„ბადანტემ“ იმ მოხუცზე “იქორწინა”, რომელსაც უვლიდა და ქონება უკანონოდ მიითვისა

ტარანტოელი მოხუცი, რომელსაც მეხსიერების პრობლემები აქვს, საკუთარი მომვლელისა და მისი მეგობარი მამაკაცის თაღლითობის მსხვერპლი გახდა.

გამოძიების თანახმად, ქალმა მარტოხელა მოხუცი ქვრივის ნდობით და ჯანმრთელობის მდგომარეობით ისარგებლა და უკანონოდ მიითვისა სახლი, მანქანა და დაახლოებით 200 000 ევრო.

„ბადანტეც“ და მისი მეგობარი მამაკაციც პოლიციამ უკვე დააკავა და მათ აღკვეთის ღონისძიების სახით, შინაპატიმრობა აქვთ შეფარდებული. მოსამართლის მიერ გაიცა ბრძანებულება, რომლის თანახმადაც წყვილს სასწრაფო წესით უნდა ჩამოერთვას 200 000 ევრო.

გამოძიებას მსვლელობა მას შემდეგ მიეცა, რაც პოლიციაში საჩივარი დაზარალებულის ძმისშვილმა შეიტანა. ქალმა მოხუცს ნელ-ნელა ყველა ნათესავი ჩამოაცილა, ძმისშვილს კი სახლში სტუმრად მისვლაც კი აუკრძალა და ბიძას მისი ტელეფონის ნომერი დაუბლოკა.

მიუხედავად იმისა, რომ „ბადანტეს“ ჰყავდა მეგობარი მამაკაცი, იგი 2020 წლიდან ოფიციალურ ქორწინებაში, სწორედ საკუთარ დამსაქმებელთან ფიქსირდებოდა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, მოხუცმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. ასევე არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ სახლი რომელშიც ცხოვრობდა, საკუთარი მომვლელისთვის, ხოლო მანქანა მისი შვილისთვის ჰქონდა „ნაჩუქარი“. ასევე ხელი ჰქონდა მოწერილი მეორე მანქანის ყიდვის შესახებ, რომლის ღირებულებაც 56 000 ევრო გახლდათ. ქალი ყოველთვე რეგულარულად იღებდა მოხუცის პენსიას, 2000 ევროს ოდენობით.

აგრეთვე მომვლელს ხელი მიუწვდებოდა საბანკო ანგარიშებზეც, საიდანაც საერთო ჯამში 94 000 ევრო გამოიტანა. ასევე საბანკო ბარათის საშუალებით გადახდილი იყო საკომისიოები, ჯამში 81 000 ევრო.

ახლა „ ბადანტესა“ და მის მეგობარ მამაკაცს, ჩადენილის გამო, კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევთ.

წყარო: Repubblica.it

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 იტალიური ენის უფასო კურსები ემიგრანტებისთვის - ქალაქების მიხედვით

🔵  ქართველი მარიამი და იტალიელი ჯორჯა - გოგონა მინიშნებების სამყაროდან

🔵 როგორ დავუკავშირდეთ, ქალაქ ბარიში არსებულ, საქართველოს გენერალურ საკონსულოს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740948274

საზოგადოება

მორწმუნეებისთვის დღეიდან დიდმარხვა იწყება

დღეიდან დიდმარხვის პირველი კვირა იწყება. მორწმუნეებისთვის დიდმარხვის პირველი შვიდეული მკაცრია. პირველი ოთხი დღის განმავლობაში ტაძრებში, სხვა მსახურებასთან ერთად, წმინდა ანდრია კრიტელის ლოცვა იკითხება,...

ტაძარი

1740946142

სპორტი

ქართველი მოჭიდავე გიორგი მელია საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირის ვიცე-ჩემპიონია

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში 2025 წლის სეზონის მეორე სარეიტინგო ტურნირი მიმდინარეობს. ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი მელიამ (97 კგ) ფინალური შეხვედრა ბულგარელ კირილ მილენოვ მილოვთან...

გიორგი მელია

1740946076

სპორტი

იური ლომაძემ სარეიტინგო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა, საქართველო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა

ტირანაში მიმდინარე საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დღეს მედლები დარჩენილ ექვს წონით კატეგორიაში გათამაშდა. იური ლომაძე (72 კგ) შეჯიბრების გამარჯვებული გახდა. ვახტანგ ლოლუა (5...

იური ლომაძე

1740945188

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ქართული მხარის პოზიციონირება სრულიად თანხვედრაშია იმასთან, რაც აშშ-დან გვესმის

მხარდაჭერასთან დაკავშირებით ალბათ, უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, ვინ როგორ ხედავს უკრაინის მხარდაჭერას. ვისთვის ეს არის მეტი იარაღი და მეტი ცეცხლი და ვისთვის ეს არის მშვიდობა და სამშვიდობო პროცესის მხა...

მაკა ბოჭორიშვილი

1740940821

მსოფლიო

მაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ ზელენსკი „გონს უნდა მოეგოს“ და მადლიერების ნიშნად მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდეს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „გონს უნდა მოეგოს“ და მადლიერების ნიშნად მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს, წინააღმდეგ შემთ...

მაიკ ჯონსონი