"ბადანტეს" მომზადებულმა სადილმა, მოხუცის სიცოცხლე შეიწირა

რამდენიმე დღის წინ კომოზე ტრაგედია მოხდა. „ბადანტეს“ უწყინარმა ქმედებამ, იმ მოხუცი მამაკაცის სიცოცხლე შეიწირა, რომელსაც უვლიდა, ხოლო მოხუცის მეუღლე საავადმყოფოში მოხვდა. სიკვდილს ებრძვის თავად ბადანტეც.
ყველაფერი კი სოკოს გამო მოხდა, რომელიც მომვლელმა სახლთან, ახლოს ტყეში შეაგროვა. როგორც ჩანს, ქალმა ერთმანეთისგან ვერ გაარჩია შხამიანი და ჩვეულებრივი სოკო. შეგროვებული სოკოთი სადილი მოამზადა, რომელიც მთელმა ოჯახმა მიირთვა. სულ მცირე ხანში, ოჯახის უფროსმა, 86 წლის ჯამპაოლო მაურიმ თავი შეუძლოდ იგრძნო. მამაკაცი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის კლინიკაში შეყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. მძიმედ არის მისი მეუღლეც, რომელიც ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. თავად „ბადანტეს“ მდგომარეობა კი იმდენად რთულია, რომ მას დიდი ალბათობით ღვიძლის გადანერგვა დასჭირდება.
წინასწარი ინფორმაციით, საუბარია „ამანიტას“ ჯიშის სოკოზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი და მომაკვდინებელი სოკოა და ყველაზე მოხმარებადი და საკვებად ვარგისი ჯიშებისგან, რთულად გასარჩევია.
1741018163
ახალი ამბებისოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...
1741015622
საზოგადოებაგია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული
საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...
1741013705
ახალი ამბებიგურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა
გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...
1741013624
მსოფლიოზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...
1741012666
მსოფლიოფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...