ExclusiveTV-ი ხვიჩა კვარაცხელიას ავტომობილის ქურდობის ფაქტზე, იტალიაში პოლიციის პრეს-სამსახურს დაუკავშირდა

ხვიჩა კვარაცხელიას მანქანის ქურდობის ფაქტზე, სოციალურ ქსელებში არაერთი, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება, მათ შორის ცნობადი პირების მიერ. მოგეხსენებათ, ExclusiveTV-ის ოფიციალური წარმომადგენლობა ჰყავს იტალიაში. ჩვენ რამდენიმე საათია კონტაქტზე ვიმყოფებით პოცუოლის კომისარიატთან, (სადაც ხვიჩა კვარაცხელიამ ქურდობის ფაქტზე საჩივარი შეიტანა) ვესაუბრეთ მთავარ კომისარს და მოგვიანებით ქვესტურის პრეს-სამსახურს. ამ ეტაპზე პოლიცია პრესასთან დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს.

შექმნილი ვითარებიდან, საქმის რეზონანსულობიდან და თემის დელიკატურობიდან გამომდინარე, სასურველია, კონკრეტული ადამიანების, თუ ჯგუფების დადანაშაულებისგან თავი შევიკავოთ, რადგან შესაძლოა ამ ყველაფერმა გაცილებით რთული და კონფლიქტური ხასიათი მიიღოს. ExclusiveTV-ი საქმის მსვლელობას თვალს მიადევნებს და ოპერატიულად მოგაწვდით ინფორმაციას.

შეგახსენებთ, რომ Napoli-ს ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას ავტომობილს, მოპარვიდან რამდენიმე საათში ტრენტოლა დუჩენტაში, კაზერტას პროვინციაში, ქურდობიდან რამდენიმე საათში მიაგნეს. ავტომობილი კარგ მდგომარეობაშია ნაპოვნი. პირველადი ინფორმაციით, ქურდებმა მანქანა ხვიჩას საცხოვრებელ სახლიდან გვიან ღამით მოიპარეს. ფეხბურთელი ქურდობის მომენტში სახლში იმყოფებოდა, მაგრამ საეჭვო არაფერი შეუმჩნევია. ამოიღებულია სათვალთვალო ტელეკამერების ჩანაწერები, პოლიცია ამ ეტაპზე, დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს.

ნინა მამუკაძე, სპეციალურად იტალიიდან

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744722546

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7544 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7545 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

ლარის კურსი

1744718990

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ამომრჩეველს დავპირდით, რომ 2025 წელს დასრულდებოდა, როგორც ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, ისე დასრულდებოდა „ნაცმოძრაობა“ საქართველოში, ამ პირობას აუცილებლად შევასრულებთ

„ჩვენ დავპირდით ჩვენს ამომრჩეველს, რომ 2025 წელს დასრულდებოდა, როგორც ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, ისე დასრულდებოდა კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული...

ლევან მაჭავარიანი

1744717794

ახალი ამბები

თბილისში დაკარგული ბავშვები იპოვეს

თბილისში დაკარგული ბავშვები - ბარბარე ლაფაჩი და თეკლა ხომასურიძე იპოვეს. არსებული ცნობით, დაკარგული ბავშვები გლდანში იპოვეს. „ჩემთან ერთად არიან დაკარგული ბავშვები და დამიკავშირდნენ მშობლები. ვერ გწერ...

არსებული ინფორმაციით, თბილისში დაკარგული ბავშვები იპოვეს

1744716027

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ვასწორებთ იმ პოლიტიკურ, თუ ძალიან დიდ საზოგადოებრივ შეცდომას, რაც წინა ხელისუფლებამ დაუშვა, როდესაც ქართული ენა გარიყა და აკადემიური სივრციდან გააგდო

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი უმაღლეს სასწავლებლებში, ბაკალავრიატზე ქართული ენის სწავლების აღდგენის საკითხს გამოეხმაურა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობი...

ლევან მახაშვილი

1744714934

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმაზე: „ქართული ოცნების“ პირობებში, ერთადერთი შემთხვევა იყო, აგენტურული ქსელის თანამონაწილის, გახარიას მეთაურობით, სადაც, საოკუპაციო ხაზმა გადმოიწია, მისი მიზანი შეიარაღებული დაპირისპირების გამოწვევა იყო

„ღიმილისმომგვრელია, როდესაც ამ ქმედებას ვინმემ შეიძლება მისცეს შეფასება და დაარქვას ამას დაუფიქრებელი ქმედება, განსაკუთრებით იმ სხდომის შემდეგ და მისი პასუხების შემდეგ, ყველა ეპიზოდზე, მათ შორის, ჩორჩ...

 ირაკლი კირცხალია