ქართველი მოჭიდავეების 6 მედალი და გუნდური მე-2 ადგილი ევროპის ჩემპიონატზე

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს შორის. ტურნირის ბოლო ორთაბრძოლა მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონ გენო პეტრიაშვილსა და მის ტრადიციულ მეტოქეს, ტიტულოსანი თურქ ფალავან ტაჰა აკგულს შორის შედგა. სამწუხაროდ ქართველი სპორტსმენი 4:9 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

დღესვე საქართველოს ნაკრების წევრებმა კიდევ სამი მედალი მოიპოვეს და სამივე ბრინჯაო: შოთა ფარტენაძემ(61კგ) მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უკრაინელი ტარას მარკოვიჩი 6:5 დაამარცხა, ავთანდილ კენჭაძემ(74კგ) სომეხ ჰრაირ ალიკხანიანს 8:0 მოუგო, ხოლო მირიან მაისურაძემ(92კგ) უკრაინის სახელით მოასპარეზე ილია არჩაიას 7:2 სძლია.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელ საშეჯიბრო დღეს გივი მაჭარაშვილი(97კგ) ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა, ხოლო ედემი ბოლქავაძემ(65კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ამრიგად, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების 10-დან 6 წევრი საპრიზო სამეულში შევიდა და ევროპის 2023 წლის ჩემპიონატი 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლით და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილით დავასრულეთ.

21 აპრილიდან კონტინენტის პირველობაზე უკვე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715152619

ახალი ამბები

კასპის რაიონში ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა მანქანა, სადაც 3 კაცი იმყოფებოდა - არის მსხვერპლი

კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ კავთისხევში მდინარე კავთურამ მანქანა გაიტაცა. მანქანაში 3 ადამიანი იმყოფებოდა. მეხანძრე-მაშველებმა 1 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია newshub.ge-ის საგანგებო სიტუა...

პოლიცია

1715151744

ახალი ამბები

გორის ერთ-ერთ სამშობიაროში ჩვილი დაიღუპა

„გორმედის“ სამშობიაროში ჩვილი დაიღუპა. მშობიარის ოჯახის წევრები მომხდარში ექიმს ადანაშაულებს. ჩვილის გარდაცვალებაზე რეგულირების სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. სამედიცინო ცენტრის თქმით, კლინიკა კომენტარს კ...

აა

1715147777

ახალი ამბები

„გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, პარლამენტთან მოაწყონ პროვოკაციები, რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებით“ - სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიღებული ინფორმაციით, პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამე...

სუს-ის განცხადება

1715146389

ახალი ამბები

გავრცელდა ფარული ჩანაწერი სადაც, სავარაუდოდ, ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით შეურაცხმყოფელი ეპითეტები ისმის

საინფორმაციო სააგენტო for.ge ფარულ ჩანაწერებს ავრცელებს. მასალის ავთენტიკურობა დადგენილი არ არის, თუმცა, სააგენტოს მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებში ისმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზი...

ოპოზიციონერი ლიდერები

1715114227

საზოგადოება

შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ მისამართები

ხვალ, 8 მაისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.  ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა...

შუქი დენი