91 წლის იტალიელი ჯინა, იღბლიანი ემიგრანტი და საშობაო სუფრა ქართველებისთვის - სამი ამბავი იტალიიდან

ქალები საქართველოდან - ასე ვასათაურებ, ჩემს მორიგ წერილს და მინდა იმ ამბების შესახებ მოგიყვეთ, რომელიც მადლიერების გამოხატვასთან, პატივისცემასთან, უცხო ადამიანების შეყვარებასა და მათზე ზრუნვას ეხება. 

ემიგრაციას თავისი კანონები აქვს, ამ კანონების შესახებ ვერცერთ წიგნში ვერ ამოიკითხავთ, გარდა იმ ადამიანების მონათხრობი ისტორიებიდან, რომელსაც ჩვენი თანამემამულეები უცხო მიწაზე ქმნიან. ისტორიას ორივე მხარე წერს და ეს ამბები ძალიან განსხვავდება სტანდარტული თავგადასავლებისგან. ჩვენ დღეს მოგიყვებით ორი სხვა და სხვა კულტურის, ტრადიციების და წეს-ჩვეულებების მქონე ადამიანების შესახებ, რომელთაც სიყვარული აერთიანებს. 

იტალიაში მყოფი, სამი ემიგრანტი ქალის ისტორია: 

ნანული ლურსმანაშვილი: 18 წლის წინ ჩამოვედი იტალიაში. მუშაობა დავიწყე ერთ-ერთ ოჯახში, დამხმარედ, 550 ევროდ. მესამე დღეს მითხრეს თვეში 600 ევროს გადაგიხდითო, თან ძვირფასი ტანსაცმელი მიყიდეს და 8-გრამიანი ოქროს საყურე მაჩუქეს. ერთ დღეს მითხრეს, რატომ ხარ მოწყენილიო? - ვუთხარი პროცენტი მაქვს გადასახდელითქო. დაურეკეს ქალიშვილს და რაც ვალი მქონდა ერთიანად გადამიგზანეს და შემდეგ 200 ევროს მიქვითავდნენ ყოველ თვეში ხელფასიდან. ერთი წლის შემდეგ 800 ევრო გამიხადეს ხელფასი, რაც იმ დროისთვის კარგ ხელფასად ითვლებოდა. ორი წლის შემდეგ  ხერხემალზე პრობლემა შემექმნა, თუმც ბევრი მატარეს ექიმებში, მაგრამ ბოლოს ოპერაცია გადაწყდა. ვუთხარი სხვა აიყვანეთ, მე აწი მუშაობას ვეღარ შევძლებთქო და მოვუყვანე სხვა ქალი. იმათ კი უთქვიათ ჩემზე, როგორც კი გამოჯანმრთელდება, შენ უნდა წახვიდეო, ამ პირობით მიუღიათ. 

ოპერაციამდე საავადმყოფოში ერთი თვე ვიწექი და ერთი დღეც არ ყოფილა რომ არ მოსულიყვნენ. ერთხელ ბებიას გოგომ დამირეკა, საღამოს 8 საათზე და მითხრა, ძალიან წვიმს, ახლა გამოვედი სამსახურიდან და ვერ მოვალ დღესო.  არ მოხვიდე, არაფერი არ მინდა-მეთქი. 9 საათი სრულდებოდა, გაიღო პალატის კარები და ბებიას გოგო დატვირთული შემოვიდა, გამიკვირდა და ვუთხარი რატომ მოხვედითქო? - რომ დაგემშვიდობე ტელეფონზე, ვიგრძენი ნაღვლიანი ხმა გქონდა და რა დამაძინებდა ამაღამ რომ არ მენახეო.

ოპერაციის დღეს ოთხივე და-ძმა, რძალი და სიძეები იყვნენ მოსულები, არაფრით არ ქნეს, სხვას ვერ ვენდობითო და ღამე ბებიას შვილი და რძალი დარჩა ჩემთან. საავადმყოფოში ყოველდღე მოდიოდნენ და თუ რომელიმე ქართველს ნახავდნენ, მოჰყავდათ ჩემს სანახავად. საავადმყოფოს პერსონალი ამბობდა, ამდენი მნახველი იტალიელს არ ჰყავსო. მთელი იმ ოჯახის სანათესავო მოდიოდა, დაბადების დღეც იქ გადამიხადეს, ოქროს საყურე და მობილური ტელეფონი მაჩუქეს და ოთახი სულ ცოცხალი ყვავილებით მომირთეს. საავადმყოფოდან, რომ გამოვედი, ორი კვირა ლოგინში მივლიდნენ და ოჯახიდან მაინც არ გამიშვეს.

შემდეგ შვილი დამიქორწილდა და გოგო გამითხოვდა და ორივესთვის ჩემოდნები გამომიწყვეს, რაც ახალ პატარძალს სჭირდებოდა, პირველ შვილიშვილს ოქროს სამაჯური და ფული გაუგზავნეს, საბუთი გამიკეთეს და პირველად საქართველოში რომ წავედი, 700 ევრო ბილეთში გადაიხადეს. 13 წელია რაც იმ ოჯახიდან წამოვედი, მაგრამ დღესაც ისე მივდივარ, როგორც საკუთარ ოჯახში. შობისა და დაბადების დღის საჩუქარს, დღემდე ისე მიგზავნიან, როგორც მათთან ყოფნის დროს და ყველაფერზე მეპატიჟებიან.

ერთ ოჯახში, რომში მხოლოდ ერთი თვე ვმუშაობდი, 93 წლის ბებიის მომვლელად სხვისი შვებულების ადგილზე. ბებია გარდაიცვალა და ოჯახმა არ გამიშვა და ერთი წელი მაინც დამტოვა თავისთან, თან საათები მიშოვა სამეზობლოში რომ სრული ხელფასი ამეღო, ამ ერთი წლის განმავლობაში, კარგი ძლიერი ოჯახი რომ ქალიშვილს გაამზითვებს, ისე მიყიდეს ყველაფერი. შემდეგ სხვა სამსახური ვიშოვე და გადავედი იმათგან, მაგრამ ორჯერ საქართველოში წასასვლელი ბილეთი მიყიდეს. საქართველოში ვიყავი და მოსაკითხად დამირეკეს, იცოდნენ ბინის ყიდვა რომ მინდოდა და რა ქენიო მკითხეს? ბინა ვიშოვე და 10 ათასი ევრო მაკლიათქო, ვერც სესხის გაკეთებას ვასწრებ, უკვე ვბრუნდებითქო. შენ წამოდი, არაა პრობლემა, მაგ ფულს ჩვენ გადმოვაგზავნითო და მეორე დღეს ჩემ შვილს გადაურიცხეს და რომ მინდოდა ვალის გადახდა დამეწყო, ასე მითხრეს ჯერ ბინას მიხედე, მაგი მერე მოგვეცი რომ მოგრჩესო.

ლია უკლება: ჯინა, ჩემი იტალიელი "შაბათის" ბებიაა, რომელსაც თვალები უცინის და სიცოცხლე უყვარს მიუხედავად იმისა, რომ მრავალი დაავადება აწუხებს და საერთოდ არა აქვს ყურთასმენა.
ჯინამ იცის, რომ იტალიური სამზარეულთი ვარ დაინტერესებული. თავად მანტოვადან ( ჩრდილოეთ იტალიიდან) არის და ცდილობს მისი კუთხის კერძები შემასწავლოს.
შაბათს, მივედი თუ არა მეუბნება, დაჯექი მაგიდასთან რაღაც უნდა გაგასინჯოო. ვხედავ, პატარა თეფშზე
თითქოს ნაცნობი გემრიელობა იწონებს თავს!
ერთი კვირაა მოხუცთა სახლში ხილს მხოლოდ ყურძენს გვთავაზობენ, რომლის ჭამაც მე არ შემიძლია. წამოვიღე სახლში დავმარცვლე, გამოვწურე, ვადუღე ცოტა ფქვილთან და შაქართან ერთად, მანტოვაში შუგოს ეძახიან და როგორც ტკბილს ისე მივირთმევთო - ღიმილით მითხრა.
- ვაიიიი ისე გამიხარდა ჩვენებური ფელამუშიიი!!!.... ჯინას შემოვეხვიე და გადავკოცნე. ძალიან გაუხარდა.
- ხომ კარგი რამე გასწავლეო!..
როგორ გინდა გაუმხილო ბებოს, რომელიც ერთი კვირა ყურძენს აგროვებდა ჩემთვის, ფელამუშისა და ჩურჩხელას ქვეყნიდან რომ მოვდივარ!...
....შემდეგ ინტერნეტით ვაჩვენე, ჩვენც ვაკეთებთ საქართველოში-თქო. ძალიან მოეწონა ჩურჩხელები.
გაისად, შვებულება რომ გექნება, ერთად წავიდეთ საქართველოში, მასწავლე ჩურჩხელას გაკეთება, შუგოს კეთება კი ვიცი და შემდეგ ბიზნესი დავიწყოთ რომშიო!....
- გაისამდე მაცოცხლა-მეთქი! - მინდოდა მეთქვა, მაგრამ დროზე დავაჭირე ენას კბილი... ჩემს თავზე გამეცინა, ამის თქმას მინდოდა ბებოსთვის, რომელსაც საქართველოს და თვალიერება, გაცნობა სურს, ახალი საქმე უნდა რომ ისწავლოს და სიახლეებისთვის გულის და გონებას კარი ღიად აქვს!...
მისი ენთუზიაზმი და დადებითი ენერგია მეც გადმომედო და ვეუბნები:
- საქართველიშიც წავალთ, ჩურჩხელას კეთებასაც გასწავლი და კარგ ქართველ „ყმაწვილზე“ ჯვარსაც იფსკვნი და ქორწილსაც გადავიხდი-თქო!...
- ბებომ გულიანად იცინა.
- მაგ საკითხში შენ თვითონ მიხედო თავს ის ჯობიაო!... მე ამ ეტაპზე ბიზნესი მაინტერესებს და დანარჩენზე შემდეგო!...
მაგიჟებს ჯინას უვადო პერსპექტიული გეგმები! ის ხომ ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ 91 წლისაა.
14 წლისას მუშაობა დაუწყია თამბაქოს ფაბრიკაში. დღესაც ყოველ დილით 6 საათზე იღვიძებს, ვარჯიშობს, აქვს უამრავი ჰობი. თეატრის მოყვარული მსახიობია, ძალიან კარგად კითხულობს პოეზიას. რა თქმა უნდა ამას ყველაფერს უკვე შენელებული ტემპით აკეთებს მაგრამ მაინც.... მანქანით მანამდე დაქრიალებდა რომის ქუჩებში სანამ კარაბინერებმა არ დააკავეს, მანქანა არ ჩამოართვეს და მართვის მოწმობა მაკრატლით შუაზე არ გადაუჭრეს.....და თან აქტში ჩაუწერეს:
- ქალბატონს ყურში არ ესმის ,რომ მანქანა აღარ უნდა ატაროს გადატანითი კი არა პირდაპირი მნიშვნელობითო!...
ჯინა თანახმაა ურთულესი ოპერაცია გაიკეთოს, ოღონდაც სმენა დაიბრუნოს, მაგრამ ჯერჯერობით ვერცერთი ქირურგი ვერ დაითანხმა ასაკის გამო... ასე რომ არასოდეს თქვა არასოდეს! ამას საკუთარ თავს ვეუბნები ხოლმე, როდესაც დეპრესია " შემომაფრინდება" და არ გაწყენდათ თუკი თქვენც გაითვალისწინებდით!...

ანა ჩიტაური: კარგი მოგონებების მეტი რა მაქვს... მე და ჩემს სამეგობროს ოჯახი გვაპურებდა. პირველ შობას, შვიდი ქართველი ქალბატონისთვის რესტორანი დაჯავშნეს და თანხაც მათ გადაიხადეს. როცა მათთან ვმუშაობდი, უმუშევარი ქართველი ქალბატონების სახლში მიყვანის ნებას მაძლევდნენ, რა თქმა უნდა უსასყიდლოდ. სანამ სამსახურს არ იშოვიდნენ ჩვენთან ცხოვრობდნენ და საკვებითაც უზრუნველყოფდნენ. მას შემდეგ 4 წელი გავიდა და დღემდე ვმეგობრობთ, კავშირი არ გაგვიწყვეტია. 

ავტორი: ხათუნა შარაძე/იტალია

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 ემიგრანტები იტალიიდან: „როდესაც მონა თავის საზიზღარ ბატონს აქებს, ამაზე გულის ამრევი არაფერია“... „ავუხსენი რომ საკმაოდ განვითარებული, მაგრამ უხელფასო ქვეყნიდან ვართ გამოქცეული“...

📌 „თანხა რომ დამეფარა, სასწრაფოდ მომიხდა ქვეყნის დატოვება“ - ემიგრანტი ჟურნალისტის ბლოგი

📌 ემიგრანტი იტალიაში - “ქართველები ვართ და არ შეიძლება ერთმანეთს ვებრძოდეთ ამ უცხო მიწაზე”

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741018163

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია

 პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...

სოზარ სუბარი

1741015622

საზოგადოება

გია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული

საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...

გიორგი ვოლსკი

1741013705

ახალი ამბები

გურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა

 გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...

გურია

1741013624

მსოფლიო

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...

ააა

1741012666

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო

 გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...

ფრიდრიხ მერცი