ცნობილი იტალიელი ასტროლოგის კვირის ჰოროსკოპი

გთავაზობთ, ცნობილი იტალიელი ასტროლოგის, პაოლო ფოქსის კვირის ჰოროსკოპს
18 ოქტომბერი - 24 ოქტომბერი
ვერძი - ვალდებულებები, რომელთა აღებაც მოგიწევთ, იმდენია, რომ გაფრთხობთ, ამასთანავე გამოწვევების წინაშეც დაგაყენებთ, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ 2022 წლის მაისიდან მომდევნო ორი წელი, საოცრად კარგი იქნება თქვენი ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის, ამიტომ სჯობს ახლა გაუძლოთ და შემდეგ შედეგით დატკბეთ. რეიტინგში მეცხრე ადგილს იკავებთ, მაგრამ ბევრი რამ თქვენს ხელშია რომ სიის სათავეში მოექცეთ.
კურო - თითქოს უძრავ მდგომარეობაში იმყოფებით. ისეთი შეგრძნება გაქვთ, რომ არაფერი ხდება და მუდმივად ელით ხვალინდელ დღეს, მაგრამ ეს მდგომარეობა დიდ ხანს არ გაგრძელდება. მთავარია, თავად მოინდომოთ საკუთარ ცხოვრებაში ცვლილებები. სიყვარულის მხრივ ცოტა იფრთხილეთ, რადგან შეიძლება ამ პერიოდში კუროს სასიყვარულო ურთიერთობებს წერტილი დაესვას.
ტყუპები - ამ კვირის ასტროლოგიურ რეიტინგში, მესამე საპატიო ადგილს იკავებთ. ვარსკვლავები წარმატებას გპირდებიან და მომავალი რამდენიმე დღე, კიდევ უფრო დაგეხმარებიან წინსვლაში, ამიტომ გამოიყენეთ ეს პერიოდი ინიციატივებისთვის. კიდევ უფრო გაგიმართლებთ სიყვარულში, თქვენგან დამოუკიდებლად ისეთ წინადადებას მიიღებთ, რომელსაც ვერც კი წარმოიდგენდით.
კირჩხიბი - რეიტინგში ბოლო ადგილზე ხართ, მაგრამ ეს ნუ შეგაშინებთ, მიიღეთ როგორც გაფრთხილება, რომ მომავალი კვირა იმაზე პოზიტიური იყოს, ვიდრე მიმდინარეა. ამისთვის ნერვულ სისტემას უნდა გაუფრთხილდეთ, არ აჰყვეთ პროვოკაციას და ნუ ჩაერთვებით კონფლიქტები.
ლომი - წინა ორ კვირასთან შედარებით, როდესაც ლომები მთელი თავისი ბრწყინვალებით იყვნენ ასპარეზზე წარმოდგენილნი, მიმდინარე პერიოდი შედარებით უღიმღამო და პესიმისტურია, შესაძლოა ეს გამოწვეული იყოს კონკრეტული ურთიერთობის დასასრულით. სატურნი გაბრკოლებთ, მაგრამ თქვენი მებრძოლი ბუნება გიშველით.
ქალწული - კვირას ოპტიმალურად დაიწყებთ. მერკური სტიმულს გაძლევთ, ვენერა კი ნოემბრის თვიდან გააქტიურდება. ყოველ ახალ წამოწყებას, იქნება ეს საქმიანი თუ სასიყვარულო, პოზიტიური გაგრძელება მოჰყვება. გაგიჩნდებათ უფრო მეტის გაკეთების სურვილი, მიეცით თავს მოქმედების საშუალება, რადგან ამ კვირაში თქვენი პოტენციალი გაორმაგებულია.
სასწორი - ეს თქვენი კვირაა, ასტროლოგიურ რეიტინგში პირველ პოზიციას იკავებთ. განსაკუთრებით პირად ურთიერთობებში ელოდეთ სიახლეებს. თუ მარტო ხართ, შესაძლოა სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდეს ის ადამიანი, რომელსაც ელოდით და გაუცნობიერებლად ეძებდით.
მორიელი - რეიტინგში, მეხუთე პოზიციას იკავებთ. ეს არის პერიოდი, როდესაც გარშემომყოფებს იმაზე მეტ სივრცეს უთმობთ თქვენს ცხოვრებაში, ვიდრე საჭიროა, ან იმსახურებენ. ამან კი, შესაძლოა გადაგღალოთ, თუმცა, თქვენთვის შედეგი უფრო მნიშვნელოვანია. მორიელებისთვის თვის ბოლო კვირა, მიმდინარესთან შედარებით, გაცილებით პოზიტიური იქნება.
მშვილდოსანი - ეს პერიოდი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სასიყვარულო ურთიერთობების მხრივ. ვისაც პარტნიორი ჰყავს, ურთიერთობა ახალ და გაცილებით უფრო რომანტიკულ ფაზაში გადავა, ვინც ჯერ კიდევ თავისუფალია, სიახლეებს ელოდეთ.
თხის რქა - ბოლოსწინა პოზიციამ რეიტინგში, არ უნდა შეგაშინოთ. ეცადეთ ძალების აღდგენას დაუთმოთ ეს პერიოდი, რადგან გადაღლილი გაქვთ რაც მოქმედებს როგორც პირად, ასევე საქმიან ურთიერთობებზე. წლის ბოლოდან სიახლეებს ელოდეთ.
მერწყული - შესანიშნავ მეორე პოზიციაზე ხართ, ეს არის პერიოდი, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ იმ მიზნების და გეგმების განხორციელების დასაწყებად, რომლებიც დიდი ხანია გონებაში გაქვთ. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან.
თევზები - მართალია ამ კვირაში მერვე პოზიციას იკავებთ, მაგრამ ეს კვირა მაინც ძალიან კარგი იქნება საქმიანი თვალსაზრისით. რასაც ვერ ვიტყვით სასიყვარულო ურთიერთობებზე, რადგან ვენერა ისევ ცოტა კონტრაშია თქვენს ნიშანთან, თუმცა ნოემბრიდან პირადი ურთიერთობებიც დასტაბილურდება.
1741266370
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7830 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7858 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...
1741264392
მსოფლიოტრამპის ადმინისტრაცია ამერიკაში მყოფი 240 ათასი უკრაინელისთვის სამართლებრივი სტატუსის გაუქმებას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკაში მცხოვრები 240 ათასი უკრაინელისთვის სამართლებრივი სტატუსის ჩამორთმევას გეგმავს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. საუბარია იმ უკრაინელებზე, რომლე...
1741261938
მსოფლიოპუტინმა აშშ-ში რუსეთის ახალ ელჩად ალექსანდრე დარჩიევი დანიშნა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ში ახალი ელჩი, ალექსანდრე დარჩიევი დანიშნა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთს ელჩი ამერიკაში 2024 წლის ოქტომბრიდან არ ჰყავდა. 18 თებერვალს საუდის არა...
1741261815
საზოგადოებაიაგო ხვიჩია - იმედი მაქვს, ჩვენი კოლეგები, რომლებიც უკვე არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, დარჩებიან ამ პოზიციაზე და არ გადაიფიქრებენ
იმედი მაქვს, ჩვენი კოლეგები, რომლებიც უკვე არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, დარჩებიან ამ პოზიციაზე და არ გადაიფიქრებენ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. ხვიჩიას თქმი...
1741257625
საზოგადოებაგია ვოლსკი: სალომე ზურაბიშვილი თავისი პიროვნების აქტუალობის წამოწევის მცდელობებით დაიტანჯა
„სალომე ზურაბიშვილი თავისი პიროვნების აქტუალობის წამოწევის მცდელობებით დაიტანჯა. 2022 წლიდან მოყოლებული, ყოველდღიურად ცდილობს, როგორმე ოპოზიციას სათავეში ჩაუდგეს და სააკაშვილი ჩაანაცვლოს, როგორც კოლექ...