ლუიჯი დი მაიო, მატეო სალვინის, პუტინის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს

ლუიჯი დი მაიო ულტრამემარჯვენე მატეო სალვინის, იტალიაში პუტინის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.

"სალვინი პუტინის მკლავებში მოგვაქცევს. აშკარაა რუსეთის ჩარევის მცდელობები", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ La Repubblica-სთან ინტერვიუში, 25 სექტემბრის არჩევნების თემაზე საუბრისას. „არ ვიცი, არის თუ არა ის კეთილსინდისიერი თავის მოქმედებებში, მაგრამ ვიცი, რომ როდესაც ის რუსეთზე სანქციების მოხსნას გვთავაზობს, ამით გვაშორებს საერთაშორისო თანამეგობრობას. სალვინის პარტია "ლეგა ნორდს" აქვს შეთანხმება რუსეთთან და თუ ეს პარტია მთავრობაში მოვა, პირდაპირ პუტინის მკლავებში აღმოვჩნდებით. იტალიისთვის ძალიან დიდი საფრთხეა ისტორიული ალიანსებისგან გათიშვა. ეს ნიშნავს იზოლაციას და თავისუფლების დაკარგვას, არა მხოლოდ ეკონომიკურ დონეზე“.

სალვინი დი მაიოს ტვიტერის საშუალებით პასუხობს: "მე მხოლოდ იტალიელებს ვპასუხობ და ეროვნულ ინტერესებს ვიცავ. 25 სექტემბერს იტალიის მოქალაქეები დამოუკიდებლად და დემოკრატიულად მისცემენ ხმას არჩევნებში. მე მხოლოდ მათ ვპასუხობ და მხოლოდ ეროვნულ ინტერესებს ვიცავ, მაგრამ შენ ვფიქრობ, გეშინია იტალიელების განაჩენის?!  გაუმარჯოს თავისუფლებას!“ - აცხადებს მატეო სალვინი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740334397

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი - ერთად ვისაუბრებთ და მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს მთავრობა

ფრიდრიხ მერცი, რომელიც კონსერვატიული ბლოკი „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირი“ (CDU/CSU) ლიდერია, ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ სიტყვით გამოვიდა. მერცმა ისაუბრა პოლიტიკური მოწინააღმდეგ...

ფრიდრიხ მერცი

1740332928

მსოფლიო

ეგზიტპოლების თანახმად, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი 29 პროცენტით ლიდერობს, ოლაფ შოლცის პარტია 16 პროცენტით მესამე ადგილზეა

ეგზიტპოლების თანახმად, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირი“ (CDU/CSU) ლიდერობს. საარჩევნო უბნებიდან გამოსული ამომრჩევლე...

ბუნდესტაგი

1740331504

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ვნახეთ როგორი საცოდავი სანახავი იყო ქართულ ოპოზიციად წოდებული საქართველოში მოქმედი აგენტურული ქსელი. ზოგი კალათბურთის დარბაზში აღმოჩნდა ინაუგურაციაზე, ზოგი სადღაც ქუჩაში, ზოგიც სადღაც ბუჩქებთან

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი კირცხალია გადაცემაში „იმედის კვირა“ ქართულ ოპოზიციაზე და ტრამპის მიმართ მათ დამოკიდებულებაზე საუბრობს. კირცხალია საცოდავ სანახავს უწოდებ...

კირცხალია

1740329529

ახალი ამბები

დედაქალაქში გზები თოვლისგან იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება

ბოლო დღეების განმავლობაში თბილისში მოსული ნალექის გამო, გზები თოვლისგან ინტენსიურად იწმინდება. ტექნიკური მარილი იყრება დედაქალაქის ქუჩებში და შემოერთებულ ტერიტორიებზე. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრო...

გზებიგზები

1740328469

სპორტი

ტატო გრიგალაშვილი ვარშავის ღია პირველობის გამარჯვებულია

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ძიუდოში მიმდინარე ღია პირველობაზე ტატო გრიგალაშვილი (90 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. აღნიშნულ ტურნირზე ქართველმა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა 90 კგ წონით კატეგორიაში ია...

ტატო გრიგალაშვილი ზედიზედ მესამედ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა