“იტალია უკან დახევას არ აპირებს - რუსეთის დღევანდელი აგრესია 80 წლით უკან გვაბრუნებს. ” - მარიო დრაგი

იტალიის პრემიერ-მინისტრის მარიო დრაგის გამოსვლას სენატში, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს შეეხებოდა, სენატორები ტაშით შეხვდნენ. ExclusiveTV გთავაზობთ მარიო დრაგის სიტყვით გამოსვლის სრულ თარგმანს:
„რუსეთის უკრაინაში შეჭრა, გარდამტეხი მომენტია ევროპის ისტორიაში. ბოლო ათწლეულების განმავლობაში თავს ვიტყუებდით, რომ ევროპას ომი აღარ შეეხებოდა და რომ მეოცე საუკუნისათვის დამახასიათებელი საშინელი მოვლენები აღარ განმეორდებოდა და რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი მრავალმხრივი ინსტიტუციები, მუდამ დაგვიცავდა. მშვიდობას, კეთილდღეობას, უსაფრთხოებას, რომელიც ჩვენ ნორმად მივიღეთ, თაობებმა უდიდესი მსხვერპლის ფასად მიაღწიეს.
კადრები, რომლებიც კიევიდან, ხარკოვიდან, მარიპოლიდან და უკრაინის სხვა ქალაქებიდან, ჩვენამდე აღწევენ, ჩვენი ილუზიების დასასრულს ასახავს. უკრაინელი ხალხის და მათი პრეზიდენტის, ზელენსკის გმირულმა წინააღმდეგობამ ახალი რეალობა დაგვანახვა და დაგვაყენა ისეთი არჩევანის გაკეთების წინაშე, რომელიც რამდენიმე თვის წინ წარმოუდგენელი იყო. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო მთელი ჩემი, მთავრობისა და იტალიელების სოლიდარობა პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინის მთავრობისა და უკრაინის თითოეული მოქალაქის მიმართ.
ასევე მინდა გამოვხატო თანადგომა და მხარდაჭერა იმ 236 ათასი უკრაინელის მიმართ, რომლებიც იტალიაში ცხოვრობენ. იტალია მადლიერია იმ წვილილისთვის, რაც მის ყოველდღიურობაში შეგაქვთ. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ ამ მძიმე წუთებში.
რუსეთის დღევანდელი აგრესია 80 წლით უკან გვაბრუნებს, ვგულისხმობ ავსტრიის ანექსიას, ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციას და პოლონეთში შეჭრას. ეს არ არის თავდასხმა მხოლოდ ერთ თავისუფალ და სუვერენულ ქვეყანაზე, ეს არის თავდასხმა ჩვენი თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებზე და საერთაშორისო წესრიგზე, რომელიც ჩვენ ერთად შევქმენით. როგორც ისტორიკოსმა რობერტ კაგანმა თქვა, - "ისტორიის ჯუნგლები დაბრუნდა." ახლა, ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ მოვიქცევით. იტალია უკან დახევას არ აპირებს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვგმობთ პუტინის პოზიციას, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არ არის ბრძოლა რუსი ერისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ. ბევრი მათგანი არ ეთანხმება მთავრობის ქმედებებს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან, დაახლოებით 6, 000 ადამიანი დააკავეს საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობის გამო. მხოლოდ კვირას, ერთ დღეში 2, 700 ადამიანი იქნა დაკავებული. მე აღფრთოვანებული ვარ მათი გამბედაობით. კრემლმა უნდა მოუსმინოს ამ ხმებს და უარი თქვას საომარ გეგმებზე".
კიდევ ერთი შემაშფოთებელი სიგნალი მოდის მეზობელი ბელორუსიისგან, რომლის მოქალაქეებმა კვირას მხარი დაუჭირეს კონსტიტუციაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანას და გააუქმეს „ბირთვული პოლიტიკისგან თავისუფალი“ ქვეყნის სტატუსი. ეს შეიძლება გულისხმობდეს მზადყოფნას სხვა ქვეყნიდან მომავალი ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ.
NATO-ს მიერ აღმოსავლეთ ფლანგზე თავდაცვითი ზომების გაძლიერების ფონზე, პრეზიდენტმა პუტინმა მზადყოფნაში მოიყვანა რუსული შემაკავებელი ძალები, მათ შორის ბირთვული თავდაცვითი მოწყობილობა. ეს ძალიან სერიოზული ნაბიჯია პუტინის მხრიდან, მაგრამ ნათლად ჩანს, რომ უკრაინელების წინააღმდეგობა და დაწესებული სანქციები ეფექტურია.
უკრაინაში 2,300-მდე ჩვენი თანამემამულეა. 12 თებერვლიდან, ფარნეზინამ უკრაინაში მყოფ იტალიელებს ქვეყნის დატოვების რეკომენდაცია გაუწია კომერციული საშუალებებით. 24 თებერვლიდან, რუსული თავდასხმების დაწყების შემდეგ, ეს რეკომენდაცია შეიცვალა. უკრაინის დედაქალაქსა და მის შემოგარენში დარჩენილ ჩვენს თანამემამულეებს ვურჩიეთ, გამოიყენონ ჯერ კიდევ ხელმისაწვდომი საშუალებები, მათ შორის მატარებლები, ქალაქიდან გასასვლელად, რა თქმა უნდა, კომენდანტის საათის დაწყებამდე. დღის გარკვეულ მონაკვეთში კომენდანტის საათი არ მოქმედებს, მაგრამ ვითარება შესაძლოა შეიცვალოს სამხედრო ოპერაციების პროგრესის მიხედვით. ჩვენ გირჩევთ გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილის."
როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, მარიო დრაგის ამ სიტყვას სენატი ტაშით შეეგება. დღეს, 15:30 საათზე პრემიერს დეპუტატთა პალატაში ელოდებიან.
თარგმნა ნინა მამუკაძემ
წყარო: ANSA.IT
სხვა სიახლეები:
📌 „მასტერქარდმა“ რუსული ფინანსური ორგანიზაციების ნაწილი თავისი საგადასახადო ქსელიდან გათიშა
📌 იტალიამ საგანგებო მდგომარეობა წლის ბოლომდე გააგრძელა
📌 “ციკლის მიხედვით რუსეთ-უკრაინის ომი 11 მარტს დასრულდება, +/- 3 დღე” - რამაზ გიგაური
1741636941
მსოფლიოსირიის გარდამავალი მთავრობის ლიდერი აცხადებს, რომ ბოლო დღეების ძალადობა საფრთხეს უქმნის მის ძალისხმევას, რაც ქვეყნის გაერთიანებას გულისხმობს
სირიის გარდამავალი მთავრობის ლიდერი აჰმედ ალ-შარაა აცხადებს, რომ ალავიტების უმცირესობის წევრების მასობრივი მკვლელობა ემუქრება მის მისიას, რაც გულისხმობს ქვეყნის გაერთიანებას. ამის შესახებ ალ-შარაამ სა...
1741634633
სპორტი23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ლუკა ჩხიტუნიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში დასკვნით დღეს მედლები ხუთ წონით კატეგორიაში (61, 74, 86, 92 და 125 კგ) გათამაშდა. კონტინენტის პირველობის ფინ...
1741631454
ახალი ამბები27 აგვისტოს „ბლექ სი არენა“ Empire of the Sun-ს უმასპინძლებს
27 აგვისტოს „ბლექ სი არენის“ (Black Sea Arena) ეზოში მდებარე ფრონტ სტეიჯი (Front Stage) ავსტრალიურ მუსიკალურ პროექტს, Empire of the Sun-ს უმასპინძლებს. Glastonbury-ს, Coachella-ს, Lollapalooza-სა და ს...
1741631346
მსოფლიომარკო რუბიო - დაუჯერებელი იყო ის, რაც 28 თებერვალს თეთრ სახლში მოხდა, ვერ ვიჯერებდი, რასაც ვხედავდი, ვფიქრობდი, რომ ეს რეალური ვერ იქნება, მაგრამ იყო
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თქმით, მისთვის დაუჯერებელი იყო ის, რაც 28 თებერვალს თეთრ სახლში მოხდა. ჟურნალისტმა რუბიოს ჰკითხა დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის 28 თებერვალს ოვალურ...
1741629661
მსოფლიოილონ მასკი: X-ის წინააღმდეგ მიმდინარეობდა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს მასიური კიბერშეტევა
სოციალური ქსელი X-ის წინააღმდეგ მიმდინარეობდა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს მასიური კიბერშეტევა, - განაცხადა ილონ მასკმა. „ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით შეტევებს, მაგრამ [დღეს] ეს განხორციელდა დიდი რესურსებ...