ცაგარელი: მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობა გვაქვს ერთდროულად. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, სიკვდილიანობა ყველაზე მაღალია

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი აცხადებს, რომ მომდევნო ერთი კვირა თითოეული ადამიანისთვის რთული იქნება.

იგი მოუწოდებს, ადამიანებს რომ მოერიდონ ფინანსურ ოპერაციებს, მოლაპარაკებებსა და ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ.

"კიდევ ერთი კვირა, ყველას ვთხოვ, მაქსიმალური თავდაჭერა, მოთმინება, სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინეთ.

როგორმე გავუძლოთ ერთ-ერთ უმძიმეს პერიოდს, ამ წლის განმავლობაში.

ხვალ მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობა გვაქვს ერთდროულად. დღეს თუ შეუძლოდ იგრძენით თავი, სწორედ აქედან მოდის.

ასევე, დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, რაც ნეგატიურ ენერგიას აძლიერებს და ქმნის მეტ პრობლემებს.

მესამე მნიშვნელოვანი მოვლენაა - ეს დაბნელება ხდება პლანეტა ურანის გადაკვეთაზე.

მთვარე, ურანი, დაღმავალი კვანძი გვერდიგვერდ ხვდებიან ერთმანეთს კუროში და ამ დროს ხდება დაბნელება. თან დაპირისპირება აქვს მზესთან, რომელიც მორიელშია.

ეს რთული მომენტია - ურანი მართავს ელექტროტექნიკას:

გაზი, კომპიუტერული ტექნიკა, თანამედროვე ტექნიკა, ეს სულ ურანია, ამიტომ შეიძლება უცებ გაითიშოს დენი, იყოს მოკლე ჩართვა, გზასთან დაკავშირებული პრობლემები, შეიძლება კომპიუტერულმა სისტემამ აურიოს, მანქანებმა, ამიტომ ყურადღებით იყავით, ყველაფერია მოსალოდნელი, მიიღეთ იუმორით და არა აგრესიით.

როცა მთვარის დაბნელებაა, ზოგიერთს უბნელდება ემოციური ცენტრი, ამიტომ ხდება ზე კონფლიქტური.

მსოფლიო ჩემპიონატის წინ ბევრ ნაკრებს ფეხბურთელები გამოაკლდებიან, ტრავმული პერიოდია.

მომდევნო კვირიდან დედამიწა დადებით ენერგოველში გადავა და დაბნელების ზონა დასრულდება.

არანაირი მოლაპარაკება, არანაირი ხელშეკრულება, მომდევნო ორშაბათიდან ყველაფერი შეიცვლება.

ამ კვირაში ზოგიერთი ჯირითობს საჭესთან, ავარიების ალბათობა მაღალია, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

ჩემი თხოვნაა, სასიყვარულო, პარტნიორულ, საქორწინო ურთიერთობაში ზედმეტად ნუ გავაღიზიანებთ ერთმანეთს.

როცა სამი პლანეტა მორიელშია, მორიელი არის ნიშანი, როცა სული და ხორცი მუდმივ ბრძოლაში არიან ერთმანეთთან.

ნუ დაგვავიწყდება, რომ მორიელი სიკვდილისა და სიცოცხლის ნიშანია. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, სიკვდილიანობა მორიელის დროს, ყველაზე მაღალია", - განაცხადა ცაგარელმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "მასა, კაი ბიჭები ვყავართ მოტყუებული და იცი ქურდულად როგორცაა ეს" - შსს-მ ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 5 პირი დააკავა (video) 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740334397

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი - ერთად ვისაუბრებთ და მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს მთავრობა

ფრიდრიხ მერცი, რომელიც კონსერვატიული ბლოკი „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირი“ (CDU/CSU) ლიდერია, ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ სიტყვით გამოვიდა. მერცმა ისაუბრა პოლიტიკური მოწინააღმდეგ...

ფრიდრიხ მერცი

1740332928

მსოფლიო

ეგზიტპოლების თანახმად, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი 29 პროცენტით ლიდერობს, ოლაფ შოლცის პარტია 16 პროცენტით მესამე ადგილზეა

ეგზიტპოლების თანახმად, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირი“ (CDU/CSU) ლიდერობს. საარჩევნო უბნებიდან გამოსული ამომრჩევლე...

ბუნდესტაგი

1740331504

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ვნახეთ როგორი საცოდავი სანახავი იყო ქართულ ოპოზიციად წოდებული საქართველოში მოქმედი აგენტურული ქსელი. ზოგი კალათბურთის დარბაზში აღმოჩნდა ინაუგურაციაზე, ზოგი სადღაც ქუჩაში, ზოგიც სადღაც ბუჩქებთან

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი კირცხალია გადაცემაში „იმედის კვირა“ ქართულ ოპოზიციაზე და ტრამპის მიმართ მათ დამოკიდებულებაზე საუბრობს. კირცხალია საცოდავ სანახავს უწოდებ...

კირცხალია

1740329529

ახალი ამბები

დედაქალაქში გზები თოვლისგან იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება

ბოლო დღეების განმავლობაში თბილისში მოსული ნალექის გამო, გზები თოვლისგან ინტენსიურად იწმინდება. ტექნიკური მარილი იყრება დედაქალაქის ქუჩებში და შემოერთებულ ტერიტორიებზე. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრო...

გზებიგზები

1740328469

სპორტი

ტატო გრიგალაშვილი ვარშავის ღია პირველობის გამარჯვებულია

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ძიუდოში მიმდინარე ღია პირველობაზე ტატო გრიგალაშვილი (90 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. აღნიშნულ ტურნირზე ქართველმა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა 90 კგ წონით კატეგორიაში ია...

ტატო გრიგალაშვილი ზედიზედ მესამედ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა