როგორი დღე ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს - „მოულოდნელად შეიცვლება გარემოებები და მოგიწევთ ქალაქგარეთ წასვლა“

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტაა მერკური. გვაქვს მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობა, შესაძლოა ენერგეტიკულად დაძაბული დღე იყოს, მაგრამ შეგვიძლია ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ, დავასრულოთ ყველაფერი ის, რისი დასრულებაც გვინდა და დავიწყოთ მზადება ახალი ნაბიჯების გადასადგმელად“, - ამის შესახებ ეზოტერიკოსმა და ასტროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა. 

♈ ვერძი

იყავით მაქსიმალურად ფრთხილად, არ გარისკოთ და დაუფიქრებელი ნაბიჯები არ გადადგათ. ეცადეთ თქვენი ენერგია მწყობრში და ჰარმონიაში მოიყვანოთ. დაასრულეთ ის რისი დასრულებაც გინდათ, რათა დაიწყოთ ახალი საქმე.

♉კურო

სასურველი არ არის რისკი,დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმა განსაკუთრებით ფინანსური მიმართულებით. იყავით დაკვირვებულები. მანიპულაციის განხორციელებისგან თავი შეიკავეთ.

♊ ტყუპები

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოთმინება და თავშეკავებულობა. ეცადეთ, რომ ყურადღება მიაქციოთ იმას, რას ამბობთ და როგორ. არ აჰყვეთ პროვოკაციებს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

♋ კირჩხიბი

მაქსიმალურად ეცადეთ არავის აწყენინოთ, წადით კომპრომისებზე. ეცადეთ აკონტროლოთ თქვენი ემოციები და ქმედებები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

♌ ლომი

საკმაოდ დაძაბული დღე გელოდებათ, რადგან ძალიან ბევრი საქმე გექნებათ გასაკეთებელი. მოულოდნელად შეიცვლება გარემოებები და მოგიწევთ ქალაქგარეთ წასვლა, ამიტომ გზებზე განსაკუთრებული სიფრთხილე  გმართებთ.

♍ ქალწული

დღე მნიშვნელოვანია ინფორმაციული კუთხით. გაიგებთ საიდუმლოებებს, რასაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში გიმალავდნენ, რის გამოც პრობლემებიც შეგქმნიათ. საბოლოოდ მოახერხებთ სწორად დაალაგოთ ახალი ინფორმაცია, რასაც მიიღებთ.

♎ სასწორი

გამოავლინეთ რეალური სურვილები. კარგი ინება ძველს გაუშვებთ, იმას რაც გაწუხებთ. რეალურად შეხედეთ არსებულ გარემოს და გადადგით წარმატებული ნაბიჯები.

♏ მორიელი

არ აჰყვეთ წამიერ სურვილებს. არ იმოქმედოთ ისე, რასაც გული იმ მომენტში გიკარნახებთ. დაფიქრდით და ისე მიიღეთ გადაწყვეტილებები. შორს დაიჭირეთ თავი იმ ადამიანებისგან, ვინც თქვენზე ნეგატიურად ფიქრობენ.

♐ მშვილდოსანი

დღე ნეიტრალურია. სასურველი არ არის ახალი პასუხისმგებლობების აღება და მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმა. ეცადეთ მაქსიმალურად ნეიტრალურ და მშვიდ გარემოში გაატაროთ დღე.

♑ თხის რქა

სიფრთხილე გმართებთ საქმიან მიმართულებაში. არ არის სასურველი გარისკვა, ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა. გადადეთ და თავი შეიკავეთ, რადგან შეცდომებს დაუშვებთ.

♒ მერწყული

ეცადეთ, რომ დღე მშვიდად გაატაროთ. ახალგაცნობილ ადამიანებთან ნუ გაატარებთ დღეს, პირიქით ახლობლებს დაუთმეთ დრო.

♓ თევზები

დაბნელება თქვენზე იმოქმედებს ყველაზე მეტად. მოგიწევთ ემოციების კონტროლი, სიმშვიდის შენარჩუნება. უმჯობესია მშვიდ გარემოში დროის გატარება. დაუთმეთ დრო საკუთარ თავს და ყურადღებით იყავით თქვენს რეპუტაციასთან. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1726735239

საზოგადოება

„ერთად ცხოვრობდნენ, როგორც ოჯახი“ - რას ამბობენ კესარია აბრამიძის მეზობლები?

18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ც...

 ერთად ცხოვრობდნენ, როგორც ოჯახი

1726733341

ჰოროსკოპი

„არ წახვიდეთ რისკზე და თავი შეიკავეთ მოგზაურობიდან“ - 19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. ამჯერად მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 19 სექტემბრის შესახებ ისაუბრა და საზოგადო...

ასტოლოგი

1726729584

საზოგადოება

„როცა მამსგავსებდნენ, ეგონათ ცუდს მეუბნებოდნენ…“ – შორენა ბეგაშვილი კესარია აბრამიძეს ემშვიდობება

მსახიობი შორენა ბეგაშვილი კესარია აბრამიძის მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ემოციურ გამოსამშვიდობებელ წერილს აქვეყნებს.  „როცა მამსგავსებდნენ, ეგონათ ცუდს მეუბნებოდნენ… მშვიდობით კესო“, – წერს...

შორენა ბეგაშვილი კესარია აბრამიძე

1726728115

საზოგადოება

ცესკო პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. მათივე ცნობით, ელექტრონული პლ...

ცესკოცესკო

1726725237

ახალი ამბები

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავეს

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია.  „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...

კესარია აბრამიძ