კონკურსი იტალიაში მცხოვრები ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებისათვის, რომელსაც ქალაქ ბარიში არსებული გენერალური საკონსულო აცხადებს

ქალაქ ბარიში არსებული გენერალური საკონსულოს ინიციატივით, იტალიაში მცხოვრები ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებისათვის, შობის დღესასწაულთან დაკავშირებულ თემატიკაზე კონკურსი ცხადდება. 

კონკურსი „ვინ თქვა, შობას სასწაული არ ხდებაო“, საზღვარგარეთ, ქართულ დიასპორაში ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებისათვის, სამშობლოსთან მათი კავშირის გაღრმავების ხელშეწყობისა და თანამემამულე მოზარდთა, საქართველოსთან კავშირის გაღრმავების მიზნით ტარდება.

კონკურსი დისტანციურ რეჟიმში ცხადდება! 

კონკურსის პირობები:  კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საზღვარგარეთ მოქმედი, ქართული საკვირაო სკოლების მოსწავლეებსა და უცხოეთში მცხოვრებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 5 წლიდან, 17 წლის ჩათვლით.

კონკურსი ჩატარდება ერთ ტურად. მონაწილეობის მსურველებმა, საქართველოში შობის დღესასწაულთან დაკავშირებულ თემაზე - „ვინ თქვა, შობას სასწაული არ ხდებაო“, შესრულებული ფერწერული ნამუშევრების ასლი უნდა გააგზავნონ ქალაქ ბარიში გენერალური საკონსულოს ელექტრონულ მისამართზე: bari.con@mfa.gov.ge 2021 წლის 1 ნოემბრიდან 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.

მონაწილეთა ნამუშევრები შეფასდება ქალაქ ბარიში გენერალური საკონსულოს „facebook” გვერდზე განთავსებული ნამუშევრების მოწონების *like რაოდენობის მიხედვით.

ნამუშევარზე უნდა იყოს მითითებული შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, ასაკი, ქალაქი, ქვეყანა, საკვირაო სკოლის მოსწავლის შემთხვევაში, სკოლის დასახელება და საკონტაქტო მონაცემები.

გამარჯვებული ფერწერული ნამუშევარი, საავტორო უფლებების დაცვით, ქ. ბარიში გენერალური საკონსულოს მიერ გამოყენებული იქნება 2022 წლის ოფიციალურ მისალოც ბარათებზე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

როგორ დავუკავშირდეთ, ქალაქ ბარიში არსებულ, საქართველოს გენერალურ საკონსულოს

გენერალური კონსული, იტალიის შრომის საყოველთაო კონფედერაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო

კაფე-ბარი „ლაღიძის წყლის“ გახსნას, ქალაქ ბარიში საქართველოს გენერალური კონსული, ვახტანგ ანდღულაძე დაესწრო

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1741087797

საზოგადოება

ვოლსკი: ამბობენ - არ დავუშვებთ სიცრუეს, ცილისწამებას, შეურაცხყოფას, მეორე დღეს აკეთებენ იმავეს და არანაირი თვითრეგულაცია არ მოქმედებს

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მედიის შესახებ კანონის მნიშვნელობას აფასებს. იგი მიიჩნევს, რომ მედიასაშუალებები შეეცდებიან, პრობლემა თვითრეგულაციის გზით მოაგვარონ. „ამბობენ...

პოლიტიკოსი

1741085614

საზოგადოება

გენო პეტრიაშვილი კახა კალაძესთან დაკავშირებით უკრაინის გადაწყვეტილებაზე: მიკვირს, რომ უკრაინის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას აქვს დრო, რომ მსგავსი საქმეებით დაკავდეს

უკრაინა არის ძალიან რთულ მდგომარეობაში და მიკვირს, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას დრო აქვს, რომ მსგავსი საქმეებით დაკავდეს, - გაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გენო პეტრიაშვილმა უკრაინის...

გენო პეტრიაშვილი

1741085599

ახალი ამბები

„რასაც მე და ჩემი გუნდი ვაკეთებთ, გაცილებით მეტია, ვიდრე პატარა კაცის პატარა სანქცია“ - ლაშა ტალახაძე

„ამით ნამდვილად ვერაფერს დაგვაკლებენ“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლაშა ტალახაძე ბალტიის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს. მისი  თქმით, მსგავს ნაბიჯებს ვერანაირი ეფექტი ვერ ექნ...

ლაშა ტალახაძე

1741083933

სპორტი

დუდა სანაძე ალ ნასრში ითამაშებს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების უკანახაზელი დუდა სანაძე კარიერას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში განაგრძობს. მისი ახალი კლუბი „ალ ნასრი“ იქნება, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. დუდას ბოლო კლ...

 დუდა სანაძე

1741082834

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ტაშკენტის ისლამ კარიმოვის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს უზბეკეთის პრემიე...

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთში დაიწყო