მატეო რენცი იტალიის აუცრელი მოსახლეობისთვის "ლოკდაუნს" ითხოვს?!

იტალიის ყოფილი პრემიერი და პარტია „Italia viva“-ს ლიდერი მატეო რენცი ემხრობა მოსაზრებას, რომ "ლოკდაუნი" და შეზღუდვები, იტალიაშიც ავსტრიის მსგავსად, მხოლოდ აუცრელ მოსახლეობაზე გავრცელდეს. რენცის აზრით, ის ვინც აიცრა, არ უნდა დაისაჯოს სხვის გამო და ისევ შეზღუდვებით არ უნდა გააგრძელოს ცხოვრება, რადგან ამ ადამიანებმა თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადეს.

"მივესალმები, თუ ავსტრიის მსგავსად "ლოკდაუნს" მხოლოდ აუცრელ მოსახლეობაზე გავავრცელებთ და თუ ქვეყანაში ფერების პოლიტიკა კვლავ ამოქმედდება და რიგი რეგიონები ყვითელ და ნარინჯისფერ ზონაში გადავლენ, ფერებით განსაზღვრული შეზღუდვები, მხოლოდ აუცრელ მოსახლეობას შეეხოს", განაცხადა პოლიტიკოსმა დღეს Rai7-ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ დღესდღეობით იტალიის მოსახლეობის 86 პროცენტია აცრილი, შესაბამისად ამდენივე პროცენტს აქვს Green pass-ი. კოვიდვაქცინის მესამე დოზის მიღება ამ ეტაპზე რისკ-კატეგორიაში მყოფ და 60 წელს ზემოთ მოსახლეობას შეუძლია. რამდენიმე დღეში ბუსტერი სხვა ასაკობრივი კატეგორიებისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔘 ფლორენციის სარკინიგზო სადგურზე, სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის გამო, განგაში გამოცხადდა (video)

🔘 მსოფლიოში ფრინველის გრიპის ახალი შტამი სწრაფად ვრცელდება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741185730

სპორტი

საქართველოს 20 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია

ხორვატიის ქალაქ ოსიეკში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა, გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით, ფინალში უკრაინის ნაკრები 16:6 დაამარცხა...

20-წლამდე ვაჟთა ნაკრები

1741185632

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - მისასალმებელია პრეზიდენტ ტრამპის გზავნილები, ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა უნდა გაიწმინდოს არაფორმალური გავლენებისგან, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება, იყოს სამართლიანობა

ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღები და მისასალმებელია ის გზავნილები, რომლებიც მოვისმინეთ პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუ...

ირაკლი კობახიძე

1741182783

სპორტი

თბილისის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

21-23 მარტს თბილისში ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება. ცნობილია ტურნირზე მამაკაცთა ნაკრების შემადგენლობა: 60 კგ – ჯაბა პაპინაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი, ამირან დარბაისელი; 66 კგ – თემურ...

ლაშა ბექაური

1741181949

სპორტი

არნე სლოტი კვარაცხელიაზე: დიდებული ფეხბურთელია

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩამდე ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომლის თამაშების ყურება ლუჩანო სპალეტის „ნაპოლი...

ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა

1741180432

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7858 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7905 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...

ვალუტის კურსი