„მეგონა ვნახავდი, რაფერ უხეთქავენ თავებს, რაფერ არიგებენ პროშუტოს“ - სოლომონ ნერგაძე

იტალიაში მოღვაწე ქართველ მეცნიერს, სოლომონ ნერგაძეს მოლეკულური ბიოლოგიის პარალელურად, კალამიც შესანიშნავად უჭრის და ხშირად, მისი გამორჩეული სიტყვაუხვობით, ინტელექტითა და იუმორის გრძნობით სავსე პოსტებითაც ანებივრებს მკითხველს.

ამჯერად ქართველი მეცნიერი, ქართული პოლიტიკის კვალდაკვალ, იტალიის საარჩევნო ტრადიციებსა და ხალხის არჩევნებისადმი დამოკიდებულების შესახებ მოგვითხრობს.

„ღამე მშვიდობისა, ძვირფასებო, მშვიდობის ღამე, მშვიდობის დღე, მშვიდობის წელიწადები და საუკუნე ყველას!
არჩევნები ჩაუტარებიათ ამათ (იტალიელებს), ათიოდე დღის წინ ჩაუტარებიათ. არ გამიგია არაფერი, თუ დამიჯერებთ.

მეორე ტური დასჭირვებია რამდენიმე ქალაქს. მემარცხენეებმა იმარჯვესო. მემარცხენეებია უნივერსიტეტების უმრავლესობა აქ - ვკითხე თანანშრომელს, მემარჯვენეებს რომ გეემარჯვათ, რას იზამდი-მეთქი?
საჭმელს აუცილებლად შევჭამდიო - კარგი გამოთქმა აქვთ, Mangio lo stesso. მილანი წააგებს - მე მაინც შევჭამო.

მშურს ხალხო, ამათი და ევროპის. ტელევიზორში, თურმე, წყვიტავენ ერთმანეთს მემარცხენეები, მემარჯვენეები, დაცენტრილები, ულტრები. მიდიან და აძლევენ ხმას.

საარჩევნო უბანი იყო ჩემი შვილების სკოლაში. გავიარე კვირას - არჩევნების დღეს.
მეგონა ვნახავდი, რაფერ უხეთქავენ თავებს, რაფერ არიგებენ პროშუტოს (ესენი კარყოფილზე არ წამოეგებიან)... რაფერ არიგებენ სიებით 50 ლირას. არაფერი მსგავსი. ესენი სუ დაჩმორებულან - ერთი ჩხუბი მაინც ექნათ.
მიდიან, აჩვენებენ საბუთს და კიდომ საარჩევნო უფლების ქახალდს, შევლენ კაბინაში, გამოდიან, დებენ კონვერტში და აგდებენ ურნაში. არც გაწევ-გამოწევა, არც წივილ-კივილი. ერთი თალია ვიფიქრე, მეყვირა - ვისაც ჩვენი არეული ცხოვრება არ მოსწონს, მისი დალაგებული ცხოვრების დედაც-მეთქი, მარა გადავიფიქრე. არ გამოვჩნდებოდი კარგად, ევროპის თვალით დანახული. 80% აცრილია. 90%-უმიზნებენ.
მთავრობა ფეხებზე ჰკიდიათ - არ მემეწონები?! გადაგირჩევ.
ჩვენც მივალთ, ალბათ, ამ დონემდე. არადა, გუშინ ესენი ძალიან გაჭირებულები იყვნენ... "ჩოჩარა" ვისაც წაუკითხავს ან უნახავს, მიხვდება.
ჩვენც მივალთ.“ - წერს სოლომონ ნერგაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

გაიცანით, იტალიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, სოლომონ ნერგაძე

„კაცის მოთქმა გინახავთ და მოგისმენიათ? რომ იცოდე რა სიამოვნებით გავუცვლიდი ცხრავეს ადგილს!“

"კახეთიდან კოლონას მაჩალიკაშვილი მოუძღოდა, ახალგაზრდები ცოცხის ქნევით შემოიფარგლნენ, იცოდნენ შვილმკვდარ მამას ელაპარაკებოდნენ"

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741095797

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჩვენი დამაკავშირებელი, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლ...

ირაკლი კობახიძე

1741094261

ახალი ამბები

საქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 მარტს დაიწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2025-2026 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. როგორც განათლების სამინისტრ...

საქართველოს სკოლებ

1741093691

ახალი ამბები

რა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7905 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7904 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კურ...

ვალუტის კურსი

1741092844

ახალი ამბები

მტკვარში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - მსუბუქი ავტომობილი მეტეხის ხიდიდან გადავარდა

მტკვარში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა - მსუბუქი ავტომობილი მეტეხის ხიდიდან მტკვარში ჩავარდა. სამუშაოები რამდენიმე საათია გაგრძელდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვი...

მტკვარში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

1741091557

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო. უზბეკეთის დამოუკიდებლობის მონუმენტთან საქართველოს მთავრობის მეთაური უზბეკეთის რესპუბლი...

ირაკლი კობახიძე