ექსკლუზივი: ყველაზე მსხვილმა იტალიურმა სპორტულმა გამოცემამ Corriere dello Sport-მა, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დაწერილ სტატიაში საქართველო “დიდი დედა რუსეთის” ნაწილად მოიხსენია

გვინდა ჩვენს მკითხველს, ერთი ძალიან უსიამოვნო ფაქტის, შესახებ მივაწოდოთ ინფორმაცია. ამ ეტაპზე გაურკვეველია, ეს დაუდევრობის ბრალია, თუ განზრახ ქმედებაა. ექსკლუზივის რედაქციას, ინფორმაცია აღნიშნული ფაქტის შესახებ იტალიელმა ისტორიკოსმა და მწერალმა ფრანჩესკო ტრეჩიმ მოგვაწოდა. საუბარია, იტალიის ყველაზე მსხვილ სპორტულ გამოცემა Stadio-Corriere dello sport-ზე. სტატიაში, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ეძღვნება, მძიმე დეზინფორმაციაა გასული. კონკრეტულად კი, საქართველო მოხსენიებულია როგორც "დიდი დედა რუსეთის ნაწილი, რომელიც ჯერ ისევ კრემლის ორბიტაზეა".
სანამ ჩვენი ქმედითი რეაქციის შესახებ გიამბობდეთ, როგორც ემიგრანტი ჟურნალისტი, თავს ვალდებულად ვთვლი მცირე შესავალი გავაკეთო.
ხვიჩა კვარაცხელია - სახელი და გვარი, რომელიც თითოეული ქართველისთვის და განსაკუთრებით იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის სულ მცირე დროში, საოცრად ახლობლად იქცა. მათი უმრავლესობა, უპირობოდ Napoli-ს ქომაგი გახდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იქ ხვიჩა, ქართველი ოქროს ბიჭი, ქართული და ახლა უკვე იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავი თამაშობს.
რამდენიმე დღის წინ, იტალიური სპორტული რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში ვხსნი, თუ რატომ აქვთ ქართველ ემიგრანტებს და ზოგადად ქართველებს, ხვიჩას თითოეულ წარმატებულ ნაბიჯზე ასეთი მძაფრი ემოცია. რომ ქართველის წარმატება, არა ერთი ქართველის, არამედ მთელი ერის წარმატებად მიიჩნევა და მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა და მცირე ერი ვართ, გვაქვს უზარმაზარი ისტორია, ანტიკური ფესვებით, ჩვენი დამწერლობით, ენით, ფოლკლორით, რომელსაც გარკვეული მიზეზების გამო ჯერ კიდევ კარგად არ იცნობს მსოფლიო და ხვიჩასნაირი წარმატებული ქართველები, როგორც ჩემი კოლეგა ხათუნა შარაძე აღნიშნავს, სწრაფი მოქმედების ელჩები არიან ქვეყნის სახელის მსოფლიო ასპარეზზე გასატანად.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ხვიჩასადმი მიძღვნილ სტატიაში საქართველოს რუსეთის ნაწილად ხილვა, მსუბუქად რომ ვთქვათ შოკის მომგვრელია. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ისტორიის მსგავსი დამახინჯება, უნებლიე შეცდომაა და არა მიზანმიმართული ქმედება.
ჩვენ სასწრაფოდ გავუგზავნეთ აღნიშნულ სპორტული გამოცემის რედაქციას წერილი, სადაც შესაძლებლობის ფარგლებში დეტალურად ვუხსნით რომ საქართველოს რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელმაც დამოუკიდებლობა 1991 წელს დაიბრუნა 70-წლიანი კომუნისტური წყობის შემდეგ. მიმდინარე წელს კი იტალიამ და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე ოფიციალურად აღნიშნეს.
გამომცემლობასთან გაგზავნილი წერილის შინაარს ქვემოთ გთავაზობთ. იმედია, მათი მხრიდან მყისიერი და სათანადო რეაქცია მოჰყვება.
თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ჩვენს მკითხველს აუცილებლად ჩავაყენებთ საქმის კურსში.
ავტორი ნინა მამუკაძე
იტალია, ფლორენცია
Stadio-Corriere dello Sport-ისთვის გაგზავნილი წერილი:
Gentile Redazione “Stadio-Corriere dello Sport”,Sono Nina Mamukadze, giornalista e capo-redattrice della testata giornalistica georgiana “ExclusiveTV.ge” in Italia, nel ringraziarvi per l’attenzione dedicata al nostro paese e al giocatore Kvicha Kvarastkhelia, Vi scrivo al fine di potere rettificare la grave imprecisione contenuta nell’articolo a firma di Andrea Antonioli che avete pubblicato in data odierna sul vostro quotidiano. Nel suddetto articolo l’autore afferma che la Georgia è “parte della Grande Madre Russia e tutt’ora nell’orbita del Cremlino”, tale affermazione è completamente errata nonché lesiva della reputazione del nostro paese, la Georgia ha una propria lingua e un proprio alfabeto che risalgono a oltre 2300 anni fa e non ha nessun legame etnico né culturale con la Russia. Fu conquistata attraverso una dolorosa guerra e immessa nell’Unione Sovietica ma ripeto non condivide con la Federazione Russa né tradizioni né affinità linguistiche e/o etniche. Dal 1991 è un paese indipendente e parte del Consiglio d’Europa. Attraverso questo validissimo giocatore la Georgia ha la possibilità di farsi conoscere meglio al pubblico italiano con la speranza però di dare agli italiani le informazioni corrette per comprendere bene questa meravigliosa terra.Sicura di una vostra comprensione e ringraziandovi ancora per l’attenzione dedicata vi chiedo di rettificare quanto scritto.
Cordialmente,
Nina Mamukadze
P.S. Uno speciale ringraziamento a Francesco Trecci per averci segnalato questa informazione scorretta
1743537867
სპორტიკვარაცხელია საფრანგეთის თასის მატჩს ავადმყოფობის გამო ტოვებს
ხვიჩა კვარაცხელია ვერ მოხვდა „პარი სენ-ჟერმენის“ სამატჩო განაცხადში საფრანგეთის თასის ნახევარფინალში, რომელშიც პარიზელები „დიუნკერკს“ ხვდებიან. ფრანგული ტელეკომპანია RMC Sport-ის ცნობით, პსჟ-ის ქართვე...
1743533541
მსოფლიოთეთრი სახლი: დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია როგორც ვოლოდიმირ ზელენსკით, ასევე ვლადიმირ პუტინით
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია როგორც ვოლოდიმირ ზელენსკით, ასევე ვლადიმირ პუტინით. „შემიძლია გავიმეორო ის, რაც პრეზიდენტმა გ...
1743530468
საზოგადოებაბათუმის „დინამომ“ „დინამო თბილისი“ დაამარცხა
ეროვნულ ლიგაში პირველი ტურის გადადებული შეხვედრა ბათუმში გაიმართა – ბათუმის „დინამომ“ „დინამო“ თბილისი 1:0 დაამარცხა. „ბათუმი არენაზე“ შეკრებილმა შვიდი ათასამდე გულშემატკივარმა საინტერესო შეხვედრა იხი...
1743530218
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: მივმართავ იმ ახალგაზრდებს, ხომ გაფრთხილებდით? მიხვედით იქამდე, რომ ტაშს გაკვრევინებდნენ გუშინ ბელადის პლაკატებზე?
მე მივმართავ იმ ახალგაზრდებს. გუშინ კიდევ ერთხელ დარწმუნდით თუ არა, რომ ე.წ. თვითმარქვია პრეზიდენტის უკან სააკაშვილის, ამათი ბელადის აფრიალებული დროშები თუ პლაკატებია, - განაცხადა დიასპორისა და კავკას...
1743523722
მსოფლიოაშშ-ის სახაზინო მდივანი - აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა ირანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთში მოქმედ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ირანს იარაღის შეძენაში ეხმარებიან
აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა ირანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთში მოქმედ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ირანს იარაღის შეძენაში ეხმარებიან. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დ...