვის სასიკეთო. კარგი იქნება ორ-სამ კაციანი შეხვედრები „სამზარეულოს“ გარემოში, სადაც ემოციები არის ნამდვილი და არავინ არ ამტკიცებს თავის ზედგომას სხვებზე. ესაა ყველაზე დიდი კომუნიკაცია ამ ეტაპზე, რადგან თქვენში მაინც ვლინდება ჩაკეტილობა კომუნიკაციის მიმართ.
ზოგადად პერიოდი, ამჟამინდელი სამყაროსეული ენერგეტიკა ხელს არ გიწყობთ გახსნილობაში. ახლა უპრიანია შენიღბოთ ყველა თქვენი ჭეშმარიტი ემოცია, გეგმა და მიზანი, განწყობა თუ რაიმე მოვლენის შეფასება. ამ ეტაპზე თქვენი დევიზია: „ყველაფერი საიდუმლოდ“. ერთმნიშვნელოვნად, ამჟამინდელი გახსნილობა აუცილებლად დაგხვდებათ წინ მაშინ, როცა ამას არ მოელით.
ახლა გევალებათ საკუთარ თავთან მაქსიმალური ჰარმონიულობა. გადახედეთ თქვენს ინტერესებს, დიდი ხნის აუსრულებელ ოცნებებს და შეძლებისდაგვარად აიხდინეთ ისინი. გახდით საკუთარი თავის სანტა.
მორიელი ♏
ახალი წლის პირველი კვირა თქვენი ნიშნისათვის განსაკუთრებით ტრანსფორმაციულია. ფაქტია, ასეთი რამ ვერ მოხდება ერთ წუთში, სწორედ ამიტომ ბოლო პერიოდში ბევრი თქვენგანი ნელნელა მიაბიჯებდა ამ რეფორმისაკენ. ნებით თუ უნებლიერ, სამყარო აუცილებლად აგიხელთ თვალს ბევრ მოვლენასთან მიმართებაში, სადაც მოგიწევთ ხედვის რაკურსის შეცვლა.
ზოგადად ურთიერთობებში პირველსაწყის ეტაპებს გადიხართ. ზოგთან ეს სრულიად ახალი თვალით დანახული ახალი ადამიანია, ზოგთან ძველი ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანა. ერთი რამ ცხადია, რაც ადრე გაკმაყოფილებდათ, ახლა აღარაა საკმარისი. თქვენი მოთხოვნების ამპლიტუდა გაზრდილია.
მიმდინარე პერიოდში ზოგადად სამყაროს თვალი აქტიურად ერევა თქვენს ცხოვრებაში და გარკვეულ მფარველობასაც გიწევთ. ამდენად, ერთგვარი დავალებაც კია რეფორმატორული მიდგომები ცხოვრებისეული მოვლენების მიმართ.
ახლა თქვენი განვითარების, წარმატების ინსტრუმენტი თქვენსავე ხელშია. თქვენვე ხელგეწიფებათ მშვიდად და დაფიქრებულად მოქსოვოთ საკუთარი ბედისწერა.
მშვილდოსანი ♐
მიმდინარე ეტაპზე განსაკუთრებით ხვდებით დაინტერესებული პირების თვალთახედვის არეში. ახლა ადამიანებს აინტერესებთ ყველაფერი ის რაც ხდება თქვენს „შიდა სამზარეულოში“. ეცადეთ ჩაკეტოთ ყველა ხვრელი, სადაც მართლაც გაქვთ რაიმე გასაიდუმლოებული და დასამალი.
პირად ურთიერთობებში ვლინდება წარსულის თემებთან მიჯაჭვული დამოკიდებულება, მაშინ როცა ყოველ თქვენგანს აქვს ახალი და საინტერესო შემოთავაზებები. ზოგადად სწორედ ეს პერიოდი, ახალი წლის პირველი კვირა ენერგეტიკულად მოითხოვს და ხელსაც უწყობს ყველაფერი ძველისგან განთავისუფლებას. და სწორედ ახლა, წარმატებაში დგას ახალი ადამიანის, ახალი მეგობრის გამოჩენა, ურთიერთობის ან ფლირტის დასაწყისი. და თუ ამ დროს სადღაც ძველში ხართ ჩაციკლული, ახალს თავადვე გადაუღობავთ გზას. ამდენად, მიმდინარე კვირა თქვენი ნიშნისათვის გარდამტეხია სწორედ კომუნიკაციის თემებში. პირდაპირ გევალებათ ჩაჯდეთ საკუთარი ცნობიერების ნავში და დატოვოთ ის ტერიტორია, სადაც განიცდით და ნერვიულობთ, დაძაბული ხართ და ვერ იღებთ სიამოვნებას, სადაც ვერ ბედნიერდებით და წვალობთ. იქნება ეს პირადი, ოჯახური, მეგობრული თუ სანათესავო ტერიტორიები.
თხის რქა ♑
თქვენი ნიშანი განსაკუთრებულად გაძლიერებული შედის ახალი წლის ახალ ვიბრაციაში. ბევრმა თქვენგანმა სრულად დახურა, მოაწესრიგა წინა წლის კარმული დავალებები. ამდენად ახლა მხოლოდ წინსვლის, მიზნებისაკენ სიარულის პერიოდია, სადაც მკაცრად და შეუვალად, ჯიუტად შრომობთ და ითხოვთ ყველაფერს, რაც გეკუთვნით. და სწორედ აქტიურ მომთხოვნელობაში გაქვთ ამ კვირის წარმატება. ანუ, ყველა თემაში, სადაც იჩენთ სიჯიუტეს და არ იხევთ უკან, გამოუსვლელიც კი გამოდის. ახლა ყველა ბარიერი მოსუსტებულია. ხელგეწიფებათ ზოგან ტკბილი სიტყვით, ზოგან კი მკაცრი ტონით, დაარღვიოთ აღმართული ბარიკადები სასურველი შედეგების მისაღებად.
ზოგადად ურთიერთობები ამ პერიოდში ბალანსის ენერგეტიკაში დგას. აქედან გამომდინარე, კარგად აწესრიგებთ ყველა გაუგებრობას, ყველა ურთიერთობა გადაგყავთ საშუალოდ მისაღებ ფორმატში. თუმცა, სწორედ ამ თემაში ის სიჯიუტე, რასაც იძლევა კვირის ენერგეტიკა, არ გამოგადგებათ. პირადი თემა მიედინება მდორედ და არ ითხოვს სიჩქარეს. ეცადეთ სასიყვარულო პარტნიორს მოექცეთ ფრთხილად და არ გამოავლინოთ დამძალებლური დამოკიდებულება.
მერწყული ♒
იანვრის პირველი კვირა თქვენ ნიშანს მნიშვნელოვანი გამოწვევების წინ აყენებს. ძირითადად ესაა საკუთარი ცნობიერის აღქმა და გარკვეული გადაფასებების გაკეთება. თქვენი მფარველი ანგელოზი სამყაროს ენით გესაუბრებათ და თქვენგან ითხოვს ზუსტ პასუხებს წარსულის დადებითი თუ უარყოფითი მოვლენების შესახებ. შესაძლოა ზოგიერთ თქვენგანს ახლა შემოუბრუნდეს რაღაც ისეთი, რასაც ადრე გვერდი აუარა და პასუხი არ გასცა, რადგან სამყაროში არაფერი არ იკარგება უკვალოდ.
პირველ რიგში ეს მოვლენები შეეხება ზოგადად ურთიერთობების თემას. ზოგან თქვენ აწყენინეთ, ზოგან თქვენ გაწყენინეს, სადღაც რაღაც ვალი გაქვთ დასაბრუნებელი ან პირიქით- ასაღები. მეტნაკლებად მოგიწევთ ყველა ურთიერთობის დაბალანსება, ზოგ შემთხვევაში უკან დახევაც, კი. ახლა თქვენი დავალებაა ერთდროულად აგრესიისა და სიყვარულის გამოყენება. მთავარია მკაცრად გამოარჩიოთ სად რისი ადგილია.
ამ ეტაპზე ყველაზე მეტად თქვენთვის წარმატებული სფეროა ის სფერო, სადაც გიწევთ გონებრივი შრომა. ასევე, კარგი დროა ზოგადად მენტალური კონკურენციისათვის, გამოცდებისათვის, კონკურსებისათვის.
თევზები ♓
ალბათ ბუნებრივია ის ფაქტი, რომ ახალი წლის პირველი კვირა თქვენი ნიშნისათვის ემოციური ენერგეტიკით იხსნება. ძირითადად გაიშლება და აქტუალური გახდება პირადი ურთიერთობების თემა, სადაც პარტნიორები მაქსიმალურად გამოავლენენ ემოციებსა და კეთილგანწყობას. ასევე, აქტუალურია ყველანაირი ურთიერთობა, სადაც მხოლოდ ორი ადამიანი ფიგურირებს, ზედმეტი სოციუმის გარეშე. ბევრი თქვენგანისათვის მართლაც რომ კარმული პერიოდია ამ კუთხით. მოსალოდნელია ურთიერთობების სრულიად ახალ ეტაპზე გადაყვანა, ზოგადად სიახლეები.
ახლა ყველა დახურული სიტუაცია, სადაც არ გქონდათ ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო მოვლენების ან ადამიანების შესახებ, საშუალებას გაძლევთ დაიკმაყოფილოთ ინტერესი და „ცხვირი შეყოთ“ იქ, სადაც აქამდე ეს არ გამოგდიოდათ. თუმცა, ეს ახლა ერთგვარად გამართლებულიც კია. ალბათ სამყარო საჭიროდ თვლის თქვენს ინფორმირებულობას ამდაგვარ თემებში.
ამ პერიოდში მიიღეთ და გამოიყენეთ კომუნიკაციის ყველა საშუალება. ახლა სწორედ მცირე წვეულებების, ახლობელ ადამიანებთან ერთად გართობისა და ახალი ნაცნობების შეძენაა თქვენი რელაქსიც და დავალებაც.
წყარო: „Her Mit“
1735377637
მსოფლიოსირიაში დააკავეს მოსამართლე, რომელმაც ათასობით ადამიანს სიკვდილი მიუსაჯა
სირიის ახალმა ხელისუფლებამ ყოფილი სამხედრო მოსამართლე მოჰამედ კანჯო ჰასანი დააკავა, რომელმაც ბაშარ ასადის რეჟიმის დროს ათასობით ადამიანს სიკვდილი მიუსაჯა. Deutche Welle-ს ცნობით, ამის შესახებ ინფორმა...
1735373201
საზოგადოება„შარშან, 28 დეკემბერს მორჩა ყველაფერი...დანარჩენი 9 თვე უკვე ტკივილი იყო… სიკვდილი გააიოლე ბერიკ“ – რეჟისორები ზურა ბერიკაშვილზე
ზურა ბერიკაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტებს აქვეყნებენ რეჟისორები სანდრო ელოშვილი და დიმიტრი ხვთსიაშვილი. რეჟისორები აღნიშნავენ, რომ რეალურად შარშან, 28 დეკემბერს მორჩა ყველაფერი....
1735369291
ახალი ამბებირა ვითარებაა საავტომობილო გზებზე? - განახლებული ინფორმაცია
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის...
1735334796
სოციალური მედია„მშვიდობა - რუსულია! მართლმადიდებლობა - რუსულია!“ - შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რას უმტკიეს საქართველოს დასავლეთი ბოლო 3 წლის განმავლობაში
,,ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმის შესახებ წერს, თუ რას უმტკიცებს დასავლეთი საქართველო ბოლო 3 წლის განმავლობაში. მისი თქმით, დასავლეთი ა...
1735329986
ჰოროსკოპი28 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ვარსკვლავების განლაგება თქვენთვის ხელსაყრელია, თუმცა მეზობლებთან ან ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში...