ზოდიაქოს ამ 4 ნიშანზე 20 ოქტომბრის სავსემთვარეობა გავლენას მოახდენს - ნახეთ, ხართ თუ არა სიაში
20 ოქტომბერს სავსემთვარეობაა. ასტროლოგი დავით ნიბლაძე ამ პერიოდში გამბედაობის გამოჩენისა და საკუთარი ინტერესების დაცვისკენ მოგიწოდებთ. მისივე თქმით, ეს სავსემთვარეობა განსაკუთრებულად ვერძზე, კირჩხიბზე, სასწორსა და თხის რქაზე იმოქმედებს.
„20 ოქტომბერს სავსე მთვარეა.
ამ სტატიას საბერძნეთში, კონკრეტულად ათენში ყოფნისას ვწერ და არ შემიძლია, ბერძენი ფილოსოფოსის, არისტოტელეს ცნობილი ფრაზით არ დავიწყო:
„ამქვეყნად გამბედაობის გარეშე ვერაფრის გაკეთებას შეძლებ. ღირსების შემდეგ გამბედაობა გონების ყველაზე დიდი თვისებაა.“
რატომ ეს სიტყვები? იმიტომ, რომ სავსე მთვარის დროს მთვარე ყველაზე გამბედავი ნიშნიდან, ვერძის 28-ე გრადუსიდან დაუპირისპირდება მზეს სასწორში ამავე დროს, ვერძის მმართველი პლანეტა მარსი თავადაა ჩართული სავსე მთვარესთან ასპექტში, რაც მის ბუნებას უფრო ძლიერსა და ინტენსიურს გახდის.
ვერძს მარსი მართავს, პლანეტა, რომელიც უკავშირდება ინიციატივას, ბრძოლას, საკუთარი პრინციპების დაცვას, აგრესიას, იმპულსურობასა და თითქმის ყველაფერს, რაც შეგვიძლია, ცეცხლს დავუკავშიროთ. ვერძი თავისი ბუნებით ერთ-ერთი ყველაზე ექსპრესიული და გამბედავი ნიშანია, რომელიც საუკეთესოდ გამოხატავს მარსის ბუნებას.
მარსი მოქმედებისა და მოტივაციის პლანეტაა, მეომრის სულისკვეთების მატარებელია და ბოლომდე იბრძვის საკუთარი მიზნებისთვის. უფრო ღრმად თუ ჩავწვდებით მარსის არსს, ის გვაძლევს შიშზე გამარჯვების ძალას და უნარს, გავრისკოთ, გადავდგათ თამამი ნაბიჯები და წინასწარ ბევრი ფიქრის გარეშე, უბრალოდ ვიმოქმედოთ. დავფრინავთ თუ მიწაზე ვეცემით, მარსი გვეხმარება, რომ მოძრაობა გავაგრძელოთ და არ გავჩერდეთ.
მარსის გავლენა სავსე მთვარის დროს საკმაოდ ძლიერია. მისი ენერგიის დადებითად გამოხატვის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ მარსიანული უშიშარი ხასიათი და გავბედოთ ის, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვბედავდით, გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და გადავდგათ თამამი ნაბიჯები. თუ მის იმპულსურ და უკონტროლო ხასიათს ავყვებით და წინდაუხედავად ჩავებმებით კონფლიქტებში, ვიქნებით აგრესიული, უხეში და უტაქტო, ამ შემთხვევაში მის ნეგატიურ ხასიათს გამოვავლენთ. ასეთ დროს მთავარია, აგრესიისა და ბრაზის კონტროლი შევძლოთ. აქ ისევ არისტოტელეს სიტყვებს გავიხსენებ: „გაბრაზება ყველას შეუძლია, ეს ძალზე იოლია, მაგრამ გაბრაზება მასზე, ვისზეც საჭიროა, როცა საჭიროა და იმ მიზეზით, რომლითაც საჭიროა, ყველას არ შეუძლია.“
მარსთან ერთად აქტუალურია პლუტონიც, რომელიც სავსე მთვარის დროს შექმნილი ტაუ-კვადრატის წვეროს წარმოადგენს (კვადრატები მზესთან, მარსთან და მთვარესთან).
ეს ასპექტები თავისუფლების მზარდ სურვილს, დაძაბულობას ურთიერთობებში, ცვლილებებთან დაკავშირებულ იმპულსურად მიღებულ გადაწყვეტილებებსა და დაუცველობის შეგრძნებას გვაძლევს. პლუტონი ტრანსფორმაციული ენერგიის მატარებელია, რომლისთვისაც ნგრევა, განადგურება, წაშლა და სიკვდილი ახლის შექმნისა და შენების აუცილებელი წინაპირობაა. ასეთი ასპექტი ხშირად დიდი ხნის ჩაბუდებულ ემოციებს, წყენას, ბრაზს თუ სხვა შეგრძნებებს ააქტიურებს და გარეთ გამოაქვს აგრესიული ფორმებით. ეს კომბინაცია ვულკანსაც კი შეიძლება შევადაროთ, იმდენად დიდია მისი ფეთქებადი ხასიათი. პლუტონის ძლიერი ზემოქმედების დროს როგორც წესი, მძაფრად ვგრძნობთ, რომ რაღაც უნდა შევცვალოთ, ამ დროს ვაღიარებთ, რომ რაღაც ისე ვერ არის, ზედმეტია ან პირიქით, გვაკლია. როდესაც აქვეა მარსი და მას სავსე მთვარის ენერგიაც ემატება (და ცალკე აღებული ესეც არაა ნაკლები), ვიღებთ სცენარს, სადაც საკმაოდ მაღალია ტემპი, აგრესია, საკუთარი სიმართლის მტკიცების ტენდენცია, ეგოების ჭიდაობა, ძველი დაგროვილი წყენისა და ბრაზის ამონთხევის უკონტროლო სურვილი და ძალაუფლების უხეშად გამოყენების მცდელობა. მართალია, ასეთ დროს რთულია თავშეკავება და თვითკონტროლი, მაგრამ კონფლიქტებისა და ომის გაჩაღების ნაცვლად, ჯობია, ჭკვიანურად, დიპლომატიურად და სტრატეგიულად მივუდგეთ ნებისმიერ საკითხს. წინააღმდეგობა, მეამბოხე ხასიათი და ბრაზი საკმაოდ აქტუალურია. მთავარია, სწორი მიმართულებით და ზომიერად გამოვიყენოთ მარსი-პლუტონის ერთობლივი ხასიათი.
წინა პერიოდს თუ გადავავლებთ თვალს, როდესაც საკმაოდ ბევრი რეტროგრადული პლანეტა გამოვიარეთ, საკმარისი დრო გვქონდა, შიგნით, საკუთარ თავებში ჩაგვეხედა და აღმოგვეჩინა ჩვენში ის მხარეები, რაც ცვლილებას საჭიროებს. ოქტომბერში ჯერ პლუტონმა, შემდეგ სატურნმა, იუპიტერმა და მერკურმა უკვე გაასწორეს მოძრაობა. რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა დროა, წინ ვიყუროთ და მოქმედება-აღსრულებაზე გადავიდეთ. საუბარი გამბედაობაზე შემთხვევით არ დამიწყია. სავსე მთვარის დროს მარსის, მზისა და მთვარის ჰარმონიული ასპექტები იუპიტერთან ხელს შეგვიწყობს მეტი ენთუზიაზმით, რწმენითა და თავდადებით ვიმოქმედოთ. გავბედოთ ჩვენი სურვილების გამოხატვა, მიზნებისთვის ბრძოლა, წინ სიარული და იქამდე მოძარაობა, სანამ დანიშნულების ადგილამდე არ მივალთ.
თუ ზემოთ ხსენებულ ყველა ასპექტს შევაჯამებთ და სინთეზურად შევაფასებთ ენერგიებს, ერთი მხრივ მივიღებთ საკმაოდ ფეთქებად-საშიშ პერიოდს და მეორე მხრივ, შანსს, მოვიხსნათ ბლოკები და მეტი გამბედაობითა და შემართებით შევავსოთ ყველა დანაკლისი ჩვენს ცხოვრებაში.
ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ სავსე მთვარე ბალანსის მნიშვნელობასა და საჭიროებას შეგვახსენებს. შენს პირად რუკაში რომელ სახლებშიც მოხვდება ვერძისა და სასწორის 28-ე გრადუსი, სწორედ იმ სახლების შესაბამის სფეროებში დაგჭირდება მეტი ბალანსი.
სავსე მთვარის ენერგიას მეტ-ნაკლებად ყველა ვიგრძნობთ, თუმცა თუ შენს რუკაში მზე, მთვარე, პლანეტები ან კუთხოვანი სახლები კარდინალური ნიშნების (ვერძი, კირჩხიბი, სასწორი, თხის რქა) ბოლო გრადუსებშია, სხვებთან შედარებით მეტად იგრძნობ მის გავლენას.
უშუალოდ სავსე მთვარისა და მარსი-პლუტონის ზუსტი კვადრატის დღეებში (19-23 ოქტომბერი) განსაკუთრებით დიდი სიფრთხილით გვმარებს ავტომობილის მართვა, მჭრელ, ცეცხლსასროლ საგნებთან და ფეთქებად ნივთებთან ურთიერთიერთობა. კონფლიქტების ნაცვლად ჯობია, სიმშვიდე შევინარჩუნოთ და მეტი დიპლომატია გამოვიჩინოთ“, - წერს ასტროლოგი.
1730981437
საზოგადოებაკომპანია Pro V&V-ის განცხადებით, პარლამენტის არჩევნებზე დაკვირვება წარმატებით დასრულდა და Pro V&V-ს პრობლემები არ გამოუვლენია
ამერიკულმა კომპანია Pro V&V-მ პარლამენტის არჩევნებზე ჩატარებული შესაბამისობის აუდიტის მესამე, ბოლო ეტაპის საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩატარ...
1730981327
სოციალური მედიაქეთევან ხატიაშვილი შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს
ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი და დავით კაჭარავა მშობლები ცოტა ხნის წინ გახდნენ. მათ ბიჭი შეეძინათ, რომელსაც ილია დაარქვეს. ქეთი შვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ერთად ვარჯიშობენ. გარდა ა...
1730981136
მსოფლიოროგორ აღნიშნა ციხეში დაბადების დღე Puff Daddy-მა - გავრცელდა მენიუს ფოტო
ცნობილმა რეპერმა Puff Daddy-მ 55 წლის იუბილე ციხეში აღნიშნა. მუსიკოსი და ყველაზე დიდი წვეულებების ავტორი, საკუთარ დაბადების დღეს ბრუკლინის იზოლატორში შეხვდა, ასევე უცხოურ მედიაში გავრცელდა ფოტო, თუ რო...
1730977746
სოციალური მედია„მიყვარხარ“ – როგორ გამოიყურებოდნენ მაკა ასათიანი და თეონა თავართქილაძე ბავშვობაში
ლეგენდარული ფეხბურთელის, რეზი არველაძის ცოლი, დიზაინერი თეონა თავართქილაძე სოციალურ ქსელში საკულტო სილამაზის მქონე მოდელ მაკა ასათიანთან ერთად გადაღებულ ბავშვობის ფოტოს გვიზიარებს. „მიყვარხარ“, – წერ...
1730975110
სოციალური მედია„ამერიკელი ზრუნავს მხოლოდ ამერიკაზე და აინტერესებს მხოლოდ ის, როგორ გამოიყენოს სხვა ქვეყნები სათავისოდ!“ - ნუკა არველაძე ტრამპზე
აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატმა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ამ დროისთვის მან მან ამომრჩეველთა კოლეგიის 276 ხმა მიიღო, რაც გამარჯვებისთვის საკმარისია. ტრამპის კონკურენტმა...