საარჩევნო ადმინისტრაცია ბიულეტენებთან დაკავშირებულ დეტალებს განმარტავს
ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო ელექტრონული აპარატებისთვის განკუთვნილი ბიულეტენებისთვის ქაღალდის შეძენასა და ბეჭდვასთან დაკავშირებულ დეტალებს განმარტავს.
ცესკოს განმარტებით, კანონმდებლობის შესაბამისად არამარტო ელექტრონული, არამედ ყველა არჩევნების ბიულეტენებისთვის ქაღალდს საარჩევნო ადმინისტრაცია ხელშეკრულების საფუძველზე ყიდულობს და აწვდის კონტრაქტორ სტამბებს.
ასევე, ცესკოში აღნიშნავენ, რომ 26 ოქტომბერს გამოყენებული ბიულეტენების ქაღალდის სისქე მეტია 2021 წლის არჩევნებზე კრწანისის ოლქში გამოყენებულ ბიულეტენებთან შედარებითაც:
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვინდა განვმარტოთ საარჩევნო ელექტრონული აპარატებისთვის განკუთვნილი ბიულეტენებისთვის ქაღალდის შეძენასა და ბეჭდვასთან დაკავშირებული დეტალები.
პირველ რიგში, გვინდა აღვნიშნოთ, რომ კანონმდებლობის შესაბამისად არამარტო ელექტრონული, არამედ ყველა არჩევნების ბიულეტენებისთვის ქაღალდს საარჩევნო ადმინისტრაცია ხელშეკრულების საფუძველზე ყიდულობს და აწვდის კონტრაქტორ სტამბებს. ამდენად აშკარაა, ტექნიკურ-ლოგისტიკური საკითხიც კი მანიპულაციურად არის წარმოჩენილი და საარჩევნო პროცესის დაზიანებას ისახავს მიზნად.
რაც შეეხება უშუალოდ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის დამზადებულ ბიულეტენებს - საარჩევნო ადმინისტრაციას კომპანია „სმარტმატიკისგან“ ჰქონდა რეკომენდაცია საარჩევნო ელექტრონული აპარატებისთვის განკუთვნილი ბიულეტენებისთვის შეეძინა ოფსეტური, 162-გრამიანი (+-20%) ქაღალდი.
აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა 190-გრამიანი ოფსეტური ქაღალდი, რომელიც უფრო სქელია, ვიდრე რეკომენდებული იყო ვენდორი კომპანიის მიერ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ 26 ოქტომბერს გამოყენებული ბიულეტენების ქაღალდის სისქე მეტია 2021 წლის არჩევნებზე კრწანისის ოლქში გამოყენებულ ბიულეტენებთან შედარებითაც.
ბიულეტენები დაიბეჭდა შესაბამისი წესით შერჩეულ სამ სტამბაში და ამ პროცესს აკვირდებოდნენ ცესკოს წევრები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები. ბეჭდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია იყო საჯარო“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ხელშეკრულება იხილეთ ბმულზე: tenders.procurement.gov.ge
1730308956
ახალი ამბებიწალენჯიხაში ძმამ ძმა დაჭრა
წალენჯიხის სოფელ მედანში 55 წლის კაცმა 60 წლის ძმა სანადირო თოფით დაჭრა. არსებული ცნობით, კაცი მუცლის არეში მსუბუქად დაიჭრა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღ...
1730305211
საზოგადოება„ეზოში ტრაქტორი იყო დაქოქილ მდგომარეობაში და მიერთებული ჰქონდა ცისტერნა...“ - რას იხსენებს 30 წლის პარასპორტსმენი
პარასპორტსმენი გიორგი ხიზანიშვილი 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა ტაიკვანდოში. მასზე რეპორტაჟი გადაცემაში „შუადღე“ მოამზადეს, სადაც იგი საკუთარ ისტორიასა და მიღწევებზე საუბრობს. „ყველაფერი კარგად მა...
1730304510
საზოგადოება366 საარჩევნო უბნიდან კენჭისყრის შედეგები უცვლელი დარჩა 334 საარჩევნო უბანზე, რაც გადათვლილი საარჩევნო უბნების 91,25%-ს შეადგენს - ცესკო
„საოლქო საარჩევნო კომისიებმა 29 ოქტომბერს, კანონმდებლობის შესაბამისად, წილისყრით გამოვლენილი 366 საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალეს. 366 საარჩევნო უბნიდან კენჭისყრის შედეგები უცვლელი დარჩა 334 საარჩე...
1730299935
ჰოროსკოპი„მომდევნო ერთი თვის განმავლობაში წინ წამოიწევს საკუთარი თავის სწორად დანახვის და წარსულის გააზრების სურვილი“ - რამაზ გიგაურის პროგნოზი
ასტროლოგი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებსაც. ამჯერად იგი 1-ელი ნოემბრის ახალმთვარეობასა და ზოდიაქოს ნიშნებზე მისი ტენდენ...
1730298375
საზოგადოებაცესკო კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით გავრცელებულ სხვადასხვა ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია, საზოგადოების ზუსტი ინფორმირების მიზნით, ეხმაურება სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებულ რამდენიმე ინფორმაციას, რომელსაც, ცესკოს თქმით, დაინტერესებული მხარეები საარჩევნო...