ქართველ “ბადანტეს“, იტალიელმა მოხუცმა განთავისუფლების ცნობაზე ხელი, გარდაცვალების შემდეგ მოუწერა

Sindacato UCI/ Patronato ENAC - ის წარმომადგენელი, ქალაქ პიზაში მოღვაწე იურისტი, ჯგუფ „ემიგრანტთა უფლებები და ვალდებულებები“-ს დამფუძნებელი, ხათუნა ტატუნაშვილი, სოციალურ ქსელში, CAF -ის  (საგადასახადო დახმარების ცენტრი) ოპერატორის დაუდევრობის გამო შექმნილ კომიკურ ამბავზე წერს, რომელმაც ქართველ მომვლელს პრობლემები შეუქმნა.

„იტალიელმა მოხუცმა, თავისივე გარდაცვალების გამო, სამსახურიდან გაათავისუფლა ქართველი მომვლელი, განთავისუფლების ცნობას, ხელს აწერს გარდაცვლილი მოხუცი გარდაცვალების შემდეგ?!

ამ ამბავმა პრეფექტურაში დიდი გაურკვევლობა გამოიწვია და დაიწყო ფაქტზე მოკვლევა. აღმოჩნდა, რომ მოხუცმა, განთავისუფლების ტექსტის შესადგენად, მიაკითხა ადგილობრივ CAF-ს, სადაც ერთ-ერთმა ოპერატორმა, დროის დაზოგვის მიზნით, სხვისთვის დამზადებულ ტექსტში სახელდახელოდ შეცვალა პირადი ნიშნები, ხოლო შინაარსი უცვლელი დატოვა და ასეთი სახით გასცა მომვლელის განთავისუფლების ცნობა, მოხუცის გარდაცვალების მიზეზით.

მსგავსი შემთხვევები, რამდენად სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს, ქმნიან რიგ ბიუროკრატიულ პრობლემებს.
მათ, რომლებიც არიან „სანატორიის“ (იტალიაში ლეგალურად ცხოვრების დოკუმენტი) დასრულების მოლოდინში, ნებისმიერი სახის პრობლემის მიუხედავად, აუცილებლად ელოდებათ დადებითი შედეგები, თუ დახმარებას დროულად მიმართავენ.“ - წერს ხათუნა ტატუნაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 ვის შეუძლია მიიღოს “DISOCCUPAZIONE“ - უმუშევრობის შემწეობა

📌 Licenziamento - დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტა

📌 DIMISSIONI - კანონი დასაქმებულის მხრიდან, სამსახურის ნებაყოფლობითი დატოვების შესახებ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741103018

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს

 ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კ...

არჩილ გორდულაძე

1741099772

საზოგადოება

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელთა თანახმად, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება

პლენარულ სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს. პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ საჯარო...

საქართველოს პარლამენტი

1741099714

ახალი ამბები

პარლამენტმა „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს და 83 ხმით მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის თანახმ...

საქართველოს პარლამენტი

1741097078

საზოგადოება

პრემიერი: ლატვიის პრეზიდენტმა მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელებით რუსეთის ფედერაციასთან - ხელის გულზე დევს ორმაგი სტანდარტი

ლატვიის პრეზიდენტმა პირდაპირ მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ასევე, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა, რომლებიც საერთოდ არ არიან ღვინის მწარმოებელი ქვეყნები, რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელ...

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე

1741096366

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ

როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, - განუცხადა ჟ...

ირაკლი კობახიძე