ილიას "მგზავრის წერილები" იტალიურ ენაზე გამოიცა

ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილებს“ უკვე იტალიელი მკითხველიც წაიკითხავს. იგი იტალიურ ენაზე მანანა ტოფაძე გოიმანმა თარგმნა. გამოცემა ორენოვანი, ქართულ-იტალიურია, რაც ძალიან მისასალმებელია.
საქართველოს მწერალთა სახლის მხარდაჭერით, წიგნი იტალიურმა გამომცემლობა Edizioni Il Saggio-მ გამოსცა. წინასიტყვაობის ავტორი ივანე ამირხანაშვილია, ხოლო გარეკანს, ბადრი ვადაჭკორიას გერგეტის სამების ფოტო ამშვენებს.
როგორც ჩვენთან აღნიშნული წიგნის მთარგმნელი, ქალბატონი მანანა ტოფაძე გოიმანი ინტერვიუში ამბობს, ნაწარმოების იტალიურ თარგმანზე მუშაობა უაღრესად სასიამოვნო იყო. ქალბატონი მანანა, ენათმეცნიერი, გერმანული და იტალიური ენების სპეციალისტი გახლავთ. ამჟამად, შვეიცარიის ქ. ბერნის უნივერსიტეტში მუშაობს, სადაც ქართული ენის კურსს უძღვება. ქართულ ენას ასწავლის ასევე ბერნის ქართულ საკვირაო სკოლაში.
მანანა ტოფაძე გოიმანი: ილია ჭავჭავაძის "მგზავრის წერილები" მთარგმნელის და გამომცემლის ერთობლივი ინიციატივითა და საქართველოს მწერალთა სახლის მხარდაჭერით გამოიცა.
- რა პრინციპით შეირჩა სწორედ ეს ნაწარმოები და რა დრო მოანდომეთ თარგმანზე მუშაობას?
- გასულ წლებში, არაერთი თანამედროვე ქართველი მწერალი ითარგმნა იტალიურად, რამაც ხელი შეუწყო იტალიელი მკითხველის ინტერესის გაღვივებას ქართული ლიტერატურის მიმართ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, დაინტერესებული მკითხველისათვის ქართული კლასიკური მწერლობის ნიმუში შეგვეთავაზებინა, ქართულ და იტალიურ ენებზე. „მგზავრის წერილების“ თარგმნა ჯერ კიდევ სტუდენტობისას განვიზრახე, რადგან ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ნაწარმოებია. გარდა ამისა, ნაწარმოებში წამოჭრილი საკითხები დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც ილიას ეპოქაში.
- სად შეიძლება წიგნის შეძენა და ხომ არ გეგმავთ მის პრეზენტაციას იტალიაში?
- წიგნის შეძენა შესაძლებელია როგორც გამომცემლობის ვებგვერდზე, ასევე წიგნის მაღაზიებშიც. იგეგმება მისი პრეზენტაცია იტალიაში.
ესაუბრა ნინა მამუკაძე
1741096076
მსოფლიოსერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის ყუმბარები და ცრემლსადენი აირი გაუშვეს, დაშავებულია ორი დეპუტატი
სერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის ყუმბარები და ცრემლსადენი აირი გაუშვეს. დაშავებულია ორი დეპუტატი. მედიის ცნობით, ერთ-ერთ მათგანს გულის შეტევა დაემართა და ამჟამად მისი მდგომარეობა...
1741096008
მსოფლიო„დროა, აშშ-მა დატოვოს ალიანსი“ - ზოგიერთი რესპუბლიკელი და ილონ მასკი აშშ-ის ნატოდან გასვლას ემხრობიან - fox news
ზოგიერთი რესპუბლიკელი და ილონ მასკი აშშ-ის ნატოდან გასვლას ემხრობიან. ამის შესახებ ტელეკომპანია „ფოქს ნიუსი“ იტყობინება. სენატორმა მაიკ ლიმ საჯაროდ დაუჭირა მხარი მსგავს იდეას. ლონდონში ნატოს მოკავშირე...
1741095905
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება ერთ-ერთი ამოცანაა და ამ კუთხით შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა
ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება არის ერთ-ერთი ამოცანა და ამ კუთხით ზოგადად შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, – ამის შე...
1741095859
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - სამი წელი რასაც ვამტკიცებდით, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია იღებს
რასაც ჩვენ ვამტკიცებდით გასული სამი წლის განმავლობაში, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომელსაც იღებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, – ა...
1741095797
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჩვენი დამაკავშირებელი, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლ...