ირაკლი კობახიძე: იდენტური ხელწერითაა დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ - ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფერი იმართება ერთი ხელიდან, რომელსაც „დიფ სთეითი“ ეწოდება

იდენტური ხელწერით არის დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ, ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფერი იმართება ერთი ხელიდან, რომელსაც ეწოდება „დიფ სთეითი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად უზბეკეთში განაცხადა.

კითხვაზე, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის მიერ, აშშ-ში პროტესტის დამფინანსებლად ე.წ. „ფასიანი პრობლემების შემქმნელების“ დასახელებას შეეხებოდა, პრემიერმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ეს განცხადებაც არის აბსოლუტურად ლოგიკური და ყველა სახელმწიფოს ინტერესშია, გათავისუფლდეს არაფორმალური გავლენებისგან.

„მე მგონია, რომ პრეზიდენტის ეს განცხადებაც არის აბსოლუტურად ლოგიკური, მით უმეტეს, რომ ხელწერა არის ზუსტად იდენტური. ზუსტად იდენტური ხელწერით არის დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს თანხვედრა ხელწერაში, რა თქმა უნდა, არის იმის მორიგი დასტური, რომ ყველაფერი იმართება ერთი ხელიდან, რომელსაც ეწოდება „დიფ სთეითი“, ანუ „გლობალური ომის პარტია“. რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფოს ინტერესშია, რომ გათავისუფლდეს ასეთი არაფორმალური გავლენებისგან, მცდელობებისგან, რომელიც არის მიმართული სხვადასხვა სახელმწიფოს ძლიერების შერყევისკენ. ეს არის ჩვენი ინტერესიც და მოხარულები ვართ, რომ დღეს უკვე ჩვენს ინტერესებს ემთხვევა აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის ინტერესები“, - აღნიშნა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741192578

მსოფლიო

მედვედევი ზელენსკიზე: შეუმდგარმა ფიურერმა ოვალურ კაბინეტში ტრამპს ნერვები მოუშალა, ამერიკელებმა კი მისი დემონსტრაციული დასჯა გადაწყვიტეს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „შეუმდგარი ფიურერი“ უწოდა. „შეუმდგარმა ფიურერმა ტრამპსა და მის გუნდს ოვალურ კაბინეტში ნერვებ...

რისეთი

1741191437

მსოფლიო

ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ც...

მოძრაობა - გზა, თოვლი

1741186636

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ვერც კახი კალაძეს ვერ დაუკნინებს ვერავინ ორგზის ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ვერც ლაშა ტალახაძეს წაართმევს ვერავინ სამ ოლიმპიურ ოქროს, დანარჩენი არის სუსტი ადამიანების გადაწყვეტილებები

ვერც კახი კალაძეს ვერ დაუკნინებს ვერავინ ორგზის ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ვერც ლაშა ტალახაძეს წაართმევს ვერავინ სამ ოლიმპიურ ოქროს, დანარჩენი არის სუსტი ადამიანების გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ ს...

ირაკლი კობახიძე

1741185730

სპორტი

საქართველოს 20 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია

ხორვატიის ქალაქ ოსიეკში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა, გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით, ფინალში უკრაინის ნაკრები 16:6 დაამარცხა...

20-წლამდე ვაჟთა ნაკრები

1741185632

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - მისასალმებელია პრეზიდენტ ტრამპის გზავნილები, ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა უნდა გაიწმინდოს არაფორმალური გავლენებისგან, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება, იყოს სამართლიანობა

ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღები და მისასალმებელია ის გზავნილები, რომლებიც მოვისმინეთ პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუ...

ირაკლი კობახიძე