„მისმა ფსიქიკამ ვერ გაუძლო მძიმე შრომით და ფსიქოლოგიურ წნეხს, რომელშიც ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე ჩვენი ქალები იტალიაში“ - რას წერს ლელა ლაჩაშვილი

იტალიაში მყოფი ემიგრანტი პოეტი, ლელა ლაჩაშვილი, გუშინ, რეჯო-კალაბრიაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. მან გადაწყვიტა, ექსკლუზიურად ჩვენი საინფორმაციო პორტალის საშუალებით, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწვდინოს ხმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ქართველმა ემიგრანტმა ქალბატონმა, გავრცელებული ინფორმაციით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

“ხშირად ვწერ ამ თემაზე და იქნებ ვინმეს თავიც მოვაბეზრე, ვწერ მაგრამ საშველი არ არის, ანუ ხმა ჩემი "მღაღადებლისა უდაბნოსა შინა".

დღეს ახალი გულსაკლავი ინფორმაცია გაჟღერდა, საემიგრაციო ჯგუფებში. ახალგაზრდა ქართველმა ქალბატონმა რეჯო-კალაბრიის ერთ-ერთ ქალაქში, (კონკრეტიკისგან თავს ვიკავებ) თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, გადმოვარდა იმ ბინის მეოთხე სართულიდან სადაც მუშაობდა. როგორც იტალიური პრესა იუწყება, სიკვდილის მიზეზს იკვლევენ და ჩემი გულის კარნახს თუ ვენდობი და კულუარებში გაჟღერებულ ინფორმაციას, მისმა ფსიქიკამ ვერ გაუძლო მძიმე შრომით და ფსიქოლოგიურ წნეხს, რომელშიც ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე ჩვენი ქალები იტალიაში.

არ მსურს შეურაცხყოფა მივაყენო ქვეყანას, რომელმაც მოგვცა თავშესაფარი და კანონით იცავს ყველა ემიგრანტის უფლებას, მათ შორის არალეგალურად მყოფისაც, მაგრამ კანონი რომელიც ქაღალდზე რჩება და არ აღესრულება, იმის გამო რომ უუფლებოდ გვთვლის ოჯახი, სადაც მუშაობ და იმის გამო გიქირავა, რომ შავი მუშახელის შენახვა გაცილებით იაფი უჯდება ვიდრე, კონტრაქტით მომუშავის. გასაკვირვი არ უნდა იყოს, რომ ძალიან მცირე ანაზღაურებაში ცდილობს მაქსიმალურად დატვირთოს მომსახურე პერსონალი. ამას ემატება ენის ბარიერიც თუ ახალი ჩამოსული ხარ და ენას არ ფლობ მათი კანონები რომც იცოდე თავს ვერ დაიცავ.

სხვა საკითხია კიდევ ეგრეთ წოდებული დამსაქმებლის ინსტიტუტი, რომელმაც შენ დასაქმებაში მთელი თვის ხელფასი აიღო და გაიძულებს რამდენიმე თვე მაინც იმუშაო, იმ ოჯახში სადაც შეგიყვანა. არგუმენტად კი მოჰყავს ის რომ სამსახური "გაუფუჭდება" თუ მიუტოვებ.

აქედან გამომდინარე ვხვდებით უკვე რამდენი წინააღმდეგობის გადალახვა უწევს ემიგრანტ ქალს რომ სამსახური შეინარჩუნოს და ყველაფერი ეს მის ფსიქიკაზე მძინედ მოქმედებს. არის კიდევ ოჯახის ფაქტორი, ბანკის ვალები საქართველოში, ნასესხები ფულით ნაყიდი ბილეთი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

ხშირად მითქვამს და პირად საუბრებშიც ყოველთვის ვუმეორებ ემიგრანტებს, არ გაჩერდეთ სამსახურში სადაც გამცირებენ, შეურაცხგყოფენ და ხელით გეხებიან (ასეც ხდება ალცაიმერებთან) სამსახურმა მიჩვევა იცის რაც არ უნდა ძნელი წარმოსადგენი იყოს, ასეთ სამსახურსაც ეჩვევა ადამიანი, მით უმეტეს რომ უკანდასახევი გზა მოჭრილია.

არ შეიზღუდოთ დასვენების დღეები და საათები ქალბატონებო, არც ანაზღაურებით და მით უმეტეს არც ანაზღაურების გარეშე. შეიძლება ვერ ვგრძნობთ რაოდენ ენერგიის აღმდგენია ის საათები რომელსაც გარეთ ვატარებთ, სიცხეში, ქარში, წვიმაში თუნდაც, მაგრამ დამიჯერეთ, თვეობით მოხუცებულის ყურება, თუნდაც ის გონებრივად შეზღუდული არ იყოს, მაინც დამთრგუნველია ჩვენი ფსიქიკისთვის. დღეს შეიძლება რამდენიმე ევროთი მეტი აიღოთ, მაგრამ ხვალ თუ ის თანხა სამკურნალოდ დაგჭირდებათ, რის მაქნისია ის ფული.

ძალიან მწყინს და მტკივა ამ ქალბატონის ბედი, ძალიან ვწუხვარ რომ მიუხედავად მონდომებისა, იტალიაში არსებული ქართული ოფიციალური სტრუქტურები, ვერ ერევა ემიგრანტების პრობლემების დაძლევას. ვფიქრობ მეტი რესურსია საჭირო, რომ სათანადოდ იქნეს დაცული, ჩვენი უფლებები იტალიაში.  

დღემდე არ დასჯილა არცერთი პირი, „ბადანტეს“ მიმართ არაკანონიერი მობყრობის გამო. ბოლოს და ბოლოს ვიღაცამ ხომ უნდა იზრუნოს, იტალიაში, ოჯახში მომუშავე ქალებზე, იზრუნოს მათი უფლებების დაცვაზე და თუ ხელისუფლება არ ზრუნავს ჩვენ მაინც ვიზრუნოთ ერთმანეთზე და ასეთ მძიმე სამსახურში ნუ შევიყვანთ ქალებს და თუ შევიყვანთ ნუ მივყიდით, ნუ გავხდით იძულებულს თვითმკვლელობით დაასრულოს სიცოცხლე.

მე არ ვარ ამ საკითხში, კომპეტენტური ვერ ვიტყვი, როგორ უნდა გადაწყვიტოს სახელმწიფომ ემიგრანტის პრობლემები, ამ მიმართულებით, თუმცა ერთი რამ კარგად ვიცი, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, დაუსჯელობის სინდრომი იწვევს დანაშაულის წახალისებას და როგორც ზემოთ აღვნიშნე, ქართველი ქალების უფლება ყველა მხრიდან დარღვეულია, იტალიელი ოჯახიდან თუ ქართველი (ან სხვა ეროვნების) დამსაქმებლებისგან. ვიცი რომ რომში საქართველოს საელჩოს ჰყავს  პოლიციის ატაშე, რომლის პირდაპირი მოვალეობაა რეაგირებდეს ასეთ საქმეებზე. ქალაქ ბარში დიდი ხანი არ არის, რაც ერთ კარგ საქმეს ჩაეყარა საფუძველი და გაიხსნა გენერალური საკონსულო, გვყავს ძალიან კარგი კონსული, რომელიც 24 საათიან რეჟიმში ორიენტირებულია თავის საქმეზე, მაგრამ ამხელა საემიგრაციოს არ ჰყოდნის ერთი, ორი და თუნდაც ოთხი, თანამშრომელი. ვისურვებდი პოლიციის ატაშე ქ. ბარშიც გვყოლოდა, ეს იქნებოდა კიდევ ერთი სასიკეთო ნაბიჯი ქართული საემიგრაციოსთვის, სახელმწიფოს მხრიდან.

ვუსამძიმრებ გარდაცვლილი ქალბატონის, ოჯახს და ახლობლებს, გისამძიმრებთ თქვენც, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. “ - წერს ლელა ლაჩაშვილი.

ამავე თემაზე:

📌 იტალიაში ქართველი ქალი მეოთხე სართულიდან გადმოვარდა

📌 ახალი დეტალები იტალიაში დაღუპული ქართველი ქალის საქმეზე

📌 იტალიაში, ქართველი ემიგრანტის ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტს იტალიური მედია ეხმიანება

📌 “ამ ქალაქში თავი არ მოიკლათ!“ - რა ისტორიებს იხსენებს ემიგრანტი ანა ბურდული

📌 „ემიგრანტი თუ არ ხართ ვერ მიხვდებით „გადმოვარდა" რომ აივნიდან არ იქნებოდა... პირადად ვიცნობ ქალებს ფსიქიკურად შეშლილმა მოხუცმა თავი რომ გაუტეხა ჯოხით“

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741079387

საზოგადოება

ჩინეთი ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდს აშენებს, რომელიც აშშ-ის ფლოტში ყველაზე დიდ გემს გაუწევს კონკურენციას

ჩინეთი ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდს აშენებს, რომელიც კონკურენციას გაუწევს ყველაზე დიდ გემს ამერიკის ფლოტში – ამის შესახებ აღნიშნულია „ენბისი ნიუსის“ სტატიაში. სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით, გ...

ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდი

1741078518

საზოგადოება

ლევან მახაშვილი - მედიასთან დაკავშირებით ვაპირებთ, ეფექტური მექანიზმები შემოვიტანოთ, ამ თვალსაზრისით, საუკეთესო სტანდარტი ბრიტანული მოდელია

მედიასთან დაკავშირებით ვაპირებთ, ეფექტური მექანიზმები შემოვიტანოთ, ამ თვალსაზრისით, საუკეთესო სტანდარტი ბრიტანული მოდელია, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვ...

ლევან მახაშვილი

1741077851

ახალი ამბები

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია იწყება

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის დაწყების თარიღი ცნობილია. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდ...

ააა

1741075487

საზოგადოება

საქსტატი - თებერვალში ყველაზე მეტად, 15.4 პროცენტით, ზეთი გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თებერვალში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.7 პროცენტით, რ...

საჭმელი ზეთი

1741074777

მსოფლიო

CNN: ჩინეთი აშშ-ს საპასუხო ტარიფებს დაუწესებს

ჩინეთის მთავრობა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩინური პროდუქციისთვის დამატებითი ტარიფების დაწესების საპასუხოდ ამერიკულ საქონელზე საპასუხო გადასახადებს დააწესებს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ამერიკ...

ჩინეთის დროშა