მინისტრის მოადგილე და საქართველოს ელჩი იტალიაში, მარკეს რეგიონის პრეზიდენტს და ანკონას მერს შეხვდა

▶ 29.12.21 ანკონა - იტალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი, იტალიაში საქართველოს ელჩთან, კონსტანტინე სურგულაძესთან ერთად, მარკეს რეგიონს ეწვია, სადაც შეხვედრები გამართა რეგიონის პრეზიდენტთან, ფრანჩესკო აკუაროლისთან და ქ.ანკონას მერთან, ვალერია მანჩინელისთან.
▶ რეგიონის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილეს მარკესა და საქართველოს, ასევე მის რეგიონებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დამყარების შესაძლებლობები. მინისტრის მოადგილემ პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საინვესტიციო გარემოს, ქვეყნის სატრანზიტო და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების შესახებ. აღსანიშნავია, რომ მარკეს რეგიონის ეკონომიკა ძირითადად წარმოდგენილია განვითარებული მცირე და საშუალო ბიზნესით - „მარკეს მოდელი“ ერთგვარად თვითმყოფადი მოდელია, რომელიც არ არის დამოკიდებული არც სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერაზე და არც საბანკო სექტორის კრედიტზე. ეკონომიკის წამყვანი დარგებია - ავეჯის წარმოება, ფეხსაცმლის და ტანსაცმლის წარმოება, გემთმშენებლობა, თევჭერა, ტურიზმი.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემაზე და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელთა პროვოკაციულ ქმედებებზე იტალიის რეგიონებში, სადაც ცდილობენ სავაჭრო, კულტურული და რელიგიური საფარის ქვეშ კონტაქტები დაამყარონ ადგილობრივ ინსტიტუციებთან და გაავრცელონ დეზინფორმაცია. შეხვედრაზე აღინიშნა მსგავსი ქმედებების პრევენციის და მათზე რეაგირების საჭიროება.
შეხვედრაზე ისაუბრეს კულტურის სფეროში არსებული თანამშრომლობის და სამომავლოდ ახალი პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე. კმაყოფილებით აღნიშნეს რეგიონში, ბოლო წლებში, საქართველოსთან დაკავშირებით გამართული კულტურული ღონისძიებები, კერძოდ, პეზაროსა და ურბინოში, და იმედი გამოთქვეს, რომ ეს თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება.
▶ ანკონას მერთან, ვალერია მანჩინელისთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ანკონასა და საქართველოს საპორტო ქალაქებს შორის კონტაქტების დამყარების და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს, ანკონაში და ზოგადად, რეგიონში წარმოდგენილ ქართულ დიასპორას, კულტურული კავშირების განმტკიცებას, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სფეროში ქალთა აქტიურ ჩართულობას. შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელთა პროვოკაციული ქმედებების პრევენციის საჭიროება.
1740836360
მსოფლიო„ამერიკასთან მხოლოდ მჭიდრო ურთიერთობა გვსურს და იმედია, გვექნება“ - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების იმედი გამოთქვა. მისი თქმით, მადლობელია იმ დახმარების, რასაც შეერთებული შტატებისგან იღებს. „შეერთებული შტატების ძალიან მადლ...
1740833952
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის 2022 წლის განცხადებაზე: რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ, აგენტობა მოიცავს უტიფრობასაც და არც არის დიდად გასაკვირი
„რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი და იხსენებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2022 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომ...
1740831287
მსოფლიორომის პაპმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა - ვატიკანი
რომის პაპმა ფრანცისკმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა. ექიმებმა ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და მისი მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს, - ნათქვამია ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაში...
1740829321
ახალი ამბები„მხოლოდ ძალიან გულუბრყვილო ადამიანებს ეგონებათ, რომ რაც გუშინ მოხდა ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრაზე, შეიძლებოდა ყოფილიყო შემთხვევითი და სპონტანური“ - დავით ჩიხელიძე
ექსპერტი დავით ჩიხელიძე თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შორის კამათს ეხმაურება. მისი თქმით, მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანები თუ ჩათვლიან, რომ ის, რაც გუშინ თეთრ სახლში მოხდა, შემთხვევითი და...
1740826776
მსოფლიოაშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი: ვოლოდიმირ ზელენსკი წლებია ცდილობს, შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში
„ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე წლებია ცდილობს შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში/მესამე მსოფლიო ომში“, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი სოციალურ ქსელ X-ზე წე...