მოხუცი "ბადანტეს" ძვირფასეულობის მოპარვაში ადანაშაულებს

ფლორენციაში 96 წლის ქვრივი, კარლა ტონელო გაქურდეს. ფაქტი ერთი თვის წინ მოხდა. მოხუცს მოჰპარეს ყველანაირი ძვირფასეულობა: ოქროს საათები და ყელსაბამები, ბრილიანტის ბეჭდები და საყურეები , ყველაფერი რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში აგროვა. „განსაკუთრებულად გული ოქროს მედალზე მწყდება რომელიც ჩემმა მეუღლემ ძალიან ბევრი წლის წინ, მიზანში სროლაში მოიგო.
კარლას მეუღლე, ვირჯილიო ბიგაცი, რომელიც საჰაერო ძალების მაღალჩინოსანი იყო, წლების წინ გარდაიცვალა და ქალისთვის მის მიერ ნაჩუქარი სამკაულები იმაზე ძვირფასი იყო, ვიდრე მათი რეალური ღირებულებაა.
მოხუცი დარწმუნებულია, რომ ძვირფასეულობა „ბადანტემ“ მოჰპარა, რომელმაც მომხდარი, თავის მხრივ, ექთანს დააბრალა. „დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩემი „ბადანტეს“ გაკეთებულია. ერთ დღეს, როდესაც სახლის საქმეს აკეთებდა, დაიჟინა, რომ დასასვენებლად წავსულიყავი. ახლა ვხვდები, რომ ისარგებლა ჩემი არყოფნით და ჩემი ნივთები მიისაკუთრა. თვალდახუჭული ვენდობოდი, რასაც ძალიან ვნანობ“, განუცხადა კარლა ტონელომ ჟურნალისტებს. ქალმა მომხდარის შესახებ კარაბინერებს შეატყობინა, საქმეც აღიძრა, გაიჩხრიკა მომვლელის საცხოვრებელიც, მაგრამ ძვირფასეულობის კვალს, დღემდე ვერ მიაგნეს.
1741018163
ახალი ამბებისოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...
1741015622
საზოგადოებაგია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული
საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...
1741013705
ახალი ამბებიგურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა
გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...
1741013624
მსოფლიოზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...
1741012666
მსოფლიოფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...