შალვა პაპუაშვილი - ბალტიის ქვეყნები სააკაშვილს მხარს უჭერდნენ და აქეზებდნენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას კი, რომელიც საქართველოს რეალური ინტერესების დაცვისკენაა მოწოდებული, ყველანაირად ესხმიან თავს

თუ ვინმეს ამქვეყნად მეგობრობის ანაბანა ესმის, ქართველები ვართ. ნამდვილი მეგობრობა უანგაროა, თუმცა, სამწუხაროდ, ანგარებიანი მეგობრობაც არსებობს, ჯოჯოხეთში ცალკე ადგილია გადანახული მათთვის, ვინც მეგობარს საკუთარი ტყავის გადასარჩენად გაწირავს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„სამი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის – ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის – მიერ ქართველი ოფიციალური პირების ქაოტური დასანქცირება არა მარტო ღიმილნარევ გაოგნებას, არამედ ცნობისმოყვარეობასაც იწვევს: რა განაპირობებს მათ ასეთ ჭარბ ენთუზიაზმს, როდესაც საქმე საქართველოს ეხება?

პოსტსაბჭოთა ბალტიისპირული ქვეყნების ხელმძღვანელობის ოფიციალური პოზიციაა, რომ სანქციები პასუხია საქართველოს „დემოკრატიულ უკუსვლაზე“. რეალობასთან აცდენას რომ თავი დავანებოთ (რელობის, რომელიც საერთაშორისო რეიტინგებსა თუ მყარ ციფრებს ეყრდნობა), თუ მართლაც ქართულ დემოკრატიაზე შესტკივათ გული, მაშინ რატომ უჭერდნენ მხარს ასეთი თავგამოდებით სააკაშვილის ავტორიტარულ რეჟიმს, რომელიც ფეხქვეშ თელავდა არა მარტო პოლიტიკურ თავისუფლებებს, არამედ ადამიანის ყველანაირ უფლებებსაც? რატომ მფარველობენ მას დღემდე და კანონიერი სასჯელისგან მის დახსნას ცდილობენ? როგორც ჩანს, დემოკრატიაზე ზრუნვა პოსტსაბჭოთა ბალტიისპირეთისათვის არა მიზეზი, არამედ მხოლოდ საბაბია, რომელიც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე წნეხის განსახორციელებლად სჭირდებათ.

ან იქნებ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არ მოსწონთ ნატო-სთან ან საერთაშორისო უსაფრთხოების წესრიგთან დაკავშირებით? იქნებ უკმაყოფილონი არიან იმ როლით, რომელსაც საქართველო ასრულებდა და ასრულებს მშვიდობისა და სტაბილურობის საერთაშორისო ძალისხმევაში?

ვნახოთ ციფრები, თუ რა წვლილი შეიტანა და რა მსხვერპლი გაიღო საქართველომ უკანასკნელ ათწლეულში და შევადაროთ ბალტიის ქვეყნების კონტრიბუციას საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მისიებში. აქაც აშკარაა, რომ, როცა საქმე რეალურ ნაბიჯებს და რეალურ საქმეს უკავშირდება, მათი ძალისხმევა ახლოსაც კი ვერ მოვა ქართველი ხალხის წვლილთან. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში კარგად ჩანს, რომ აქამდე, სადაც საბრძოლველი გახლდათ და საერთაშორისო უსაფრთოხება დასაცავი იყო, ჩვენი მონაწილეობა 20-ჯერ აღემატებოდა მათსას. თან ეს იმ პირობებში, როცა ისინი ნატო-ს წევრები არიან, ჩვენი კი – არა.

იქნებ იმას გვსაყვედურობენ, რომ უკრაინას თავად დაეხმარნენ, საქართველომ კი მოხალისეები ოფიციალურად არ გაგზავნა უკრაინაში და ამით თავიდან აირიდა სისხლისმღვრელ ომში ჩართვა? არც ამაში უნდა იყოს საქმე, რადგან ჯერჯერობთი უკრაინის ფრონტზე ოფიციალურად გაგზავნილი არცერთი ბალტიისპირული ოცეულიც კი არავის შეუნიშნავს.

ამ გამოცანაზე რეალური პასუხი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა გვიკარნახა, როდესაც თქვა, რომ საქმე უკრაინაში კი არა, რუსეთშია.

აშკარაა, რომ რუსეთს ბალტიისპირეთი რეალურ საფრთხედ აღიქვამს და ყველა საშუალებას იყენებს ამ საფრთხის გასანეიტრალებლად თუ არა, შესამცირებლად მაინც. „ყველა საშუალებაში“, როგორც ჩანს, საქართველოც მოიაზრება, როგორც ინსტრუმენტი რუსეთის წინააღმდეგ.

ბალტიის პოსტსაბჭოთა ქვეყნების ქცევას რომ დავაკვირდეთ, დავინახავთ, რომ სააკაშვილს, რომელიც უპასუხისმგებლოდ იქცეოდა რუსეთთან მიმართებაში, ყველანაირად მხარს უჭერდნენ და აქეზებდნენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას კი, რომელიც მშვიდობისა და საქართველოს რეალური ინტერესების დაცვისკენაა მოწოდებული, ყველანაირად ესხმიან თავს და ბოლოს სანქციების გაუგებარ დაწესებამდეც კი მივიდნენ.

გამოდის, რომ ყველაფრის მიზეზი რუსეთია. გამოდის, რომ ბალტიის პოლიტიკური ელიტები მხოლოდ მაშინ გვემეგობრებიან, თუ თავზე ხელს ავიღებთ და ნაღმივით ავიფეთქებთ თავს, რომ რუსეთი დავაზიანოთ და ბალტიისპირეთს საფრთხე ავარიდოთ. ამ მიზანს რომ მიაღწიონ, მზად არიან, ყველანაირ ბერკეტს მიმართონ, მათ შორის, ევროინტეგრაციაში ხელის შეშლასაც.

თუ ვინმეს ამქვეყნად მეგობრობის ანაბანა ესმის, ქართველები ვართ. ნამდვილი მეგობრობა უანგაროა. თუმცა, სამწუხაროდ, ანგარებიანი მეგობრობაც არსებობს. ჯოჯოხეთში ცალკე ადგილია გადანახული მათთვის, ვინც მეგობარს საკუთარი ტყავის გადასარჩენად გაწირავს“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741192578

მსოფლიო

მედვედევი ზელენსკიზე: შეუმდგარმა ფიურერმა ოვალურ კაბინეტში ტრამპს ნერვები მოუშალა, ამერიკელებმა კი მისი დემონსტრაციული დასჯა გადაწყვიტეს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „შეუმდგარი ფიურერი“ უწოდა. „შეუმდგარმა ფიურერმა ტრამპსა და მის გუნდს ოვალურ კაბინეტში ნერვებ...

რისეთი

1741191437

მსოფლიო

ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ც...

მოძრაობა - გზა, თოვლი

1741186636

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ვერც კახი კალაძეს ვერ დაუკნინებს ვერავინ ორგზის ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ვერც ლაშა ტალახაძეს წაართმევს ვერავინ სამ ოლიმპიურ ოქროს, დანარჩენი არის სუსტი ადამიანების გადაწყვეტილებები

ვერც კახი კალაძეს ვერ დაუკნინებს ვერავინ ორგზის ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ვერც ლაშა ტალახაძეს წაართმევს ვერავინ სამ ოლიმპიურ ოქროს, დანარჩენი არის სუსტი ადამიანების გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ ს...

ირაკლი კობახიძე

1741186447

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: იდენტური ხელწერითაა დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ - ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფერი იმართება ერთი ხელიდან, რომელსაც „დიფ სთეითი“ ეწოდება

იდენტური ხელწერით არის დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ, ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფე...

ირაკლი კობახიძე

1741185730

სპორტი

საქართველოს 20 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია

ხორვატიის ქალაქ ოსიეკში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა, გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით, ფინალში უკრაინის ნაკრები 16:6 დაამარცხა...

20-წლამდე ვაჟთა ნაკრები