„ზედმეტად არ დაიტვირთოთ თავი და მნიშვნელოვანი საქმეებისგან ცოტა ხნით დაისვენეთ“ - გიორგი ლობჯანიძე 18 სექტემბრის მთვარის დაბნელებაზე

ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ცხოვრებისეულ მომენტებზე საუბრობს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს ხოლმე.

ამჯერად გიორგი ლობჯანიძე 18 სექტემბრის მთვარის დაბნელებასა და 2 ოქტომბრის მზის დაბნელებაზე წერს. მისი თქმით ერთის მხრივ დაძაბულობას ხოლო საპირისპირო კუთხით მოზღვავებულ ფანტაზიის უნარს გამოიწვევს, ამ დროს მოსული იდეები კი მომავალში რეალიზდება. 

„შევდივართ უკვე მზე-მთვარის დაბნელების უმნიშვნელოვანეს ზონაში, ამიტომ განვიხილოთ მოსალოდნელი ამბები:
18 სექტემბერს გველოდება მთვარის დაბნელება თევზების ზოდიაქოს 25°40′ გრადუსზე.

დაბნელება დაიწყება თბილისის დროით გამთენიის საათებში 04:41 საათზე. მაქსიმუმი, ანუ პიკი გვექნება 06:44 საათზე, ხოლო დაბნელება საბოლოოდ დასრულდება 08:47 საათზე.

მთვარის დაბნელება მუდამ მნიშვნელოვან რეფორმებთანაა ასოცირებული. ამ დროს, უმჯობესია თუ დავასრულებთ გარკვეულ პროცესებს, რაც მაგალითად წინა დაბნელების დროს დაიწყო ან ზოგადად, რაზედაც ვმუშაობდით დიდი ხანი.

დაბნელებას ემთხვევა სავსემთვარეობა, რაც ორმაგად დიდი ეფექტია, სავსემთვარის პიკი იქნება თბილისის დროით 06:34 საათზე.

რადგან მიმდინარე ამბავი ხდება თევზების ზოდიაქოში, უნდა ვიცოდეთ, რომ თევზები განეკუთვნება მუტაბელურ ფენას, სტიქია წყალი - არაა გამორიცხული, რომ ამ ხანებში მოგვიწიოს საკუთარ თავში ჩაღრმავება, დაფიქრება რას ვაკეთებთ არასწორად და რა გვიშლის ხელს, რა სახის ფსიქოლოგიური და სულიერი ბლოკადების წინაშე ვართ?

ხომ არ არის დრო მოსული, როცა უნდა გავთავისუფლდეთ ზედმეტი წნეხისა და უსარგებლო მავნე ჩვევებისგან?
დრო ძალიან კარგია ფსიქოლოგიური სეანსებისთვის, სულიერი სამყაროს გამოღვიძებისა და ლოცვისთვის, ზიარებისთვის, წყლის აბაზანების მიღებისთვის. ეცადეთ მეტი მოუსმინოთ და აპატიოთ, ანუგეშოთ ერთმანეთს.
იმ ორკვირიან მონაკვეთში, რაშიც ვართ შესული, ახლაც მომდევნო დაახლოებით 6 თვიანი პროცესები იქნება გაწერილი.

ეცადეთ ზედმეტად არ დაიტვირთოთ თავი და მნიშვნელოვანი საქმეებისგან ცოტა ხნით დაისვენოთ.

დიდი ამბები გველოდება მსოფლიო გეოპოლიტიკური თვალსაზრისითაც. მთვარე მიერთებულია პლანეტა ნეპტუნზე. აქ, არაა გამორიცხული, რომ გამძაფრდეს ფარული მტრების, ჭორების და ნეგატიური ინფორმაციების მდგომარეობა. ასევე, შესაძლოა ბევრი ცრუ მასალა ამოვარდეს წინა ხაზზე, ბევრი რამ გამოაშკარავდეს კიდეც, რაც დაძაბავს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს.

ამიტომ, უმჯობესია ზედმეტი სიახლეებისგან თუ თავს შეიკავებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კრიზისული ფონი მეტად უკონტროლო გახდება.

ცალკე აღებული ორგანიზაციული ან ინდივიდუალური კუთხით, ამ დაბნელებას საინტერესო ძვრები მოაქვს. ნეპტუნზე მიერთებულ ღამის მანათობელს ურანზე სექსტილიც ახლავს თან, რაც აუცილებლად გამოიწვევს არნახული სახით ფანტაზიის ჩართულობას და უამრავ ადამიანს მოუვა თავში აზრად ორიგინალური იდეები, აზრები, ეს კი შემდგომში პოვებს თავის რეალიზაციას.

ერთგვარი გაწმენდვის, სულიერ თემებზე მუშაობის და ტრანსფორმაციის პერიოდია. მოიცილეთ ყველაფერი, რაც ხელს გიშლით და ფიქრობთ რომ ნამდვილად ზედმეტია. მიმართეთ გენერალური დალაგების პროცესს.მიმდინარე მთვარის დაბნელება მკაფიოდ მნიშვნელოვანი იქნება მათთვის, ვისაც გყავთ პლანეტები თევზების, ქალწულის, ასევე ტყუპების დაახლოებით 22-დან 28-29 გრადუსამდე მონაკვეთში.გისურვებთ ბედნიერ დღეებს!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1726733341

ჰოროსკოპი

„არ წახვიდეთ რისკზე და თავი შეიკავეთ მოგზაურობიდან“ - 19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. ამჯერად მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 19 სექტემბრის შესახებ ისაუბრა და საზოგადო...

ასტოლოგი

1726729584

საზოგადოება

„როცა მამსგავსებდნენ, ეგონათ ცუდს მეუბნებოდნენ…“ – შორენა ბეგაშვილი კესარია აბრამიძეს ემშვიდობება

მსახიობი შორენა ბეგაშვილი კესარია აბრამიძის მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ემოციურ გამოსამშვიდობებელ წერილს აქვეყნებს.  „როცა მამსგავსებდნენ, ეგონათ ცუდს მეუბნებოდნენ… მშვიდობით კესო“, – წერს...

შორენა ბეგაშვილი კესარია აბრამიძე

1726728115

საზოგადოება

ცესკო პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. მათივე ცნობით, ელექტრონული პლ...

ცესკოცესკო

1726725237

ახალი ამბები

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავეს

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია.  „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...

კესარია აბრამიძ

1726723452

საზოგადოება

„კესომ ფარმაცევტს უთხრა 1 თვის სამყოფი გაუმზადეთ ყველა წამალიო… ადამიანი იყო…“ - რას წერს კესარია აბრამიძის მეზობელი?

თბილისში, 18 სექტემბერს ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე მოკლეს. მისი ცხედარი სამართალდამცველებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დიდ დიღომში ავთანდილის ქუჩაზე აღმოაჩინეს. კესარიას მეზობელი სოციალურ ქსე...

კესარია აბრამიძე