"აგრესიული და დაბოღმილი ადამიანები, ვერასდროს ხდებიან წარმატებულები - როგორ ვმართოთ აგრესია?!” - ინტერვიუ ფსიქოლოგთან

ბოლო დროს, ალბათ, ყველა ამჩნევს, რომ საზოგადოებაში აგრესიამ და ძალადობამ იმატა. საზოგადოებას აწუხებ ეს საკითხი, რადგან ნეგატიური ემოციები, მუდმივი დაძაბულობა თავისებურად მოქმედებს ადამიანების ყოველდღიურობაზე. ქუჩაში, ზოგჯერ ოჯახშიც კი, ადამიანებისთვის სიძულვილის ენით საუბარი თითქოს ნორმად იქცა და გრჩება შთაბეჭდილება, რომ განსაკუთრებული მონდომებით ვლანძღავთ ერთმანეთს. სოციალურ ქსელებში ეს ყველაზე ნათლად ჩანს. ალბათ, ბევრ ჩვენგანს აწუხებს ფაქტი, რომ მარტივად და უსაფუძვლოდ შეგვიძლია მორალური ზიანის მიყენება ერთმანეთისთვის. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ რა იწვევს ადამიანებში აგრესიას ფსიქოლოგ ხათუნა მუზაშვილს ვესაუბრეთ.

- რა იწვევს  სოციუმში დაუფარავ,  ძლიერ აგრესიას, რასაც არც თუ ისე იშვიათად ვაწყდებით ჩვენს ყოველდღიურობაში?

- თუ  დავაკვირდებით, ადამიანებს აქვთ არა დაუფარავი, არამედ  უფრო შენიღბული აგრესია.  თითოეული ადამიანი გულის სიღრმეში აცნობიერებს, რომ აგრესიის გამოვლენა კარგი არ არის, თუმცა,  ყველაზე დიდი პრობლემა  გარდა იმისა, რომ აგრესია არსებობს,  არის  დანაშაულის განცდა, რომელიც  ადამიანს ეუფლება, როდესაც ის აკეთებს რაღაც ისეთს,  რომელსაც თვლის,  რომ არ უნდა აკეთებდეს.  მე  ცოტა სიღრმეში ჩავალ და ვიტყვი, რომ ზოგადად,  დანაშაულის განცდა ბავშვობიდან მოჰყვება ადამიანს,  ეს მომდინარეობს აღზრდიდან. დაუცველობის სინდრომი განაპირობებს  აგრესიის დაგროვებას, რომელიც ზრდასრულ ასაკში იჩენს თავს. ადამიანებმა არ იციან  როგორ გაართვან თავი  პრობლემებს, როგორ გაუმკლავდნენ  სტრესულ სიტუაციებს, რომელშიც ხვდებიან და თავდაცვის მიზნით გამოხატავენ აგრესიას, ან ემართებათ აპათია და  არ აქვთ  რეაქცია. შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაფერი არის აგრესიის ფარული მიზეზები, რომლებიც  ხშირად  მოდის ბავშვობიდან.

- რამდენად აცნობიერებენ ადამიანები  თავიანთ წილ პასუხისმგებლობას, როდესაც ვხედავთ, რომ  საზოგადოებაში სიძულვილის ენით საუბარი ნორმად იქცევა?

- საზოგადოებას დავყოფდი ორ ნაწილად - ერთ  შემთხვევაში,  ადამიანი  აცნობიერებს,  რომ ის არის აგრესიული, ვერ აკავებს საკუთარ თავში ამ ნეგატიურ ემოციას  და აქვს სურვილი,  რომ  ეს მოაგვაროს და ამას თვლის  პრობლემად. არის საზოგადოების მეორე ნაწილი,  რომელსაც  თავად საკუთარი აგრესია არ აწუხებს.  ადამიანი, რომელიც ვერ აცნობიერებს, რომ ეს  პრობლემაა და  მოსაგვარებელია  მათზე, როგორც წესი, არანაირი რჩევა არ ვრცელდება  იმიტომ, რომ  მათ არ აქვთ გაცნობიერებული  პრობლემა, რომელსაც მოგვარება სჭირდება. საზოგადოების იმ ნაწილის მოთხოვნამ,  რომელიც აცნობიერებს ამ  პრობლემას და უნდა, რომ საკუთარ თავზე იმუშაოს,  განაპირობა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში,  რომ დღეს ჩვენ გვყავს უამრავი ფსიქოლოგი,  ქოუჩი, პიროვნული ზრდის ტრენერი. როგორ ვმართოთ  მოზღვავებული აგრესია, სტრესული სიტუაციები, როგორ გავიზარდოთ პიროვნულად  ეს საკითხები, დადგა ადამიანების ცხოვრების დღის წესრიგში.

ჩვენ ერთი კუთხით ვუყურებთ  იმას, რომ საზოგადოებაში აგრესია არის  ჭარბად,  მაგრამ  ამას მეორე დადებითი მხარეც აქვს.  ამ ყველაფერმა მოითხოვა  და გაჩნდა ტერმინი - პიროვნული ზრდა. ადამიანებს გაუჩნდათ სურვილი, გაიზარდონ პიროვნულად, თუნდაც  მართონ აგრესია საკუთარ თავში და  მინდა აღვნიშნო, იმ ტრენერების, ფსიქოლოგების წვლილი, რომლებიც  ასე ვთქვათ, საზოგადოების აღზრდაში  არიან ჩართულები და აქტიურად ეწევიან დადებითი ღირებულებების პროპაგანდას, რომლითაც ჩემ გარშემო  უამრავი ადამიანი ხელმძღვანელობს. ადამიანებს ვურჩევდი,  ჩაუღრმავდნენ საკუთარი ფსიქოტიპის შესწავლას და ისწავლონ მისი მართვა.  დღეს უკვე მარტივად შეიძლება წიგნებიც კი წავიკითხოთ ონლაინ რეჟიმში თავისუფლად  ძალიან სერიოზული ტრენერების და ფსიქოლოგების ვიდეოები ვნახოთ იუთუბზე,  მარტივად შეიძლება ორი გენიალური მენეჯერის, გუგლის და იუთუბის მეშვეობით  ადამიანებმა მოიპოვონ ინფორმაცია,  თუ როგორ უნდა მოაგვარონ ის კონკრეტული პრობლემა, რომელიც მათში აგრესიას იწვევს.

- აგრესიას თითქოს გადამდები, ჯაჭვური ეფექტი აქვს, როგორ აისახება ეს ყველაფერი მოზარდებზე?

- ბავშვებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ოჯახი. როდესაც  ცოლ-ქმარი გაღიზიანებულია, მათ  არ აქვთ ჰარმონიული ურთიერთობა,  მიუხედავად იმისა,  ვაჩვენებთ  თუ არა ბავშვებს  ღიად  ოჯახურ პრობლემებს,  ეს მაინც მოქმედებს მათზე.  შეიძლება ჩვენ გვეგონოს, რომ  ცალკე  ვიჩხუბებთ, ვიკამათებთ და  ბავშვს ამ ყველაფერს არ დავანახვებთ, მაგრამ არა, ასე არ არის.  ბავშვი  ამ  დაძაბულობას  გრძნობს. სამწუხაროდ, მინდა გითხრათ, რომ ხშირ შემთხვევაში ბავშვები დაუფარავად ხედავენ  არც თუ ისე სახარბიელო ურთიერთობას ოჯახის წევრებს შორის. გაღიზიანებული მშობელი ვერ  უთმობს ბავშვს დიდ  ყურადღებას, ვერ გამოხატავს სიყვარულს,  მას არ სცალია თავის დროზე მიუყურადოს ბავშვის თითოეულ მოთხოვნას თუ  მის განწყობებს. როცა ოჯახში ბავშვს არ აქვს ჯანსაღი გარემო, ის ითრგუნება.  ის რაც მასში ითრგუნება და  არის  გამოუხატავი, მომავალში, როგორ წესი,  ძალიან ხშირად ვლინდება  აგრესიის სახით.

-  რას ურჩევდით ადამიანებს, როგორ გაუმკლავდნენ აგრესიას საკუთარ თავში?

- ადამიანები, რომლებიც არიან აგრესიულები, დაბოღმილები, ისინი ვერასოდეს ხდებიან წარმატებულები. რამდენიც არ უნდა ვილანძღოთ,  ამით წინ ვერ წავიწევით  და სხვაზე წინ ვერ აღმოვჩნდებით. პირველი, როდესაც ადამიანი ძალიან გაღიზიანებული  და  აგრესიულია,  როდესაც ის სიძულვილის ენით საუბრობს,  რა თქმა უნდა,  თუ ეს გარკვეული  შავი პიარის პროექტის ნაწილი არ არის და  კონკრეტული როლი არ აქვს მორგებული, მაშინ მას  უამრავი დაავადება უგროვდება. ფსიქოსომატიკა არის  მიმართულება მედიცინაში და ფსიქოლოგიაში, რომელიც ემოციების, სტრესის შედეგად  გამოწვეული დაავადებების მიზეზს შეისწავლის. დაავადებების 92%  ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობებიდან  მომდინრეობს.  მოუკლო აგრესიას, ნიშნავს,  მეტი პატივი სცე შენს თავს  და არა მოსაუბრეს. ყველაზე მეტად ვისაც შეგვიძლი ჩვენი აგრესიით და სიძულვილის ენით ვავნოთ, ეს ვართ ჩვენ. საკუთარი თავს  ფიზიკურად ვავნოთ,  ეს ერთი,  მეორე - აგრესია  ეს ერთგვარად ხასიათის თვისებად ყალიბდება და ხასიათის თვისება, ფაქტობრივად, ქმნის შენს იღბალს  იმიტომ,  რომ შენი ხასიათის  თვისებების გამო, შეიძლება არ აგიყვანონ სამსახურში, არ ჩაგაბარონ პროექტი, არ დაგაწინაურონ,  ფაქტობრივად ის, რომ არ ვიმუშაო საკუთარ თავზე,  ვრისკავ იმით, რომ ფინანსურად წარუმატებელი ვიყო.

ხშირად, აგრესიის გამომწვევი მიზეზი, სითბოს და სიყვარულის ნაკლებობაა. ზოგჯერ  ხდება,  რომ  ბავშვობაში მშობლებმა არ იცოდნენ, როგორ გამოეხატათ სიყვარული ან  დედ-მამა ძალიან  მკაცრები იყვნენ,  ან იქნებ საერთოდ არ ჰყავდა მშობლები. ეს არის  ჩიხში შესული  ადამიანის პოზიცია და მინდა  ყველა იმ ადამიანს, რომელიც ძალიან გამწარებულია ცხოვრებაზე და ფიქრობს, რომ მას ცხოვრებაში არ გაუმართლა  და ეს ვინმეს ბრალია ან მთავრობის, ან ვიღაცის, ვისაც უფრო მეტი ნაცნობი ჰყავდა  და წინ წავიდა, ან  იმ ადამიანის,  ვინც,  მისი აზრით, მასზე უნიჭო იყო და მაინც  დააწინაურეს.

საკმარისია,  შევცვალოთ მიდგომები  ჩვენს ცხოვრებაში  და დავიწყოთ მუშაობა  საკუთარ თავზე,  ვკითხოთ საკუთარ თავს,  რა მტკივა მე,  მივუყურადოთ საკუთარ სულს,  აღვიქვათ  საკუთარი თავი ადამიანად,  რომელსაც სიყვარული სჭირდება და პირველ რიგში,  ჩვენივე თავის სიყვარული გვჭირდება და  მხოლოდ საკუთარი თავის შეყვარებით და პატივისცემით,  შეგვიძლია  გავიზარდოთ პიროვნულად,  ვიყოთ წარმატებულები,

ვუყვარდეთ ადამიანებს, ვიყოთ ფინანსურად უზრუნველყოფილები.  როდესაც ადამიანს, ფიზიკურად რაღაც სტკივა, ეს გამოწვულია იმით, რომ რომელიმე კონკრეტული ორგანო დაზიანებულა და ეს იწვევს ტკივილს,  აგრესიაც ასეა, ეს არის გამოხატული სიმპტომი, რომელიც მიუთითებს, რომ ადამიანის სული განიცდის ტკივილს, მას აკლია სიყვარული და მე ვურჩევ  ასეთ ადამიანებს,  რომ საკუთარი თავის სიყვარულით დაიწყონ.

ესაუბრა ელენე ფერაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1735310782

ახალი ამბები

მოსამართლემ აჩიკო მეფარიძე ძალადობისთვის 10 ათასი, ხოლო სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის 5 ათასი ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მომღერალი არჩილ მეფარიძე 15 000 ლარით დააჯარიმა - გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა შკუბულიანმა გამოაცხადა. მოსამართლემ მომღერალი ძალადობისთვის 10 ათასი, ხოლო სიცოცხლის მოსპ...

აჩიკო მეფარიძე

1735309709

სოციალური მედია

„ასე ტკბილად დაგვაბეროს უფალმა ერიც და ბერიც, გილოცავთ დამდეგს“ – ნატო გელაშვილი გოზინაყის მომზადების კადრებს აქვეყნებს

მომღერალი და კომპოზიტორი ნატო გელაშვილი „ფეისბუკში“სტატუსს ავრცელებს და სოციალური ქსელის გამომწერებს, მეგობრებს და მსმენელს დამდეგ ახალ წელს ულოცავს. სტატუსთან ერთად, მუსიკოსი გოზინაყის მომზადების ამს...

ნატო გელაშვილი

1735305157

საზოგადოება

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7943 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8021 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ვალუტის კურსი

1735301489

საზოგადოება

„ეს არის ურწმუნოება, უზრდელობა და უწიგნურობა“ - მამა ლევან ჯიქური ანჩისხატის ტაძრის ვანდალიზმის ფაქტზე

კასპში მოღვაწე სასულიერო პირი, მამა ლევან ჯიქური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ანჩისხატის ტაძარზე განხორციელებულ ვანდალიზმს ეხმაურება. მისი თმით, ადამიანი რომელმაც ტაძარს კვერცხები ესროლა „...

 მამა ლევან ჯიქური

1735300171

ახალი ამბები

პარტიების სახელმწიფო დაფინანსება და ოპოზიციის დილემა - ფული, როგორც ოპოზიციის მამოძრავებელი ძალა...

 ექსპერტი დავით ჩიხელიძე ეხმაურება ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილის მიერ, სახელმწიფო დაფინანსების მიღებაზე თანხმობას. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ეს მათი მხრიდან არჩევნების აღიარებ...

ფული