“იტალიაში სხვის მოსამსახურეობაში რომ ამომხდა სული და ბინა ისე ვიყიდე, იმ სახლში ვერც უკრაინელ ლტოლვილებს შევუშვებ!” - ემიგრანტი იტალიიდან

სოციალურ ქსელ ფეისბუკზე, ქართველი ემიგრანტების ერთ-ერთ ჯგუფში, იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, რომელიც ქსელში დარეგისტრირებულია როგორც ლალი ლალი, აფიქსირებს მოსაზრებას, თუ რატომ ვერ დაუთმობს საკუთარ საცხოვრებელს, უკრაინელ ლტოლვილებს:
"გუშინ, დასვენების დღე მქონდა და პიაცაზე გავედი, ყველა უკრაინაზე ლაპარაკობდა. წინა კვირას დახმარება გავუგზავნეთ აქაური ქართველების სახელით, მეც ჩემი წვლილი შევიტანე, მაგრამ თურმე ვიღაცის თვალში საკმარისი არ ყოფილა.
მომიბრუნდა ერთი ქალი და მეუბნება, თბილისში დაკეტილი სახლი რომ გაქვს, რათ არ შეუშვებ უკრაინელ ლტოლვილებსო?! აღარ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, სხვა ქალებიც ისე გაჩუმდნენ, იმას ეთანხმებოდნენ. მაშინვე კი ვუპასუხე, შენს შვილებთან რატომ არ მიგყავს სახლში-მეთქი, მაგრამ ისე ცუდად გავხდი, მეორედ იქ მისვლა აღარ მინდა.
რა ვქნა, წელებზე ფეხს რომ ვიდგამდი, სხვის მოსამსახურეობაში რომ ამომხდა სული იტალიაში, კაპიკ-კაპიკ რომ ვადებდი ფულს და ისე რომ ვიყიდე სახლი, გავარემონტე, თუ გინდათ გამლანძღეთ, მაგრამ ვერავის შევუშვებ იმ სახლში, ვერც უკრაინელებს. ერთი სული მაქვს საქართველოში დავბრუნდე და სიბერე მაინც მშვიდად გავატარო. ახლა რომ შევუშვა, მერე როგორ გამოვყარო გარეთ," - წერს ქართველი ემიგრანტი.
1740681563
სპორტიქართველი მოჭიდავე ვლადიმერ გამყრელიძე საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირის ვიცე-ჩემპიონია
ალბანეთში 2025 წლის სეზონის მეორე სარეიტინგო ტურნირი მიმდინარეობს. ტურნირზე ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალი მან ნეიტრალური ათლეტის სტ...
1740680280
ახალი ამბებისაქართველოს რკინიგზა 28 თებერვალს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ორ რეისს განაახლებს, რამდენიმე რეისს კი აუქმებს
საქართველოს რკინიგზა უამინდობის პირობებში რეისებთან დაკავშირებით განცხადებასავრცელებს. რკინიგზის ცნობით, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ორი რეისი განახლდება, რამდენიმე რეისი კი, უამინდომის გამო...
1740679161
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომში - 2022 წლის 28 თებერვალს უკრაინის პრემიერი მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოს მთავრობა აიძულონ, უკრაინაში მებრძოლები გაგზავნონ
ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომში, 2022 წლის 28 თებერვალს უკრაინის პრემიერი მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოს მთავრობა აიძულონ, უკრაინაში მებრძოლები გაგზავნონ, – ამის შესახებ საქართველოს...
1740679054
ახალი ამბებინაქერალას უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო...
1740678391
მსოფლიო„პოლიტიკო“ - უნგრეთის მთავრობა ლგბტქ+ პრაიდის მსვლელობას კრძალავს
უნგრეთის მთავრობა ლგბტქ+ პრაიდის მსვლელობას კრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ უნგრეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. უნგრეთს მთავრობის წარმომადგენელი, გერგლი გულიაში აცხადებს, რომ საზო...