ქართველი მარიამი და იტალიელი ჯორჯა - გოგონა მინიშნებების სამყაროდან

იტალიაში პატარა ქალაქის, ერთ პატარა ქუჩაზე დავსახლდით. ადგილობრივი სოციუმისთვის - შეუმჩნეველი, ხოლო დამხვდური თანამემამულეთათვის ახალი უცნობები. ემიგრაციის გამომწვევ მიზეზებზე საუბარს, მას შემდეგ შევეშვი, როცა სიტყვა - „ნუ, ეგრეც არ იქნებოდა", - მოვისმინე. იმ წუთიდან მივხვდი, რომ აქაც ჩემი თავი უნდა შემექმნა, მაგრამ საზოგადოების ორი განსხვავებული სეგმენტისთვის, იტალიელებისა და ევროპაში მცხოვრები ქართველებისთვის.

ემიგრაცია, არა რიგი და ყველაზე აქტუალური საკითხების, არამედ მორალის და ღირსების განცდის ქონის გამო გადავწყვიტეთ. კონკრეტული შემთხვევის, კონკრეტულ მიზეზთა გამო, თუმცა არჩევანით გამოწვეული დანაკარგი, მეტია შეძენილ გამოცდილებაზე!!!

გადავწყვიტეთ და იტალიის „ქუსლში“ აქილევსივით დავიდეთ ბინა. სუსტი წერტილების გამო, ცხოვრება ხშირად გვამარცხებდა, მაგრამ აქაურმა ზღვისპირა და მარილიანმა კლიმატმა, ყველა ჭრილობები ნელ-ნელა მარმარილოსავით გადააქცია.

პატარა ქალაქის, პატარა ანტიკურ ქუჩას, სადაც ვცხოვრობდით, Pierto Di Giorgo- ს სახელი ჰქონდა მინიჭებული. ცხოვრება ამ პატარა ქუჩიდან დავიწყეთ და როცა მარიამი სკოლის მოსწავლე გახდა და ჩვენ არ შეგვეძლო მას სასწავლო პროცესში დავხმარებოდით, მოხდა ისე, რომ დამხმარე მასწავლებელი სახელად, Giorgia ვიპოვეთ. ახლაც მახსოვს ქუჩისა და მასწავლებლის სახელებთან დაკავშირებული პარალელით მიღებული, რაღაც მშობლიურის განცდა - GEORGIA, რომელსაც მინიშნებების ანგელოზს ვეძახდი.

GIORGA LAERA - მარიამის დამხმარე მასწავლებელი, ჯორჯა მარიამის მეგობარი და გოგონა, რომელმაც მარიამის ცნობიერი სამყარო იტალიურ ენაზე გაუღო. ჯორჯამ ასწავლა ანბანი, ასწავლა კითხვა, ასწავლა წესები, ასწავლა ბრძოლა, გარემოს სიყვარული და ყველაზე მთავარი - მან, მარიამს, მის ქვეყანაში სწორ გზაზე სიარული ასწავლა.

ჯორჯა და მარიამი სკოლაში ერთად მიდიან, ერთად ბრუნდებიან და ერთად სწავლობენ იტალიურს, ინგლისურს, მათემატიკას, ისტორიას, გეოგრაფიას, სამოქალაქო განათლებას, მუსიკას, მეცნიერებას და დამკვიდრებას იქ, სადაც ნაკლებად გელოდებოდნენ.

პ.ს. ეს ფოტო სამსახურში მიმავალმა გადავუღე. ვხედავ, კაფე-ბარის წინ სხედან და მარიამი დილის საუზმეს მიირთმევს... და მე მშვიდად გავაგრძელე გზა, სრულიად მშვიდად, რადგან ის ჯორჯასთან ერთად იყო!
გოგონა მინიშნებების სამყაროდან Giorgia Laera მე შენ მიყვარხარ!

ავტორი: ხათუნა შარაძე

მსგავსი თემები:

⭕ ქართველი ემიგრანტი იტალიაში, სიმსივნით დაავადებული ქალების დონორი გახდა

იტალიური წარმატება ქართულად - „უკვე მოვაწერე ხელი კონტრაქტს და ორი წლით „გავიყიდე“ (ექსკლუზივი)

იტალიიდან საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტის ისტორია

მე მიშას დროს ვარ წამოსული და ვიზაში 4500 ევრო მაქვს გადახდილი და მეცაო, მაგრამაო კმაყოფილი ვარ ჩემი ქვეყნის ჯიბეში რომ წავიდა ეს ფულიო

"მინდა გაგიზიაროთ ჩემი ემიგრანტული სიხარული"

 

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743964062

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია Byline Times-ის სტატიაზე: ეს არის იმ საცეცების და ფესვების ნამუშევარი და ნახელავი, რომელიც ძალიან ღრმად აქვს გადგმული ეგრეთ წოდებული „დიფ სთეითს“

 ეს არის იმ საცეცების და ფესვების ნამუშევარი და ნახელავი, რომელიც ძალიან ღრმად აქვს ეგრეთ წოდებული „დიფ სთეითს“, გნებავთ „გლობალური ომის პარტია“ დაარქვით, რომელსაც ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ტრამპი და მი...

ირაკლი კირცხალია

1743961730

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი - რადიკალური ოპოზიციის უუნარობის ამსახველი, დამამტკიცებელი, არგუმენტებით გაჯერებული სცენები იხილა საზოგადოებამ - კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველოში რადიკალიზმს გასაქანი არა აქვს

 მოცემულობა იყო ამორფული, როდესაც აქტიური აგენტი ზურაბიშვილი, პასიურ აგენტ სააკაშვილის დიდი ბანერის ფონზე ცდილობდა არარსებული გეგმის პრეზენტაციას, რაც ისევ უგეგმობაში გადაიზარდა საბოლოო ჯამში და სტვენ...

პოლიტიკოსები

1743958867

ახალი ამბები

თეა წულუკიანი: ეს დგას ამ კომისიის მიღმა, რომ საზოგადოებამ დაინახოს, სად და რა პირობებში გვიწევდა ჩვენ ყველას ყოფნა 2003-2012 წლებში და როგორ შევიდა მაშინდელი დანაშაულებრივი რეჟიმი პრაქტიკულად ყველა ოჯახში თავისი ბინძური ხელებით

 სწორედ ეს დგას ამ კომისიის მიღმა, რომ საზოგადოებამ დაინახოს ის, თუ სად და რა პირობებში გვიწევდა ჩვენ ყველას ყოფნა 2003-2012 წლებში და როგორ შევიდა მაშინდელი დანაშაულებრივი რეჟიმი პრაქტიკულად ყველა ოჯ...

თეა წულუკიანი

1743956546

ახალი ამბები

თბილისის რამდენიმე უბანში, 7 აპრილს, წყალი 6-10 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართი

 GWP-ის ინფორმაციით, 7 აპრილს თბილისის რამდენიმე უბანს წყალი შეუწყდება. კომპანიის განმარტებით, სამგორის რაიონში დაგეგმილია აუცილებელი ტექნიკურ სამუშაოების ჩატარება. ასევე წყალი შეზღუდვით მიეწოდება ჩუღ...

წყალი შეწყდება

1743953662

მსოფლიო

წყალდიდობის გამო ბრაზილიის ორ ქალაქში, მათ შორის რიო-დე-ჟანეიროში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

 წყალდიდობის გამო ბრაზილიის ორ ქალაქში, მათ შორის რიო-დე-ჟანეიროში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 24 საათის განმავლობაში რეგიონში რეკორდული რაოდენობის ნალექი დაფიქსირდა, რამაც წყალდიდობასთან ერთად...

წყდიდობა