გაგრძელდება თუ არა, პანდემიასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა იტალიაში

ხვალ, 14 დეკემბერს გადაწყდება, მოაწერს თუ არახელს იტალიის პრემიერ-მინისტრი, მარიო დრაგი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ ახალ დეკრეტს.
ქვეყნის ორი ყველაზე დიდი პარტია, M5S და Partito Democratico, ვადის გახანგრძლივების მომხრეები არიან. M5S-ის ლიდერი და ქვეყნის ყოფილი პრემიერი ჯუზეპე კონტე აცხადებს, რომ პანდემიის ახალი, მეხუთე ტალღისა და ახალი შტამის „ომიკრონის“ ფონზე, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება, ყველაზე ლოგიკური სვლაა. ამ მოსაზრებას ბოლომდე არ იზიარებს Lega Nord-ის ლიდერი მატეო სალვინი. მისი აზრით, გადაწყვეტილების მიღება ნაჩქარევია და ბოლო მონაცემებს უნდა დაელოდონ. რაც შეეხება Fratelli d’Italia-ს, მისი ლიდერის ჯორჯა მელონის თქმით, საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელება, მოსახლეობის აბუჩად აგდებაა, რადგან წარმოუდგენელია საგანგებო მდგომარეობა გრძელდებოდეს ორი წელი. ის შეიძლება დააწესო თავიდან, როდესაც შექმნილი მდგომარეობის გამო, არ იცი როგორ მართო სიტუაცია, მაგრამ პანდემიის დაწყებიდან ორი წლის თავზე, ნორმალურ ხელისუფლებას, უკვე უნდა შეეძლოს სიტუაციის მართვა.
შეგახსენებთ, რომ არსებული დეკრეტის საფუძველზე, იტალიაში საგანგებო მდგომარეობა, 31 დეკემბრამდე გრძელდება. ახალი დეკრეტით მთავრობა მის გახანგრძლივებას მარტამდე აპირებს.
მაინც რატომ არის ასე მნიშვნელოვანი დარჩება თუ არა ძალაში საგანგებო მდგომარეობა? გეტყვით რომ მსგავს პირობებში ხელისუფლებას ყველა ბერკეტი აქვს რომ ნებისმიერ დროს დააწესოს და მოხსნას შეზღუდვები, შემოიღოს კომენდანტის საათი, შეზღუდოს გადაადგილება რეგიონებსა და ქალაქებს შორის, დასაქმებული მოსახლეობა გადაიყვანოს „სმარტვორქინგზე, ხოლო მოსწავლეები და სტუდენტები ონლაინ სწავლებაზე და ასე შემდეგ.
ნინა მამუკაძე
1740822105
მსოფლიო„ლელოს“ ლობისტი ამერიკაში: დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო - ბევრი ადამიანი ისმინებოდა შეურაცხმყოფლად, მაგრამ მათ შორის ზელენსკი არ იყო
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიტუაციაზე სამი ერთის წინააღმდეგ, დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო“, - წერს სოციალუ...
1740820052
ახალი ამბებიგურიაში შსს-ს მაშველები და საპოლიციო ძალები ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას განაგრძობენ
გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპოლიციო ძალები, რომლებიც დისლოკაციის 6 ადგილზე, სამაშველო შტაბებში არიან განთავსებულები, შ...
1740817706
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ დედოფლისწ...
1740816504
მსოფლიორუბიო: ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს ფიასკოსთვის
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან „თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებები თავის ფიასკოდ აქცია“. როგორც რუბიომ CNN...
1740814184
ახალი ამბები„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე“ - ირაკლი კობახიძე
„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე. გამოჩნდა ისიც, რომ გლობალური ომის პარტია და „...